დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დაარსებიდან 11 წელი შესრულდა. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 აპრილის ბრძანებულებით, 2005 წლის 5 მაისს, ლიკვიდირებულ იქნა გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთის, კრწანისი-მთაწმინდის და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოები და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.
თავდაპირველად თბილისის საქალაქო სასამართლოში სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები: სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ფუნქციონირებდა, თუმცა 2016 წელს შეიქმნა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგია, რომელიც სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას გამოეყო. ოთხივე კოლეგიაში შესაბამისი სპეციალიზაციით უფლებამოსილებას 84 მოსამართლე ახორციელებს.
ვულოცავთ სასამართლოს ყველა თანამშრომელს იუბილეს და წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას ვუსურვებთ. |