სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) უნიკალური პროდუქტია ქართულ სივრცეში. მისი შექმნისას გავითვალისწინეთ მრავალი თანამედროვე ბიბლიოთეკის გამოცდილება (მაგ. კონგრესის ბიბლიოთეკის, LexisNexis-ის, გუტენბერგის პროექტის და ა.შ.).
ბიბლიოთეკაში ელექტრონული და მატერიალური სახით დაცულია 12000-ზე მეტი იურიდიული ლიტერატურის ჩანაწერი, მათ შორის, წიგნები, ჟურნალები, სტატიათა კრებულები, ვიდეო და აუდიო ფაილები.
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკის გამოყენებით მკითხველს შეუძლია მოიძიოს ელექტრონული ლიტერატურა და გაეცნოს მის შინაარსის ინტერნეტის გამოყენებით, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად. მკითხველს ასევე შეუძლია მოიძიოს მატერიალური სახით დაცული ლიტერატურა საქართველოს მასშტაბით 6 იურიდიული ბიბლიოთეკის ბაზაში. თუმცა, სასურველი მატერიალური ლიტერატურის მისაღებას, რა თქმა უნდა, აუცილებელია ფიზიკურად ესტუმროთ შესაბამის ბიბლიოთეკას.
აქტიური მკითხველებისათვის ბიბლიოთეკა ითვალისწინებს ელექტრონული თაროს შექმნის შესაძლებლობას. ელექტრონულ თაროზე მომხმარებელს შეუძლია განათავსოს პირადად მისთვის საინტერესო ლიტერატურა.
27 მარტს ბიბლიოთეკამ დაიწყო ახალი პროექტი („მე - ავტორი“), რომელიც შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ მკითხველს სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკის ბაზაში განათავსოს მის მიერ შექმნილი სამაგისტრო, სადოქტორო და სხვა ნაშრომები.
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისათვის. ბიბლიოთეკის მისამართია www.library.court.ge. დღეისათვის ბიბლიოთეკას 3000-ზე მეტი მკითხველი ჰყავს.
მადლობა, რომ ჩვენი მკითხველი ხართ.
იურიდიულ ბიბლიოთეკებს, რომლებსაც არ აქვთ ელექტრონულად აღწერილი კატალოგი, შეუძლიათ მოგვმართონ და ჩვენ უფასოდ ჩავრთავთ ჩვენს პროგრამაში.
პერსპექტივები:
- მობილური ბიბლიოთეკა;
- სამართლებრივი დოქტრინის საძიებო სისტემა;
- ბიბლიოთეკის ინგლისურენოვანი ვერსიის შექმნა;
- პროგრამაში კომერციული დაინტერესების მქონე ავტორების ჩართვა.
|