რამდენია სახელმწიფო ბაჟის მაქსიმალური ოდენობა?
სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს ფიზიკური პირისათვის 3000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისათვის - 5000 ლარს.
სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს ფიზიკური პირისათვის 5000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისათვის – 7000 ლარს.
სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს ფიზიკური პირისათვის 6000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისათვის – 8 000 ლარს.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილი]
როგორ განვახორციელო მტკიცებულებათა უზრუნველყოფა?
განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით. აღნიშნული განცხადების ზეპირი ფორმით წარდგენა დასაშვებია საქმის განხილვის დროს. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ ზეპირი განცხადებით აღძრული შუამდგომლობა შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლი]
შემიძლია თუ არა საქმესთან დაკავშირებით წარდგენილი საბუთების დედანის უკან მიღება?
წარმოდგენილი საბუთების დედნები ინახება საქმეში. მხარეს შეუძლია მოითხოვოს მათი უკან დაბრუნება. ასეთ დროს საქმეში რჩება მოსამართლის მიერ შემოწმებული დედანი საბუთების ასლები.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 139-ე მუხლი]
სამოქალაქო საქმეზე ვარ მოწმე. მაინტერესებს, დამეკისრება თუ არა რაიმე სახის პასუხისგებლობა სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის გამო?
მოწმედ დაბარებული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში და მისცეს სწორი ჩვენება. მოწმის სასამართლოში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი დაჯარიმდება 50 ლარით. სასამართლომ შეიძლება დაადგინოს მოწმის იძულებითი მოყვანა.
ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან განზრახ არასწორი ჩვენების მიცემისათვის მოწმეს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 145-ე მუხლი]
შეიძლება თუ არა სააპელაციო სასამართლოში წარვადგინო ახალი მტკიცებულებები?
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები, თუ
1. მათ მნიშვნელობა აქვს საქმისთვის;
2. მხარეს საპატიო მიზეზის გამო არ შეეძლო წარედგინა ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე და 381-ე მუხლები]
თუ მოსარჩელე იმყოფება საავადმყოფოში, შეუძლია თუ არა მას მოითხოვოს საქმის წარმოების შეჩერება? რამდენი ხნით არის ეს დასაშვები?
მხარეს, რომელიც იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში ან ავად არის, რის გამოც საშუალება არა აქვს გამოცხადდეს სასამართლოში და ეს დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ცნობით, შეუძლია მიმართოს სასამართლოს საქმის წარმოების შეჩერების განცხადებით.
ამ საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია არა უმეტეს 2 თვის ვადით. ამ ვადის გასვლისთანავე მხარე ვალდებულია დანიშნოს წარმომადგენელი, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია განაახლოს საქმის განხილვა.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 280-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი და 281-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტი]
მაინტერესებს, თუ რა შემთხვევაში ინიშნება მოსამზადებელი სხდომა?
თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მოსამართლე უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა ან მხარეებთან სატელეფონო გასაუბრება ან ვიდეოკონფერენცია, რის შესახებაც განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობებათ მხარეებს. მოსამართლესთან სატელეფონო გასაუბრება ან ვიდეოკონფერენცია ხორციელდება სატელეფონო ხაზზე მხარეების ან მათი წარმომადგენლების ერთდროულად ჩართვით და ფიქსირდება ოქმის სახით. თუ მხარეები კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული არიან სატელეფონო გასაუბრების ან ვიდეოკონფერენციის შესახებ და ვერ ხერხდება ერთ-ერთ მხარესთან ან მის წარმომადგენელთან დაკავშირება, სასამართლო უფლებამოსილია გაესაუბროს მხოლოდ მეორე მხარეს ან მის წარმომადგენელს.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის 1-ლი ნაწილი]
რა დროს უნდა მორიგდნენ მხარეები, რომ მხარეები ბაჟის გადახდისაგან სრულად განთავისუფლდნენ?
თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-2 ნაწილები]
რა ვადაში მივიღებ სასამართლოსაგან დაუსწრებელ გადაწყვეტილებას?
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან 5 დღის განმავლობაში ეგზავნება მხარეს.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 235-ე მუხლი]
რა შედეგი დგება მოპასუხის პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში?
მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, თუმცა სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლი და 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი]
რა შედეგი დგება, თუ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე?
თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი]
რას წარმოადგენს საქმეთა მართვის პროგრამა (CMP) და რა უპირატესობას მანიჭებს მისი გამოყენება?
საქმეთა მართვის პროგრამა (CMP) მოქმედებს თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში. პროგრამა საშუალებას გაძლევთ თქვენს საქმესთან დაკავშირებით მიიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია. მათ შორის, პროგრამაში მოცემულია საქმის საპროცესო ისტორია, პირველი, მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოებს გადაწყვეტილებები, შუალედური მნიშვნელობის განჩინებები, საქმის მასალები და მრავალი სხვ. ამასთან, პროგრამა ყოველდღიურად ახლდება და ფაქტიურად დროის რეალურ რეჟიმში ასახავს თქვენი საქმის მონაცემებს.
შესაძლებელია თუ არა საქმის საძიებო პროგრამის კოდის და სახელის მიცემა ვირტუალურად ან ტელეფონით?
პროგრამაში კონკრეტულ საქმეზე დაცული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ შესაბამისი საქმის მხარეებისათვის.
სატელეფონო ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებით შეუძლებელია პიროვნების ზუსტი იდენტიფიცირება. შესაბამისად, ამ საშუალებებით პროგრამაში შესასვლელი სახელი და პაროლი არ გაიცემა.
როგორ გადმოვიწერო სასამართლო ფორმები ?
წარმოდგენილი ინსტრუქცია აღწერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებ-გვერდიდან (http://tbappeal.court.ge/?lan=geo&cat=11) ფორმების გადმოწერის წესს:
სასურველი სასამართლო ფორმის სახელწოდების ქვემოთ მოცემულია
,,მიმაგრებული ფაილის გადმოწერა’’. მასზე დაჭერისას გამოდის ფანჯარა, რომელიც გაძლევთ არჩევის საშუალებას გასხნათ (Open), ან დაიმახსოვროთ (Save) ფაილი, ან გააუქმოთ მოქმედება (Cancel). აირჩიეთ დამახსოვრება (Save), მონიშნეთ „Desktop“-ი და კვლავ დააჭირეთ დამახსოვრებას (Save). მიმაგრებული ფაილი უკვე თქვენს კომპიუტერში, თქვენს სამუშაო დაფაზე (Desktop-ზე) არის განთავსებული.
მიმაგრებული ფაილში ,,დაარქივებულია" (გაერთიანებულია) სამი დოკუმენტი, ესენია:
1. ელექტრონულად შესავსები ფორმა;
2. ხელით შესავსები ფორმა; და
3. ელექტრონულად და ხელით შესავსები ფორმების შენიშვნები.
დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, ჩამონათვალიდან აირჩიეთ „Extract to the specified folder Alt+E“, ახლადგამოჩენილ ფანჯარაში მონიშნეთ „Dextop“-ი და დააჭირეთ „OK“-ის. ,,ამოარქივება” ამით დასრულდა.
ამოარქივების დასრულების შემდეგ შეგიძლიათ შეუზღუდავად ისარგებლოთ სამივე Word-ის დოკუმენტით.
სასამართლო ფორმები ყველა ინსტანციისათვის ერთი და იგივეა?
სასამართლო ფორმები განსხვავდება სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების, ასევე, სასამართლოს ინსტანციების მიხედვით.
სად შეიძლება მოვიძიო სასამართლო ფორმები?
სასამართლო ფორმები შეიძლება გადმოიწეროთ შემდეგ ბმულებიდან:
http://hcoj.gov.ge/ge/common-courts/sasamartlo-formebi
http://www.supremecourt.ge/form-of-court/
http://tbappeal.court.ge/?lan=geo&cat=11
რა სასამართლო ფორმები არსებობს ?
სასამართლო სისტემაში გამოიყენება შემდეგი ფორმები:
ა.სასამართლო ფორმები სამოქალაქო საქმეზე:
სარჩელის ფორმა
შესაგებლის ფორმა
სააპელაციო საჩივარის ფორმა
სააპელაციო შესაგებლის ფორმა
საკასაციო საჩივრის ფორმა
საკასაციო შესაგებლის ფორმა
ბ. სასამართლო ფორმები ადმინისტრაციულ საქმეზე:
სარჩელის ფორმა
შესაგებლის ფორმა
სააპელაციო საჩივარის ფორმა
სააპელაციო შესაგებლის ფორმა
საკასაციო საჩივრის ფორმა
საკასაციო შესაგებლის ფორმა
ელექტრონული ფოსტით საჩივრის შეტანისას წყდება თუ არა გასაჩივრების ვადის დინება?
ელექტრონული ფოსტით საჩივრის წარმოდგენა არ წყვეტს გასაჩივრების ვადის დენას.
ელექტრონული ფოსტით საჩივრის შემოტანას არ გააჩნია იურიდიული შედეგი.
საჩივრის წარმოსადგენად აუცილებელია შემოიტანოთ იგი სასამართლოს კანცელარიაში ან გამოაგზავნოთ ფოსტის მეშვეობით
აუცილებელია თუ არა სარჩელის შევსებისას მისი ელექტრონული ფოსტით გამოგზავნა და რა მიზანს ისახავს იგი?
სარჩელის ელექტრონული ფორმით გამოგზავნა არ არის აუცილებელი.
ამგვარი ფორმით სარჩელის გაგზავნას არ გააჩნია იურიდიული შედეგი, თუმცა სასამართლოს ეხმარება საქმის უფრო სწრაფ და ეფექტურ განხილვაში.
სასამართლოში რომელი საქმეები განიხილება უდავო წარმოების წესით?
უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს:
ა) იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ;
ბ)მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ;
გ) მოქალაქის ქმედუუნაროდ და შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების შესახებ;
დ)დაკარგულ საწარმდგენლო ფასიან ქაღალდსა და საორდერო ფასიან ქაღალდზე უფლების აღდგენის შესახებ (გამოწვევითი წარმოება);
ე) ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ;
ზ) შვილად აყვანის შესახებ;
თ) ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ.
[საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 310-ე მუხლი].
როგორ ხდება დისტანციურად ახსნა-განმარტების მიღება?
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მხარისაგან დისტანციური ახსნა-განმარტების მიღება შეიძლება სატელეფონო გასაუბრების ან ვიდეოკონფერენციის გამოყენებით სხვა სასამართლოდან ან ადმინისტრაციული ორგანოდან ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოების მეშვეობით, თუ შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება დაკითხვის ადგილას შესაბამისი ორგანოს მიერ.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი]
დათვალიერებასთან დაკავშირებით სასამართლო ხარჯების დაფარვა როგორ ხდება?
თუ დათვალიერება დაკავშირებულია ხარჯებთან, მხარემ, რომელიც შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე დათვალიერების შესახებ, წინასწარ უნდა შეიტანოს შესაბამისი თანხა. თუ ადგილზე დათვალიერება სასამართლოს ინიციატივით ხდება, ეს ხარჯები ორივე მხარემ უნდა დაფაროს.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლი].
გადაწყვეტილება კერძო საჩივრის თაობაზე რამდენ ხანში გამოაქვს სასამართლოს?
კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება">განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის 1-ლი ნაწილი].
არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოში მიმართვის შემთხვევაში რამდენს შეადგენს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა?
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარზე და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მხარისათვის მიკუთვნებული ნივთის (თანხის) ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ხოლო თუ ნივთის ღირებულების დადგენა შეუძლებელია – 300 ლარს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა2“ ქვეპუნქტი]
პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა როგორ განისაზღვრება?
კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის სხვადასხვა ოდენობებსა და გამოთვლის წესს. იმისათვის, რომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა მარტივად გამოთვალოთ სასურველია ისარგებლეთ სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამით (http://www.library.court.ge/fee/index.php).
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების შემთხვევაში არის თუ არა საჭირო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდა?
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადების წარმოსადგენად საჭირო არ არის სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების შემთხვევაში არის თუ არა აუცილებლობა იმისა, რომ მხარის პოზიცია დასაბუთებულ იქნეს კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის საფუძველზე?
სამოქალაქო პროცესში მოქმედებს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარე დამოუკიდებლად განსაზღვრავს რა გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითებით დაამტკიცებს მისი მოთხოვნის მართებულებას. თუმცა, რა თქმა უნდა, სათანადო მტკიცებულებებზე მითითება ამყარებს თქვენს მოთხოვნას და მისი დაკმაყოფილების მეტ პერსპექტივას წარმოშობს.
გადაწყვეტილების სრულყოფილად დაწერის ბოლო ვადას რა წარმოადგენს?
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის განმავლობაში, სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილება">გადაწყვეტილებას მხარეებისათვის გადასაცემად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემთხვევაში აღნიშნული ვადა განისაზღვრება 1 თვით.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლი მე-2 და მე-3 ნაწილები]
სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად პირდაპირ გადაეცემა სააღსრულებო ბიუროს, თუ მხარის მოთხოვნის საფუძველზე?
სააღსრულებო ფურცელი ამოიწერება და გადაეცემა მხარეს მისი განცხადების საფუძველზე.
მხარე თავად უზრუნველყოფს სააღსრულებო ფურცლის წარდგენას სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარისთვის დაკისრებული თანხის ანაზღაურების მოთხოვნა რა წესით უნდა მოხდეს?
სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო (http://nbe.gov.ge/).
სასამართლო გასცემს სააღსრულებო ფურცელს,რომელიც აუცილებელია წარადგინოთ ბიუროში.
სააღსრულებო ფურცლის ასაღებად განცხადებით მიმართეთ იმ სასამართლოს, რომელმაც მოპასუხეს თანხის გადახდა დააკისრა.
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების და სააღსრულებლო ფურცლის აღებისთვის არსებობს თუ არა კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა?
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობა">ხანდაზმულობას ექვემდებარება.
[სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის 1-ლი ნაწილი]
საჯარო შეტყობინების მოთხოვნით მხარე სასამართლოს განცხადებით მიმართავს? განცხადებას რა უნდა დაერთოს?
დიახ, მოთხოვნა საჯარო შეტყობინების გავრცელების შესახებ აუცილებლია, წარმოადგინოთ განცხადების ფორმით.
თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს განჩინება">განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯარო გავრცელების შესახებ. შესაბამისად, თუ თქვენ გამოდიხართ საჯარო შეტყობინების განხორციელების ინიციატორად, აუცილებელია განცხადებით ან/და მასზე თანდართული საბუთებით ამტკიცოთ, რომ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილი]
სარჩელის ელექტრონული ფორმით გაგზავნისას, გააჩნია თუ არა მას იურიდული ძალა?
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად:„სარჩელს ხელს აწერს მოსარჩელე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.“ამავე კოდექსის 183-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს კანცელარია არ არეგისტრირებს სარჩელს, თუ იგი არ არის ხელმოწერილი.
რამდენად არის შესაძლებელი არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში?
მხარეებს შეუძლიათ გაასაჩივრონ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება და მოითხოვონ მისი გაუქმება. ამ კატეგორიის საქმეებს იხილავენ თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მე-13 პრიმა მუხლის ”ზ” ქვეპუნქტი].
ვის შეუძლია სააპელაციო სასამართლოებში მოქმედ საქმეთა მართვის პროგრამაში (CMP) საქმის შესახებ ინფრომაციის მოძიება? როგორ გავიგო ამ პროგრამაში შესასვლელი სახელი და კოდი?
მხარეს ან მხარის წარმომადგენელს შეუძლია მობრძანდეს სასამართლოში მისაღებში და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე მიიღოს პროგრამაში მის საქმეზე შესასვლელი სახელი და კოდი.
ბაჟის ქვითარში არ არის დაკონკრეტებული რომელ საქმესთან დაკავშირებით მოხდა გადახდა, ხარვეზად ჩათვლის სასამართლო?
სახელმწიფო ბაჟის გადახდის დანიშნულებაში სასურველი მიეთითოს საქმის ნომერი, თუმცა აღნიშნული რეკომენდაციის დარღვევა არ წარმოადგენს ხარვეზის დადგენის საფუძველს.
განცხადების დაწერის შემთხვევაში რამდენ ხანში გადმომეცემა გადაწყვეტილების ასლი?
სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი გადმოგეცემათ შესაბამისი განცხადების შემოტანიდან არა უგვიანეს 3 დღისა. გადაწყვეტილების ასლებს ხელს აწერს სასამართლოს კანცელარიის მდივანი და უსვამს სასამართლოს ბეჭედს
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლი].
რითი დასტურდება წარმომადგენელის უფლებამოსილება?
წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქეთა მიერ გაცემული მინდობილობები უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მუშაობს ან სწავლობს მარწმუნებელი, სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობას სამხედრო მოსამსახურე გასცემს. პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირის მიერ გაცემულ მინდობილობას დაამოწმებს შესაბამისი პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილი]
სააპელაციო შესაგებლის წარდგენის ბოლო ვადის გასვლის დღეს ფოსტით გაგზავნილი წერილი ჩაითვლება თუ არა ვადაში გაგზავნილად?
საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის 24 საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლი].
ვინ შეიძლება იყოს მხარის წარმომადგენელი სასამართლოში?
სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ:
ა) ადვოკატები;
ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლები – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე;
გ) ერთ-ერთი თანამონაწილე – დანარჩენ თანამონაწილეთა დავალებით;
დ) სხვა ქმედუნარიანი პირები – მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის 1-ლი ნაწილი]
არის თუ არა განსაზღვრული საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებისათვის დავის საგანთან მიმართებაში მინიმალური თანხა?
საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება ან განჩინება">განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილი]
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, რომლის თანახმად ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ უზენაესი სასამართლო უცვლელად დატოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, როდის შეუძლია მხარეს, სააპელაციოს სასამართლოდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებიდან გამომდინარე სააღსრულებლო ფურცლის მიღება?
თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ არა სააპელაციო სასამართლოს, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოს და მისგან მოითხოვოთ სააღსრულებო ფურცლის გაცემა. მას შემდეგ რაც უზენაესი სასამართლოდან მოხდება სააპელაციო სასამართლოსთვის საქმის დაბრუნება, სააპელაციო სასამართლო გადააგზავნის მას პირველი ინსტანციის სასამართლოში და შეგეძლებათ განცხადების საფუძველზე მოითხოვოთ პირველი ინსტანციის სასამართლოსგან სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
როგორ მოვიპოვო საჯარო ინფორმაცია სასამართლოდან ?
საჯარო ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ განცხადებით მიმართოთ სასამართლოს კანცელარიას. გარდა ამისა, საქართველოს სასამართლოების სისტემაში მოქმედებს საჯარო ინფორმაციის პროგრამა (http://service.court.ge/public/). პროგრამაში თქვენ შეგიძლიათ ელექტრონულად (დასკანერებული ფორმით) გამოაგზავნოთ განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით.
სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების რამდენი ასლის წარდგენაა სასამართლოში აუცილებელი?
სასამართლოს აუცილებელია წარედგინოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მე- 31 ნაწილი]
რომელ ბანკში შეიძლება გადავიხადო სახელწიფო ბაჟი?
სახელმწიფო ბაჟის გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერ ბანკში.
რა წარმოადგენს გადაწყვეტილების სრულყოფილად დაწერის ბოლო ვადას?
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილება">გადაწყვეტილებას მხარეებისათვის გადასაცემად. საკასაციო სასამართლოს შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეადგენს 1 თვეს.
სარჩელის განუხილველად დატოვებული შემთხვევაში, მაქვს თუ არა უფლება მივმართო სასამართლოს განმეორებით?
დიახ, იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლი]
არ ვიცი მოწინააღმდეგე მხარი პირადი ნომერი. აუცილებელია თუ არა სარჩელის შევსებისას სასამართლო ფორმაში მივუთითო იგი?
სარჩელში მოპასუხის პირადი ნომრის მითითება რეკომენდირებულია, თუმცა არ არის სავალდებულო.
სახელმწიფო ბაჟის გადახდა სასამართლოში არის თუ არა შესაძლებელი?
სახელმწიფო ბაჟის გადახდა აუცილებელია განხორციელდეს რომელიმე ბანკის მეშვეობით.
სამოქალაქო საქმეზე ხარვეზის შევსების ბოლო დღე ემთხვევა კვირას და როგორ მოვიქცე?
თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილი].
როგორ უნდა მოიქცეს მხარე სასამართლო სხდომის ოქმის ასლის მისაღებად?
სასამართლო სხდომის ოქმის ასლის მიღების მოთხოვნით შეგიძლიათ ჩააბაროთ განცხადება სასამართლოს კანცელარიაში.
მხარეებს დადებული გვაქვს ხელშეკრულება, რომ დავის არსებობის შემთხვევაში დავა გადაეცეს გადასაწყვეტად არბიტრაჟს, შესაძლებელია თუ არა ამის მიუხედავად მივმართოთ სასამართლოს?
პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება განსახილველად გადაეცეს არბიტრაჟს
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლი].
მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს თუ მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად გადაეცეს არბიტრაჟს
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის].
გასაჩივრების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა რომელი მხარის ვალდებულებაა?
სახელმწიფო ბაჟს იხდის ის პირი, ვინც ითხოვს მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვას.
განქორწინებასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში რას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა?
არაქონებრივი დავაზე (მაგ. განქორწინება) სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველ ინსტანციის სასამართლოში შეადგენს 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში შესაბამისად - 150 და 300 ლარს.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი]
რამდენია სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ვადა
სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლო ამოწმებს მის დასაშვებობას. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება">განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება">განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის 1-ლი ნაწილი].
არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ცნობისა და სააღსრულებლო ფურცლის გაცემის შესახებ მოთხოვნის დაყენებისას, განცხადებისათვის არის თუ არა დადგენილი რაიმე სპეციალური ფორმა?
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადება შეგიძლიათ წარმოადგინოთ ჩვეულებრივი განცხადების სახით, სპეციალური ფორმა არ არის დადგენილი.
სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში, რამდენს შეადგენს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა?
სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წარმოადგენს 50 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი]
რა ტიპის განჩინებები და რამდენ ხანში ეგზავნებათ მხარეებს სამოქალაქო საქმეებზე?
მხარეებს, რომლებიც არ ესწრებიან განჩინების გამოცხადებას, ეგზავნებათ განჩინების ასლები საქმის წარმოების შეწყვეტის, სარჩელის განუხილველად დატოვებისა თუ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლი]
რა ვადაში ხდება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვა?
სასამართლო განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განიხილავს მისი შემოტანიდან ერთი დღის ვადაში, მოპასუხისთვის შეტყობინების გარეშე
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლი]
სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისთვის აუცილებელია მხარემ ადვოკატი აიყვანოს, თუ შეუძლია საკუთარი ინტერესების დამოუკიდებლად დაცვა?
ადვოკატის აყვანა სავალდებულო არ არის, მხარეს შესაძლებლობა აქვს საკუთარი თავი თვითონვე წარმოადგინოს.
რამდენ ხანში იგზავნება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი?
მხარეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება მისი გამოტანიდან 5 დღის განმავლობაში
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 235-ე მუხლი].
დაინტერესებულ პირს, რომელიც საქმეში მხარეს არ წარმოადგენს, აქვს თუ არა უფლება გაეცნოს საქმის მასალებს?
საქმის მასალების ხელმისაწვდომია მხოლოდ შესაბამისი საქმის მხარეებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლებისათვის.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის 1-ლი ნაწილი]
რომელ სასამართლოში უნდა შევიტანო კერძო საჩივარი?
კერძო საჩივარი აუცილებელია შეიტანოთ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე მუხლი].
არის თუ არა კერძო საჩივრისათვის დადგენილი სპეციალური სასამართლო ფორმა?
საჩივრისათვის არ არის დადგენილი სპეციალური ფორმა, თუმცა იგი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, რომლის თანახმად იგი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით.
სასამართლო ფორმებს კომპიუტერი ლათინური ასოებით მიხსნის, ვერ გამოვასწორე ხარვეზი, როგორ მოვიქცე? როგორ დავაყენო სასამართლოს ფორმებში მოცემული ფონტები კომპიუტერზე?
სასამართლო ფორმებში გამოყენებულია შემდეგი ფონტები: LitNusx-ი, LitMtavr-ი და Times New Roman-ი.
საჭირო ქართული ფრონტები შეგიძლიათ გადმოიწეროთ შემდეგი ბმულიდან:
http://tbappeal.court.ge/?lan=geo&cat=14&sub=134&rec=724
თქვენს კომპიუტერზე ფონტების დასაყენებლად (1) შედით Control Panel-ში, (2) გახსენით საქაღალდე Fonts (3), ჩააკოპირეთ გადმოწერილი ფონტები ამ საქაღალდეში.
ვის შეიძლება მივმართო უფასო იურიდიული კონსულტაციის გასაწევად?
უფასო იურიდიულ კონსულტაციასთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგი ბმული http://www.tbappeal.court.ge/?lan=geo&cat=14⊂=183 და გადმოიწერეთ მიმაგრებული ფაილი, რომელშიც მოცემულია უფასო იურიდიულ ბიუროთა საკონტაქტო მონაცემები ან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდის სასარგებლო ინფორმაციის გრაფაში იხილეთ უფასო კონსულტაციის განყოფილება
რა ფონტები გამოიყენება სასამართლოს ფორმების ელექტრონული წესით შევსებისას?
LitNusx, LitMtavr და Times New Roman
ზემოაღნიშნული ფონტების გადმოწერა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: http://www.tbappeal.court.ge/lan=geo&cat=14⊂=134&rec=724 ან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდის სასარგებლო ინფორმაციის გრაფაში იხილეთ კომპიუტერული დახმარების განყოფილება
რომელ ანგარიშზე უნდა გადავიხადო სახელმწიფო ბაჟი?
სახელმწიფო ბაჟი აუცილებელია გადარიცხოთ სახელმწიფო ბიუჯეტში, ხაზინის ერთიან ანგარიშზე.
ბანკის დასახელება: ქ.თბილისი, "სახელმწიფო ხაზინა"
ბანკის კოდი: TRESGE22
ანგარიშის № 200122900
თვითმმართველი ერთეულის დასახელება სახაზინო კოდი
თბილისი 3 0077 3150
რუსთავი 3 0006 3150
დმანისი 3 0007 3150
თეთრიწყარო 3 0008 3150
ბოლნისი 3 0009 3150
მარნეული 3 0010 3150
გარდაბანი 3 0011 3150
წალკა 3 0012 3150
მცხეთა 3 0013 3150
თიანეთი 3 0014 3150
დუშეთი 3 0015 3150
ყაზბეგი 3 0016 3150
ახალგორი 3 0017 3150
ქუთაისი 3 0018 3150
ზესტაფონი 3 0019 3150
თერჯოლა 3 0020 3150
სამტრედია 3 0021 3150
საჩხერე 3 0022 3150
ვანი 3 0023 3150
ბაღდათი 3 0024 3150
წყალტუბო 3 0025 3150
ჭიათურა 3 0026 3150
ტყიბული 3 0027 3150
ხარაგაული 3 0028 3150
ხონი 3 0029 3150
ამბროლაური 3 0030 3150
ლენტეხი 3 0031 3150
ონი 3 0032 3150
ცაგერი 3 0033 3150
ზუგდიდი 3 0034 3150
მარტვილი 3 0035 3150
აბაშა 3 0036 3150
სენაკი 3 0037 3150
ჩხოროწყუ 3 0038 3150
წალენჯიხა 3 0039 3150
ხობი 3 0040 3150
მესტია 3 0041 3150
ფოთი 3 0042 3150
გორი 3 0043 3150
კასპი 3 0044 3150
ქარელი 3 0045 3150
ხაშური 3 0046 3150
თიღვი 3 0047 3150
ერედვი 3 0048 3150
ქურთა 3 0049 3150
გურჯაანი 3 0050 3150
თელავი 3 0051 3150
სიღნაღი 3 0052 3150
დედოფლისწყარო 3 0053 3150
ახმეტა 3 0054 3150
საგარეჯო 3 0055 3150
ყვარელი 3 0056 3150
ლაგოდეხი 3 0057 3150
ახალციხე 3 0058 3150
ასპინძა 3 0059 3150
ახალქალაქი 3 0060 3150
ადიგენი 3 0061 3150
ბორჯომი 3 0062 3150
ნინოწმინდა 3 0063 3150
ლანჩხუთი 3 0064 3150
ჩოხატაური 3 0065 3150
ოზურგეთი 3 0066 3150
სოხუმი 3 0067 3150
გალი 3 0068 3150
ბათუმი 3 0069 3150
ქედა 3 0070 3150
ქობულეთი 3 0071 3150
ხულო 3 0072 3150
ხელვაჩაური 3 0073 3150
შუახევი 3 0074 3150
აჭარა 3 0075 3150
შესაძლებელია თუ არა სასამართლოს შენობაში ქსეროასლის გადაღება?
სასამართლოების უმეტესობა გთავაზობთ ქსეროასლის გადაღების სერვისს.
სასამართლოს შენობაში ქსეროასლის გადაღების მოსაკრებელი შეადგენს 0.05 ლარს.
[საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი]
რამდენ ეგზემპლარად უნდა იყოს წარდგენილი სარჩელი?
სასამართლოს აუცილებელია წარედგინოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მე-31 ნაწილი]
შეიძლება თუ არა განცხადება კანცელარიაში ჩააბაროს სხვა პირმა, გარდა განცხადების ავტორისა?
დიახ, სასამართლოს კანცელარიაში განცხადების ჩაბარება შეუძლია ნებისმიერ პირს, მხოლოდ იგი ხელმოწერილი უნდა იყოს მხარის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.
შემიძლია თუ არა განცხადების ხელით შევსება?
დიახ, შეგიძლიათ განცხადების ტექსტი ჩამოაყალიბოთ ხელნაწერის სახით.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ანალოგიით)]
როგორ შეიძლება უკვე ჩაბარებულ სარჩელზე დამატებითი დოკუმენტების დართვა?
საქმეზე დამატებით დოკუმენტების დასართავად მიმართეთ სასამართლოს განცხადებით და დაურთეთ განცხადებას ის საბუთები, რომელთა საქმეზე დართვასაც ითხოვთ.
მოქალაქეს შემოტანილი აქვს სარჩელი განქორწინების თაობაზე, რომელზეც ვერ დაურთო ცნობა მეუღლის სამუშაო ადგილიდან, ვინაიდან შესაბამისმა დაწესებულებამ უარი განაცხადა ცნობის გაცემაზე, შეუძლია თუ არა მოსამართლეს გამოითხოვოს ამგვარი ინფორმაცია?
თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილი]
როგორ შეიძლება მივიღო სხდომის ოქმის ასლი?
ოქმს ადგენს მდივანი უშუალოდ სასამართლოს სხდომაზე ან სხდომის გარეშე ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დროს.
ოქმი მომზადებული და ხელმოწერილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 3 დღისა სხდომის დამთავრების ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ.
მხარეს ან მის წარმომადგენელს შეუძლია განცხადებით მოითხოვოს სხდომის ოქმის ასლის გადაცემა.
რა შედეგი დგება მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობისას?
თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება">განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. მოსარჩელის განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილება">გადაწყვეტილებას.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლი].
რა შედეგი დგება, თუ სხდომაზე არ გამოცხადდა ორივე მხარე?
თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, სასამართლო გამოიტანს განჩინება">განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლი].
როგორ შეიძლება გავასაჩივრო მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიება?
მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრება არ დაიშვება. მტკიცებულებათა უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ განჩინება">განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლი].
შეიძლება თუ არა სასამართლოში განცხადების ასლის შემოტანა?
სასამართლოში წარმოდგენილ უნდა იქნას დედანი განცხადება.
განცხადების ასლის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ნამდვილობა დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ.
[სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მე-5 ნაწილი (ანალოგიით)]
სად შეიტანება კერძო საჩივარი? რომელი სასამართლო იხილავს და რა ვადაში? როგორია მისი განხილვის წესი?
კერძო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს იმ
სასამართლოში, რომელმაც მიიღო გასაჩივრებული
განჩინება">განჩინება.
კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ
ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
იგი იწყება მხარისათვის განჩინების
გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის
სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან,
თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა
კერძო საჩივრის შეტანის უფლების
მქონე პირი.
კერძო საჩივარს იხილავს გასაჩივრებული
განჩინების გამომტანი სასამართლოს
ზემდგომი სასამართლო, რომელსაც კერძო
საჩივარი გადაეგზავნება საქმესთან ერთად.
ზემდგომი სასამართლო გამოიტანს განჩინება">განჩინებას
კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში.
განჩინება">განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი
განხილვის გარეშე, მაგრამ სასამართლოს
შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის
ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს
უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას.
ასეთ შემთხვევაში მოსამართლე უფლებამოსილია,
განჩინება">განჩინება გამოიტანოს სათათბირო
ოთახში გაუსვლელად.
ვის შეიძლება მივმართო გადაწყვეტილების განმარტების შესახებ?
გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს
უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის
განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების
ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს
გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება სარეზოლუციო
ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო
ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
განცხადების შეტანა გადაწყვეტილების
განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ
გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული
და თუ არ გასულა ვადა, რომლის
განმავლობაშიც გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება
აღსრულდეს.
როგორ ხდება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დადგენა? ვის უნდა მივმართო და რა ფორმით?
იურიდიული მნიშვნელობის ფაქტები ისეთი
ფაქტებია, რომლებზეც დამოკიდებულია
მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან
ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა
ან მოსპობა.
იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის
დადგენის შესახებ პირმა უნდა მიმართოს
სასამართლოს განცხადებით თავისი საცხოვრებელი
ადგილის მიხედვით. განცხადებაში
უნდა აღნიშნოს, თუ რა მიზნისათვის
სჭირდება მას ამ ფაქტის დადგენა, ამასთან,
განმცხადებელმა აუცილებლად უნდა
გაითვალისწინოს, რომ სასამართლო იურიდიული
მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს
მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი
საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული
საბუთების აღდგენის შეუძლებლობის
შემთხვევაში, რის გამოც განცხადებას თან
უნდა დაერთოს აღნიშნულის დამადასტურებელი
მტკიცებულებანი.
იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის
დადგენისას სასამართლო განიხილავს მხოლოდ
ისეთ საქმეებს, როგორიცაა: პირთა
ნათესაური კავშირის დადგენა, პირის კმაყოფაზე
ყოფნის ფაქტის დადგენა, შვილად
აყვანა, ქორწინებისა და განქორწინების
ფაქტის დადგენა, უფლების დამდგენი საბუგანიხილება
დაჩქარებული წესით.თის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის
დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის
სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული,
არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების
მოწმობაში აღნიშნულ სახელს,მამის
სახელს ან გვარს.
განცხადება იურიდიული მნიშვნელობის
მქონე ფაქტის დადგენის შესახებ მაგისტრატ
მოსამართლეთა განსჯადია
ვინ თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან?
საერთო სასამართლოებში განსახილველ
საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
თავისუფლდებიან:
ა) ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის
გადახდევინების შესახებ და სხვა
მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების
თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს
შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან;
ბ) მოსარჩელენი – სარჩელებზე, რომლებიც
გამომდინარეობს საავტორო, აგრეთვე
აღმოჩენის, გამოგონების, რაციონალიზატორული
წინადადებებისა და
სამრეწველო ნიმუშების უფლებებიდან;
გ) მოსარჩელენი–სარჩელებზე ალიმენტების
გადახდევინების შესახებ;
დ) ფიზიკური და იურიდიული პირები–
მათზე იმ დოკუმენტების გაცემისათვის,
რომლებიც დაკავშირებულია სისხლის
სამართლისა და ალიმენტის საქმეებთან;
ე) მოსარჩელენი–სარჩელებზე ზიანის ანაზღაურების
შესახებ, რომელიც მიყენებულია
დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის
სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის
სიკვდილით;
ვ) ფიზიკური პირები–სისხლის სამართლის
საქმეებთან დაკავშირებულ საკასაციო
საჩივრებზე დანაშაულის შედეგად მიყენებული
მატერიალური ზარალის ამოღების
სისწორის შესახებ;
ზ) სოციალური დაზღვევის ორგანოები და
სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები
რეგრესულ სარჩელებზე ზიანის
მიმყენებლის მიერ დაზარალებულზე
24
29
გაცემული დახმარების ან პენსიის გადახდევინების
შესახებ, ხოლო სოციალური
უზრუნველყოფის ორგანოები – აგრეთვე
სარჩელებზე არასწორად მიღებული
დახმარებებისა და პენსიების შესახებ;
თ) მოსარჩელე – დანაშაულით მიყენებული
მატერიალური ზარალის ანაზღაურების
შესახებ სარჩელზე;
ი) მხარეები–საკასაციო საჩივრებზე
განქორწინების საქმეების შეწყვეტის
შესახებ;
კ) შინაგან საქმეთა ორგანოები, როგორც
მოსარჩელეები–სარჩელებზე იმ პირების
ძებნასთან დაკავშირებული ხარჯების
ანაზღაურების შესახებ, რომლებიც თავს
არიდებენ ალიმენტებისა და სხვა მსგავსი
თანხების გადახდას;
ლ) სახელმწიფო საფინანსოსაკრედიტო,
საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი
ორგანოები, როგორც
მოსარჩელეები ან მოპასუხეები სარჩელებზე
გადასახადების, მოსაკრებლების,
სახელმწიფო ბაჟისა და სხვა
აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში
გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების
დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული
წარმოების საქმეებზე;
მ) ინვალიდები, ინვალიდთა საზოგადოებრივი
ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები,
სასწავლოსაწარმოო
ორგანიზაციები
და გაერთიანებები–ყველა
სარჩელზე;
ნ) მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით
რეგისტრირებული არიან სოციალურად
დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან
ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას,
რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით;
ო) მოსარჩელენი–სარჩელებზე ისტორიული,
მხატვრული და სხვა ფასეულობის
უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის
შესახებ;
პ) მხარეები–სარჩელებზე მატერიალური
ზარალის ანაზღაურების შესახებ,
რომელიც მიყენებულია ფიზიკური პირის
უკანონოდ გასამართლების, მისი სისხლის
სამართლის პასუხისგებაში უკანონ30
ოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების
სახით უკანონოდ დაპატიმრების ან
დაპატიმრების სახით ადმინისტრაციული
სახდელის უკანონოდ დადების შედეგად;
ჟ) იძულებით გადაადგილებული პირები
და ლტოლვილები–საჩივრებზე მათი
იძულებით გადაადგილებულ პირად და
ლტოლვილად არცნობის შესახებ;
რ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტრო,
როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე–სარჩელებზე
გარემოს გაჭუჭყიანებისა და
გარემოს დაცვის კანონმდებლობის სხვა
დარღვევების შედეგად სახელმწიფოსათვის
მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად
ბიუჯეტში თანხების გადახდევინების
შესახებ;
ს) ვეტერანები, რომლებმაც „ომისა და
შეიარაღებული ძალების ვეტერანების
შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა
დასაცავად მიმართეს სასამართლოს;
ტ) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა
და ვაჭრობის სამინისტრო –
სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან
დაკავშირებულ სადავო საკითხებზე;
უ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო,
როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე
– სარჩელზე მიწის დაცვის წესების
შეუსრულებლობისა და მიწის კანონმდებლობის
სხვა დარღვევების შედეგად
სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის
ასანაზღაურებლად ბიუჯეტში თანხების
გადახდევინების შესახებ;
ფ) დაწესებულებები (ორგანიზაციები),
რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ
სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა
საქმეზე;
ქ) არქიტექტურულსამშენებლო
ინსპექციები,
როგორც მოსარჩელეები ან
მოპასუხეები, საქართველოს კანონმდებლობით
მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ
საკითხებზე;
ღ) მშობელი ან სრულწლოვანი">არასრულწლოვანის კანონიერი
წარმომადგენელი, როგორც მოსარჩლე
– სარჩელზე არასრულწლოვნის
უფლებების დარღვევის ან მისთვის
31
მიყენებული ქონებრივი თუ მორალური
ზიანის ანაზღაურების თაობაზე;
ყ) საქართველოს ეროვნული ბანკი – ყველა
სარჩელზე;
შ) ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული
ბანკები და არასაბანკო სადეპოზიტო
დაწესებულებებისაკრედიტო
კავშირები
– კომერციული ბანკებისა და არასაბანკო
სადეპოზიტო დაწესებულებებისსაკრედიტო
კავშირებისათვის დაუფარავი
სესხების, სესხების პროცენტებისა
და სხვა დებიტორული დავალიანებების
დაბრუნებაზე აღძრულ ყველა სარჩელზე;
ჩ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის
სამსახური – „ფასიანი ქაღალდების
ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ც) მოსარჩელე – უკანონო და დაუსაბუთებელი
ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის
შესახებ აღძრულ სარჩელებზე;
ძ) მოსარჩელე – თანამდებობის პირთა
უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა
და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის
გადაცემის თაობაზე აღძრულ
სარჩელებზე;
ჭ) საქართველოს თავისუფალი ვაჭრობისა
და კონკურენციის სააგენტო,
როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე –
სარჩელზე თავისუფალი ვაჭრობისა და
კონკურენციის კანონმდებლობის მოთხოვნათა
დარღვევების თაობაზე;
ხ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო,
როგორც მოსარჩელე – ნორმატიულ
აქტებთან დაკავშირებულ სადავო
საკითხებზე;
ჯ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა
დაცვისა და სპორტის სამინისტრო, მისი
ტერიტორიული ორგანოები, ასევე მისი
მმართველობის სფეროში შემავალი სხვა
ორგანოები კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლებზე, არქეოლოგიურ ობიექტებზე
და კულტურული მემკვიდრეობის
დამცავ ზონებში კანონის დარღვევით
წარმოებული მიწის, სამშენებლო და სხვა
სამუშაოების საკითხებზე.
როგორ შეიძლება გავეცნო განხილვაში არსებულ საქმეს? მაქვს თუ არა უფლება, საქმეში არსებულ ყველა მასალას გავეცნო? სად და როგორ გადავიღო საქმის მასალების ასლები?
მხარეებს უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის
მასალებს, გააკეთონ ამონაწერი საქმის მასალებიდან,
გადაიღონ ასლები, რისთვისაც
წერილობითი განცხადებით უნდა მიმართონ
სასამართლოს.
საქმის მასალების გაცნობასა და ასლების
გადაღებას უზრუნველყოფს სასამართლო.
„საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების
მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს
კანონის თანახმად, საჯარო ინფორმაციის
ასლის გადაღების მოსაკრებელი შეადგენს:
ა) A 4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი
– ერთი გვერდი – 0,05 ლარს;
ბ) ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდვა –
ერთი გვერდი – 0,10 ლარს;
გ) კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა
– 1 დისკი – 2,65 ლარს;
დ) დისკეტაზე ინფორმაციის ჩაწერა – 1
დისკეტა – 1,3 ლარს;
ე) ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის
მომთხოვნის ვიდეოკასეტაზე – 1 საათი –
2,75 ლარს;
ვ) ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის
მომთხოვნის აუდიოკასეტაზე – 1 საათი
– 0,50 ლარს.
როდის შედის კანონიერ ძალაში გადაწყვეტილება?
სამოქალაქო და ადმინისტრაციულ
წარმოება">სამართალწარმოებაში:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება
შედის კანონიერ ძალაში:
ა) გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია
სააპელაციო წესით გასაჩივრება;
ბ) სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის
გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია
გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება,
თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული;
გ) სააპელაციო სასამართლოს განჩინების
კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ,
რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება
უცვლელად დატოვა.
27
28
35
დ) თუ გადაწყვეტილების გამოცხადების
შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით
განაცხადებენ უარს მის სააპელაციო
წესით გასაჩივრებაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება
(განჩინება">განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა,
კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო
წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ,
ხოლო თუ იყო გასაჩივრებული – საკასაციო
წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება
(განჩინება">განჩინება) არ გაუქმებულა. სააპელაციო
სასამართლოს გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება (განჩინება">განჩინება)
კანონიერ ძალაში ასევე შედის, თუ გადაწყვეტილების
(განჩინების) გამოცხადების
შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით
განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით
გასაჩივრებაზე.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება
(განჩინება">განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ,
მისი გამოცხადებისთანავე.
სისხლის წარმოება">სამართალწარმოებაში:
საქართველოს სსსკის
602ე
მუხლის
თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს
განაჩენი, სააპელაციო ინსტანციის
სასამართლოს განაჩენი და ასევე საკასაციო
ინსტანციის სასამართლოს განჩინება">განჩინება კანონიერ
ძალაში შედის სასამართლოს მიერ მისი
მიღებისთანავე.
რატომ არ შეიძლება, მხარე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერამდე გაეცნოს სხდომის ოქმს შენიშვნებისთვის?
ნებისმიერი დოკუმენტი, მათ შორის სხდომის
ოქმი, იურიდიული ძალის მქონეა
უფლებამოსილი პირის ხელმოწერის შემდეგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარის
მიერ სხდომის ოქმის გაცნობა შენიშვნების
გასაკეთებლად შესაძლებელია მხოლოდ
სასამართლოს სხდომის მდივნისა და
სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის)
ხელმოწერის შემდეგ, სისხლის სამართლის
საქმეებზე 5 დღეღამის
განმავლობაში,
ხოლო სამოქალაქო და ადმინისტრაციულ
საქმეებზე 3
დღეღამის
განმავლობაში.
რამდენ დღეში მივიღებ სააღსრულებო ფურცელს?
საქართველოს სსკის
267ე
მუხლის,
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონის მე20
მუხლის
საფუძველზე კრედიტორს უფლება
აქვს, მოითხოვოს გადაწყვეტილება">გადაწყვეტილებაზე
სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
სააღსრულებო ფურცლის გაცემა უნდა
მოხდეს მხარის მიერ მისი მოთხოვნიდან
არაუგვიანეს 3 დღისა.