quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

leqsikoni

ძებნა: ქართ.
                                                                 

სასამართლოს მიერ ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა უშუალოდ ადგილზე, როდესაც მათი სასამართლოში წარდგენა ამა თუ იმ მიზეზის გამო შეუძლებელია.
იურიდიული პირის ადმინისტრაციის მდებარეობის ადგილი. იურიდიულ პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი).
ადვოკატის მოწმობის მქონე იურისტი. ადვოკატის მოწმობის მისაღებად იურისტები აბარებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ გამოცდას.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ზედამხედველობს ადვოკატების საქმიანობას.
ადმინისტრაციული დავების (საქმეების) განხილვის პროცედურათა ერთობლიობა, რომელიც დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო (სასკ) და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებით (სსსკ).
ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა. ადმინისტრაციული ორგანოს უმეტესობა საჯარო დაწესებულებას წარმოადგენს.
დაინტერესებული პირის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით.
ხელშეკრულება, რომლის ერთი მხარე მაინც ადმინისტრაციული ორგანოა. ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.
ფულადი თანხა, რომლის გადახდაც ეკისრება პირს თავისი ოჯახის წევრის სარჩენად.
პარლამენტის აქტი, რომლითაც განსაზღვრული კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი პირები შეიძლება გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, მსჯავრდებულისასჯელისაგან, ან შეუმცირდეს სასჯელი, ან შეეცვალოს დანიშნული სასჯელი უფრო მსუბუქი სასჯელით, ან მოეხსნას ნასამართლობა.
მიღებული სარგებელი, ნაყოფი.
პირი, რომელმაც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული.
მრავალბინიანი სახლის მესაკუთრეების გაერთიანება მათ საკუთრებაში არსებული სახლის მოვლისა და შენახვის, აგრეთვე კეთილმოწყობის საკითხებთან დაკავშირებით.
ანალოგია არის მეთოდი, რომელიც გამოიყენება ისეთ შემთხვევაში, როდესაც სადავო ურთიერთობა მოუწესრიგებელია.არსებობს კანონისა და სამართლისა ანალოგიები.კანონის ანალოგიით გამოიყენება არსებულის მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა.სამართლის ანალოგიით გამოიყენება სამართლის ზოგადი პრინციპები (მაგ. სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და ა.შ.).სამართლის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კანონის ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია.
გარდაცვლილი პირის მიერ სიცოცხლეში წერილობით გამოვლენილი ნება, რომლითაც იგი თავის ქონებას ან ამ ქონების ნაწილს უტოვებს ერთ ან რამდენიმე პირს.
სასამართლოს საჯარო მოხელეთა ერთობლიობა.
პირი, რომელიც ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ დადგენილება">დადგენილებას (გადაწყვეტილება">გადაწყვეტილებას) თბილისის ან ქუთაისი სააპელაციო სასამართლოში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრება (გადასინჯვის მოთხოვნა) სააპელაციო სასამართლოში.
ნასამართლევი პირის მიერ იგივე ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მსგავსი დანაშაულის ჩადენა.
მატერიალური სხეულის არმქონე ქონება. არამატერიალურ ქონებას განეკუთვნება მოთხოვნები ან/და უფლებები (მაგ. აქციები, ობლიგაციები, საბანკო ანგარიშები და ა.შ.).
ფიზიკური პირი 7-დან 18 წლამდე (შეად. სრულწლოვანი).
არსებობს დავის განხილვის ტრადიციული (სასამართლო) და ალტერნატიული მეთოდები. არბიტრაჟი ქონებრივი დავის განხილვის ალტერნატიული მეთოდია. საქმე განსახილველად საარბიტრაჟო სასამართლოს გადაეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის მონაწილეებს შორის არსებობს შეთანხმება (ხელშეკრულება) არბიტრაჟის წესით საქმის განხილვის თაობაზე.
ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება ან/და რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ქონების საჯარო წესით შეთავაზება, როდესაც ყველაზე მაღალი ფასის გადამხდელი ამ ქონების მესაკუთრე ხდება.
უეცრად აღძრული და სწრაფწარმავალი ემოცია, რომელიც ადამიანში იწვევს საკუთარ ქმედებაზე კონტროლის დაკარგვას.
პირიქონება, მოთხოვნები და უფლებები (შეად. პასივი).
თანხმობის გამოცხადება ხელშეკრულების დადების შეთავაზებაზე (ოფერტზე). აქცეპტის შემდეგ ხელშეკრულება დადებულად ითვლება.
საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა დადგენილია კანონით, ან მას მოსამართლე განსაზღვრავს. თუ კანონით დადგენილ ვადაში საპროცესო მოქმედება ვერ შესრულდა, სასამართლო უფლებამოსილია აღადგინოს გაშვებული ვადა (შეად. გაგრძელება).
ერთი მხარის მიერ ისეთი ფაქტობრივი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს.
სარჩელის სახე, რომელიც გამოიყენება უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, აგრეთვე დოკუმენტების ნამდვილობის აღიარებისა ან სიყალბის დადგენის მიზნით.
სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიება, რომელიც გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, ხელი არ შეეშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. აღკვეთის ღონისძიებებია: პატიმრობა, გირაო, პირადი თავდებობა, სრულწლოვანი">არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა.
პირი, რომელსაც ევალება სასამართლოს საბოლოო დადგენილებების (გადაწყვეტილებების) რეალურად განხორციელება, მათი შესრულების უზრუნველყოფა.
აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს.
ღონისძიება, რომელიც შესაძლოა სასამართლოს მიერ სასჯელის ნაცვლად დაენიშნოს იმ არასრულწლოვანს, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული.
სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მოცემული ვალდებულებების განხორციელება რეალურ ცხოვრებაში.
სასამართლო გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელშიც აღინიშნება სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა ამ გადაწყვეტილების მიღებისას.
აცილების საფუძვლის (მაგ. ნათესაური კავშირი მხარესთან) არსებობისას მოსამართლის, ექსპერტის, თარჯიმნის, სპეციალისტის ან/და სხდომის მდივნის ჩამოშორება საქმის განხილვისაგან (იხ. თვითაცილება).
საქმის ზეპირი მოსმენისას მხარეთა მიერ საკუთარი პოზიციების ჩამოყალიბება დავის ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების შესახებ (იხ. მტკიცებულება).

ბათილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ იგი მომზადდა ან გამოიცა კანონის ნორმების არსებითი დარღვევით.
სასამართლო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხა, რომელიც, როგორც წესი, გამოითვლება დავის საგნის ღირებულებიდან.
პირი, რომელიც დასახელებულია (მაგ. ხელშეკრულებით) მატერიალური სარგებლის მიმღებად.
ფინანსური სახსრების ერთობლიობა, რომლითაც უზრუნველყოფილია სახელმწიფოს ფუნქციონირება.
პირი, რომლის მიმართაც პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის მიერ გამოტანილია დადგენილება">დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
პროკურორი, აგრეთვე დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე და მათი წარმომადგენლები.
მოსამართლის ერთპიროვნული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება, რომელიც იძლევა სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ნებართვას.

სასამართლოს მიერ დამატებითი ვადის განსაზღვრა მხარისათვის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესასრულებლად. ვადის გაგრძელება გამოიყენება მაშინ, როდესაც საპროცესო ვადა განსაზღვრული იყო სასამართლოს მიერ. (შეად. აღდგენა).
სავალდებულო, უპირობო, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ფულადი შენატანი სახელმწიფო ბიუჯეტში.
ქმედება, რომელიც აკრძალულია კანონით, თუმცა არ მიეკუთვნება სისხლის სამართლის დანაშაულებს.
სახელმწიფოს მიერ პირიგადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის. სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება დამნაშავე, გადასცემს მას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ შემთხვევაში თუ საქმე მისი განსჯადია და თუ იგი ითხოვს ამ პირს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ან უკვე გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით. (შეად. ექსტრადიცია).
სასამართლოგანაჩენი, განჩინება">განჩინება, დადგენილება">დადგენილება, ბრძანება, განკარგულება.
მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორივადამოსული მოთხოვნა.
შესასრულებლად სავალდებულო სასამართლო დადგენილება">დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად წყდება.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის იმ პუნქტების განმარტება, რომელთა შინაარსიც ბუნდოვანია.
სასჯელის სახე, რომელიც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეეფარდება მსჯავრდებულს და რის საფუძველზეც მისი ხელფასიდან სახელმწიფოს შემოსავალში დაიქვითება თანხა განაჩენით დადგენილი ოდენობით.
სასამართლო განაჩენისასჯელი">განსასჯელის (მსჯავრდებულის) უდანაშაულოდ ცნობა.
პირი, რომლის მიმართაც სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
წარმოების სახე, როდესაც საქმე განიხილება ნაკლებ დროში, ნაკლები საპროცესო მოქმედებების განხორციელების გზით ხდება.
თანამდებობის პირი, რომელიც ახორციელებს სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარ გამოძიებას.
სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა უნდა დაამტკიცოს, რომ გამოსწორდა.
საქმის ზეპირ მოსმენაზე მხარის დასწრება და განხილვაში მონაწილეობა.
საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციული შენობის მდებარეობის ადგილი.
რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება, რომლითაც პირი ცნობილ იქნა დამნაშავედ ან უდანაშაულოდ.
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებულ საქმეზე წარმოების ხელახლა დაწყება.
ქონების გადაცემა სხვა პირისათვის სასყიდლით (მაგ. ნასყიდობისას) ან უსასყიდლოთ (მაგ. ჩუქებისას).
გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს სასამართლოს თავმჯდომარე სხდომის თავმჯდომარის მიმართვის ან/და მანდატურის დაკავების ოქმის საფუძველზე, იმ პირის მიმართ, რომლის მიერაც დარღვეულ იქნა წესრიგი სასამართლოში.
პირი, რომელიც მიმართავს სასამართლოს განცხადებით თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
პირი, რომლის მიმართ შედგენილია საბრალდებო დასკვნა და საქმე განსახილველად გადაეცა სასამართლოს. აგრეთვე, პირი, რომელთან საპროცესო შეთანხმების დადების დამტკიცების თაობაზე პროკურორის მიერ შეტანილია შუამდგომლობა სასამართლოში.
იმ მოსამართლის მოსაზრება, რომელიც სასამართლო დადგენილების (გადაწყვეტილების) გამოტანისას არ ეთანხმება კოლეგიის დანარჩენ 2 წევრს.
სასამართლოს უფლებამოსილება განიხილოს მისდამი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმეები კონკრეტული გეოგრაფიული სივრცის ფარგლებში (იურისდიქცია). განსჯადობა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში ზოგადად განისაზღვრება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სისხლის სამართალში _ წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით.
სარჩელზე, სააპელაციო ან/და საკასაციო საჩივარზე წარმოების დასრულება მათი არსებითი განხილვის გარეშე და იგივე სარჩელით, სააპელაციო და საკასაციო საჩივრით ხელახლა მიმართვის უფლების დატოვებით (შეად. შეწყვეტა).
სასამართლოდადგენილება">დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება (მაგ. განჩინება">განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ). საქმე არსებითად წყდება მაშინ, როდესაც გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება სარჩელში მოცემულ მოთხოვნას (სასარჩელო მოთხოვნას) შეეხება.
კოლეგიური წესით გამოტანილი პირველი, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოგადაწყვეტილება">გადაწყვეტილება (განაჩენის გარდა) ნებისმიერ საკითხზე.
ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა (შეთანხმება) იმ მხარეებს შორის, რომლებსაც სურთ სამართლებრივი ურთიერთობის (მაგ. ხელშეკრულების) წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა.
მოძრავი ნივთის გამოყენება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში კრედიტორს აქვს უფლება მოითხოვოს დაგირავებული ნივთის რეალიზაცია, ან მოიპოვოს ამ ნივთზე საკუთრების უფლება (შეად. იპოთეკა).

სასამართლოგადაწყვეტილება">გადაწყვეტილება და განჩინება">განჩინება.
საქმის ერთპიროვნულად განმხილველი მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება (გარდა განაჩენისა) ნებისმიერ საკითხზე. აგრეთვე პროკურორის და გამომძიებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც წარმოიშობა საქმის წინასწარი გამოძიებისას.
მოსამართლის წერილობითი ბრძანება, რომელიც მოითხოვს პირის მიერ განსაზღვრული მოქმედების განხორციელებას.
არსებობს დავის განხილვის ტრადიციული (სასამართლო) და ალტერნატიული მეთოდები. დავის განხილვის ალტერნატიული მეთოდებია მოლაპარაკება, არბიტრაჟი, მედიაცია და ა.შ. დავის ალტერნატიულ განხილვაში სასამართლო არ მონაწილეობს.
სასარჩელო მოთხოვნის არსი (მაგ. ზიანის ანაზღაურება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა).
სასარჩელო მოთხოვნის არსი (მაგ. ზიანის ანაზღაურება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა).
სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა ფიზიკური, მორალური ან ქონებრივი ზიანი.
წერილობითი ხელშეკრულება, რომლითაც სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი) ვალდებულია აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი, ხოლო დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი დადგენილი პერიოდულობით.
პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.
პირი, რომლის მიმართაც სასამართლოს მიერ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი.
პირი, რომელიც მოიწვევა საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, მიმდინარეობისა და შედეგების დასადასტურებლად.
პირი, რომელიც იცავს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, სასჯელი">განსასჯელის, მსჯავრდებულის ინტერესებს წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში საქმის განხილვისას.
პირი, რომელმაც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას (მაგ. ამსრულებელს მისცა იარაღი).
საჯარო მოსამსახურე, რომელიც ტექნიკური საქმიანობის განსახორციელებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე.
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედება (მაგ. მკვლელობა, ჯანმრთელობის დაზიანება და სხვა).
პირის მიერ ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენა, რომლებიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით ან მუხლის ნაწილებით და რომელთაგან არც ერთისათვის პირი არ ყოფილა მსჯავრდებული.
დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა, რათა მომავალში შესაძლო გახდეს დანაშაულის განხორციელება ან გაადვილდეს მისი ჩადენა.
ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივი მონაწილეობა განზრახი დანაშაულის ჩადენაში.
განზრახი დანაშაულისათვის წინათ ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენა.
სასამართლო განჩინებისა და დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში მოცემული დასკვნების ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია.
პირობები, რომლებსაც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს სასამართლო წარმოების დაწყება. სასამართლო არ მიიღებს იმ სარჩელს, საჩივარს, განცხადებას, შუამდგომლობასა თუ მტკიცებულებას, რომელიც არ არის დასაშვები. დასაშვებობა მოწმდება დასაშვებობის ეტაპზე.
მოვლენა (გარემოება), რომელიც არ ექვემდებარება ადამიანის კონტროლს (მაგ. წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვ.) და შესაბამისად, გამორიცხავს მის შესაძლებლობას შეასრულოს სავალდებულო მოქმედება. დაუძლეველი ძალის დროს არ არსებობს ბრალი.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება გამოდის იმ შემთხვევაში, თუ:1. მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) არ წარმოადგენს შესაგებელს;2. ერთ-ერთი მხარე არ მიიღებს მონაწილეობს საქმის ზეპირ განხილვაში (მთავარ სხდომაში).
მაგისტრატ მოსამართლეთა მიერ მათი განსჯადი საქმეების წარმოების წესი. დაჩქარებული წარმოების დროს მთავარ სხდომაზე მტკიცებულებათა გამოქვეყნება არ არის სავალდებულო. შედეგად, საქმის განხილვა მნიშვნელოვნად ჩქარდება.
სასამართლოს მიერ მხარისათვის გარკვეული საპროცესო მოქმედებების შესრულებისათვის განუსაზღვრელი ვადის მიცემა ან მიცემული ვადის შემოკლება.
ეჭვმიტანილი, ბრალდებული, სასჯელი">განსასჯელი, მსჯავრდებული, მისი კანონიერი წარმომადგენელი, დამცველი, სამოქალაქო მოპასუხე და მისი წარმომადგენელი.
ქმედების დასჯადობის გაუქმება.
მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც ზიანს აყენებს მესამე პირიქონებას.
თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას, მოვალე უფლებამოსილია ვალდებულება დეპონირებით შეასრულოს. დეპონირების დროს შესრულების საგანი შესანახად გადაეცემა სასამართლოს ან ნოტარიუსს, ხოლო ფულის ან ფასიანი ქაღალდის შეიძლება ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე.
უცხო ქვეყანაში ლეგალური ცხოვრების უფლების არმქონე პირის იძულებითი გადაგზავნა იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც ის არის.
ნორმა, რომელიც არ არის შესასრულებლად სავალდებულო (შეად. იმპერატიული ნორმა). ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ დისპოზიციურ ნორმაში მოცემული ალტერნატივებიდან აირჩიონ ერთ-ერთი ან თავად მოიფიქრონ, თუ როგორ სურთ მათ შორის არსებული ურთიერთობის მოწესრიგება.
გადაცდომის სპეციალური სახე, რომელიც შეიძლება ჩადენილ იქნას მხოლოდ საჯარო მოსამსახურის მიერ (მაგ. სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება). დისციპლინური გადაცდომა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
პასუხისმგებლობის სპეციალური სახე, რომელიც დგება საჯარო მოსამსახურის მიმართ, კანონით ან უწყების შიდა რეგულაციით განსაზღვრული წესების დარღვევის დროს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეიძლება გამოყენებულ იქნას: შენიშვნა; გაფრთხილება; ხელფასის დაკავება; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით; უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა; სამსახურიდან გათავისუფლება. ერთი დისციპლინური გადაცდომის მიმართ შეიძლება მხოლოდ ერთი პასუხისმგებლობის ზომა იქნას გამოყენებული.

სრულწლოვანი">არასრულწლოვანი პირისათვის სამოქალაქო ურთიერთობებში კანონისმიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე მონაწილეობის უფლების მინიჭება. ემანსიპაციის ერთ-ერთი საფუძველია ქორწინება.
სპეციალური ცოდნის მქონე პირი, რომელიც ადგენს დასკვნას და შეიძლება მიწვეულ იქნეს საქმის ზეპირ მოსმენაზე ჩვენების მისაცემად.
ექსპერტის წერილობითი მოსაზრება მის წინაშე დასმულ საკითხთან დაკავშირებით.
ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოსათვის პირიგადაცემა. სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება დამნაშავე, გადასცემს მას მეორე სახელმწიფოს, რომელიც ითხოვს ამ პირს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ან უკვე გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.(შეად. გადაცემა).
პირი, რომლის მიმართ არსებობს დანაშაული ჩადენის გონივრული ეჭვი. პირი ეჭვმიტანილად ითვლება დაკავების ან პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე.

თარიღი, დრო ან დროის განსაზღვრული მონაკვეთი, რომელსაც უკავშირდება სამართლებრივი ურთიერთობის (მაგ. ხელშეკრულების, ნორმატიული აქტის) წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა;
ვითარება, როდესაც მართალია საპროცესო ვადა ამოწურა, მაგრამ საპროცესო მოქმედება ჯერაც არ არის შესრულებული.
მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება, რომელიც უნდა შესრულდეს მოვალის მიერ კრედიტორის სასარგებლოდ.
კრედიტორთან დადებული ხელშეკრულება, რომლითაც ვალდებულების შესრულებას თავის თავზე იღებს მესამე პირი. ასეთ შემთხვევაში, მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება, რომელიც პირს ცნობს დამნაშავედ ან უდანაშაულოდ. სასამართლო სხდომის თავმჯდომარეს გამოაქვს განაჩენი სასჯელის დანიშვნის სხდომაზე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უნდა ეყრდნობოდეს ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტს.

საქმის განხილვა სასამართლო სხდომის დარბაზში მოსამართლის, მხარეებისა და საქმეში მონაწილე სხვა პირთა უშუალო დასწრებით. საქმის ზეპირ მოსმენაზე მოწინააღმდეგე მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკუთარი პოზიციის დასასაბუთებელ მტკიცებულებებსა და არგუმენტებს. ზეპირი მოსმენაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ სხვა პირს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მთავარი სხდომა დახურულად ტარდება (მაგ. როდესაც საქმე სახელმწიფო საიდუმლოს შეეხება).
წარმოების წესი, როდესაც არ ტარდება საქმის ზეპირი მოსმენა. ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვა დასაშვებია მხარეთა თანხმობით ან კანონით დადგენილ შემთხვევებში. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა მნიშვნელოვნად აჩქარებს წარმოებას, ხდის მას უფრო მოსახერხებელსა და იაფს.
მატერიალური დანაკლისი, ფიზიკური ან მორალური ტრავმა.

სასჯელის სახე, რომელიც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეეფარდება მსჯავრდებულს, რის საფუძველზეც მას ათავსებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, რომლის დროსაც პირი სხვა პირს არ აძლევს თავისუფალი გადაადგილების უფლებას, ან იძულებით გადააადგილებს ერთი ადგილიდან სხვა მიმართულებით, ისე, რომ მას ამის უფლება არ აქვს არც პროფესიული საქმიანობიდან და არც სხვა გარემოებიდან გამომდინარე.
სასჯელის სახე, რომელიც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეეფარდება მსჯავრდებულს და რის საფუძველზეც მას ათავსებენ გამასწორებელ ცენტრში ზედამხედველობის განხორციელების მიზნით. თავისუფლების შეზღუდვის დროს არ ხდება მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლირება.
პირი, რომელიც ხელმძღვანელობს სასამართლოს საქმიანობას.
ამსრულებელი, რომელიც სხვასთან ერთად უშუალოდ ჩადის დანაშაულს.
სასჯელის სახე, რომელიც შეეფარდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით მსჯავრდებულს და რის საფუძველზეც მას ეკრძალება ეკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ანდა ეწეოდეს პროფესიულ ან სხვაგვარ საქმიანობას.
პირი, რომელიც სხვასთან ერთად ჩადის დანაშაულს.
ორი ან მეტი პირის საკუთრების უფლება ქონებაზე (სინ. საერთო საკუთრება).
სასამართლომოხელე, რომელიც იღებს მოქალაქეებს, მათ საჩივრებსა და განცხადებებს, ამზადებს საქმეებს სასამართლო სხდომაზე განსახილველად, მოიძიებს სათანადო სამართლებრივ ლიტერატურას და სასამართლო პრაქტიკის მასალებს, ადგენს სათანადო დოკუმენტების პროექტებს, მოსამართლის დავალებით ასრულებს საქმის განხილვასთან დაკავშირებულ სხვა მოვალეობებს.
პირი, რომელიც ფლობს უცხო ენას. სასამართლო იძახებს თარჯიმანს იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილემ არ იცის ქართული ენა ან/და საჭიროა ითარგმნოს უცხო ენაზე შედგენილი ესა თუ ის წერილობითი ტექსტი.
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, რომლის დროსაც პირი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით ეუფლება სხვის ნივთს ან ქონებრივ უფლებას.
ვითარება, როდესაც მოსამართლე, ექსპერტი, თარჯიმანი, სპეციალისტი ან/და სხდომის მდივანი საკუთარ თავს უცხადებს აცილებას.
პირი, რომელიც ადვოკატის დახმარების გარეშე საკუთარ თავს თავად წარმოადგენს სასამართლო პროცესში.

ნორმა, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა ყოველგვარი დათქმისა და გამონაკლისების გარეშე (შეად. დისპოზიციური ნორმა). ურთიერთობის მონაწილეებს არ არიან უფლებამოსილი საწინააღმდეგოდ მოიქცნენ.
ერთჯერადი ხასიათის მქონე სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება კონკრეტული საკითხის, პრობლემის გადასაწყვეტად, ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის მიერ დადგენილ ფარგლებში (შეად. ნორმატიული აქტი).
ფიზიკური პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. ამ საქმიანობაში ინდმეწარმე გამოდის საკუთარი სახელით და ნაკისრი ვალდებულებებისათვის პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.
სასამართლოს იერარქიული დონე სასამართლოების ერთიან სისტემაში. საქართველოში მოქმედებს პირველი (რაიონული (საქალაქო)), მეორე (სააპელაციო) და მესამე ინსტანციის (საკასაციო) სასამართლოები.
ზემდგომი სასამართლოს უფლებამოსილება გასაჩივრების შემთხვევაში გადასინჯოს ქვემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
რეალური ან შესაძლო წინააღმდეგობა პიროვნების კერძო ინტერესსა და მის საჯარო ან კორპორატიულ ვალდებულებას შორის.
უძრავი ნივთის (ბინის, მიწის ნაკვეთის) გამოყენება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში კრედიტორი მოახდენს ამ ნივთის რეალიზაცია, ან მოიპოვოს მასზე საკუთრების უფლებას მასზე (შეად. გირავნობა).
რეგისტრირებული ორგანიზაცია (შპს, სს, სპს, სსიპ და სხვ.), რომელიც საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
იურიდიული პირის ცენტრალური ადმინისტრაციის მდებარეობის ადგილი. იურიდიულ პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი ადგილსამყოფელი.
მეცნიერება სამართლის შესახებ.
იურიდიული განათლების მქონე პირი.
ხელშეკრულება, რომლითაც მეიჯარე გადასცემს მოიჯარეს განსაზღვრულ ქონებას დროებით სარგებლობაში. მეიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა გადაცემული ქონებიდან, ხოლო მოიჯარე ვალდებულია გადაიხადოს დათქმული საიჯარო ქირა (შეად. ქირავნობა).

დროის მონაკვეთი, რომელიც მოიცავს პერიოდს 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
პარლამენტის მიერ მიღებულ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს ერთგვაროვან საზოგადოებრივ ურთიერთობებს (შეად. კოდექსი).
ინტერესი იმ სამართლებრივი ურთიერთობისადმი (ხელშეკრულების შესრულება, ადმინისტრაციული აქტის გამოცემა), რომლისგან გამომდინარე შედეგები შესაძლოა პოზიტიურად ან ნეგატიურად აისახოს პირის უფლებრივ მდგომარეობაზე.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ამოქმედება, როდესაც იგი აღარ ექვემდებარება გასაჩივრებას და შესაძლებელია მიქცეულ იქნეს აღსასრულებლად.
პირი, რომელსაც წარმომადგენლობით უფლებამოსილება მინიჭებული აქვს კანონით. კანონისმიერ წარმომადგენელს (მაგ. მშობელს, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელს) არ სჭირდება რაიმე სპეციალური დოკუმენტი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განსახორციელებლად (შეად. გარიგებისმიერი წარმომადგენელი).
პირი, რომელიც ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოდადგენილება">დადგენილებას (გადაწყვეტილება">გადაწყვეტილებას) საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების (გადაწყვეტილების) გასაჩივრება (გადასინჯვის მოთხოვნა) საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
კანონთა ერთობლიობა, რომლებიც აწესრიგებენ ქონებრივ, საავტორო, საოჯახო, მემკვიდრეობით, სამეწარმეო და შრომით ურთიერთობებს. კერძო სამართალი ემყარება პირთა თანასწორობისა და ნების თავისუფლების პრინციპებს.
საჩივრის ფორმა, რომლითაც ხდება ქვემდგომი სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების გასაჩივრება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.
დაზარალებული ან მისი წარმომადგენელი, რომელიც მხარს უჭერს ბრალდებას სასამართლოში.
დაცვის მხარის მიერ ბრალდებულის, სასჯელი">განსასჯელის ან მსჯავრდებულის დაცვისათვის საჭირო მონაცემების შეგროვება და მტკიცებულებათა სახით მათი წარდგენა პროცესის მწარმოებელ ორგანოში.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლო სახელმწიფო ორგანოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ კანონის დარღვევის ფაქტზე, დანაშაულის ჩადენის მიზეზსა და ხელშემწყობ პირობებზე, რომლებიც საჭიროებს სათანადო ზომების მიღებას. აგრეთვე, კერძო განჩინება">განჩინება სასამართლომ შეიძლება გამოიტანოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევისა თუ კანონის სხვა დარღვევათა გამოვლენისას, რომლებიც დაშვებული იყო წინასწარი გამოძიებისას ან ქვემდგომი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას.
ჩადენილი ქმედების ფაქტობრივი გარემოებების და სისხლისსამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების ზუსტი შესაბამისობის დადგენა.
კოდექსის ცნება ემთხვევა კანონის ცნების შინაარსს, თუმცა მიიჩნევა, რომ კოდექსი რამდენიმე კანონის გაერთიანებას წარმოადგენს.
შემადგენლობა სამი მოსამართლის მონაწილეობით. (შეად. პალატა)
ვითარება, როდესაც ორი ან მეტი ნორმა ერთსა და იმავე სამართლებრივ ურთიერთობას სხვადასხვაგვარად აწესრიგებს.ქვეყნის უზენაესი (ძირითადი) კანონი.
ზიანიდან გამომდინარე ფულადი ანაზღაურება. კომპენსაცია გაიცემა მორალური ზიანის მიყენების, საკუთრების უფლების ჩამორთმევის და სხვ. შემთხვევებში.
იურიდიული პროცედურა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო სამართლიანი ფასის გადახდის სანაცვლოდ ართმევს პირს კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
შემთხვევა, როდესაც მხარეთა თანხმობა ხელშეკრულების დადების თაობაზე გამოიხატება სხეულის მოძრაობით, ჟესტებით ან დუმილით.
კონსტიტუციური შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა.
ქვეყნის უზენაესი (ძირითადი) კანონი, რომლიდანაც გამომდინარეობს ყველა სხვა სამართლებრივი აქტი. საკონსტიტუციო კონტროლს ახორციელებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.
ხელშეკრულების მონაწილე პირი.
საკუთრების ჩამორთმევა საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე (ანაზღაურების გარეშე) (შეად. კონდემნაცია).
ქმედების დასჯადად გამოცხადება.
პირი, რომელსაც გააჩნია მოთხოვნა მოვალის მიმართ.
კონტოკორენტი არის ხელშეკრულების ფორმა. კონტოკორენტის შეთანხმებით მხარეები კისრულობენ პასუხისმგებლობას, საქმიანი კავშირებიდან წარმოშობილი მოთხოვნები და გადახდები შეიტანონ ანგარიშზე და ანგარიშის დახურვამდე მიიჩნიონ ხელშეუხებლად.

ლეგატის (საანდერძო დანაკისრის) მიმღები.
მოანდერძის მიერ მემკვიდრისათვის სხვა პირ(ებ)ის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების დაკისრება სამკვიდროს ხარჯზე.
ხელშეკრულება, რომლითაც ლიზინგის გამცემი ვალდებულია სარგებლობაში გადასცეს ლიზინგის მიმღებს შეძენილი ან დამზადებული ქონება. თავის მხრივ, ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური. ლიზინგის ხელშეკრულების მოქმედება, როგორც წესი, გრძელდება ლიზინგის საგნის ამორტიზაციამდე.

პირი, რომლის წინააღმდეგაც მოსარჩელესარჩელი წარადგინა სასამართლოში.
მოსამართლე, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს მხოლოდ განსაზღვრული კატეგორიის მარტივი დავები.
პირი, რომლის ქონებაც რჩება მის მემკვიდრეს მისი გარდაცვალების შემდეგ.
მოხელე, რომელიც უზრუნველყოფს წესრიგს სასამართლოში.
სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ფორმა. მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები.
პირი, რომელიც ავალებს წარმომადგენელს მისი სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად განახორციელოს საპროცესო ან სხვა მოქმედებები სასამართლოში ან მის გარეთ.
პირი, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობს სამართლებრივ ურთიერთობაში, მაგრამ შესაძლოა გააჩნდეს კანონიერი ინტერესი ამ ურთიერთობის მიმართ.
პროცესი, რომლის დროსაც ნეიტრალური პირი ეხმარება დავის მონაწილეებს სადავო საკითხების გაანალიზებასა და კომპრომისის გზით კონსენსუსის (შეთანხმების) მიღწევაში.
ნეიტრალური პირი, რომელიც ეხმარება დავის მონაწილეებს კომპრომისის გზით კონსენსუსის (შეთანხმების) მიღწევაში.
პირი, რომელიც ხდება მამკვიდრებლის უფლებამონაცვლე მისი გარდაცვალების შემდეგ.
პირი, რომელიც ზრუნავს 7 წელს მიუღწეველ მცირეწლოვან ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულ სრულწლოვან პირზე.
ზრუნვა 7 წელს მიუღწეველ მცირეწლოვან ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულ სრულწლოვან პირზე.
პირი, რომელიც ზრუნავს 7-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან ან სასამართლოს მიერ შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ სრულწლოვან პირზე.
ზრუნვა 7-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან ან სასამართლოს მიერ შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ სრულწლოვან პირზე.
ზეპირი მოსმენა, რომლის დროსაც სასამართლო განიხილავს უშუალოდ სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ და სამართლებრივ მართებულობას.
საქმე, რომელზეც მიმდინარეობს წარმოება სასამართლოში. საქმის წარმოება იწყება სარჩელის, განცხადების, საბრალდებო დასკვნის ან საჩივრის შეტანით და სრულდება ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანით.
ხელშეკრულება, რომლის ძალითაც რწმუნებული ვალდებულია მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება.
სარგებელი, რომელსაც მიიღებდა პირი, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
პირი, რომელსაც აკისრია ვალდებულება კრედიტორის მიმართ.
კრედიტორის მიერ მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის მესამე პირისათვის გადაცემა სასყიდლით ან უსასყიდლოდ.
პირადი საჭიროებისათვის საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გამომყენებელი, შემძენი, შემკვეთი ან ასეთი განზრახვის მქონე მოქალაქე.
სასამართლო კოლეგიის წევრი, რომელსაც ევალება საქმის მომზადება მის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად.
საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან ნებისმიერი ფორმით ურთიერთობა.
პირი, რომელმაც სარჩელი წარადგინა სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ.
მხარეთა შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრება მორიგების პირობები და სრულდება საქმის წარმოება.
სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც ახორციელებს მართლმსაჯულებას. მოსამართლე თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა, სამართლიანობის და კანონის უზენაესობის პრინციპებით.
ნივთი, რომელიც ფიზიკური ზემოქმედების შედეგად შეიძლება გადაადგილდეს (შეად. უძრავი ქონება).
პირი, რომელიც სამართალწარმოებისას იძლევა ჩვენებას საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოების შესახებ.
პირი, რომლის წინააღმდეგაც გასაჩივრებულია სასამართლო დადგენილება">დადგენილება სააპელაციო ან უზენაეს სასამართლოში.
საჯარო მოსამსახურე, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე. სასამართლო მოხელე ადმინისტრირებას უწევს სასამართლოს საქმიანობას ან ეხმარება მოსამართლეს მართლმსაჯულების განხორციელებაში.
პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზეც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. (იხ. ნივთიერი მტკიცებულება, წერილობითი მტკიცებულება)
საქმის ზეპირ განხილვაზე მხარეთა მოსაზრებების მოსმენა სადავო მტკიცებულებებსა და მათში მოცემული ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის.
საქმის ზეპირ მოსმენაზე მტკიცებულების შინაარსის გაცნობა.
მხარის მოვალეობა მტკიცებულებათა მეშვეობით სასამართლოს წინაშე ამტკიცოს ფაქტობრივ გარემოებათა ნამდვილობა.
თვითმმართველი ერთეული, რომელიც წარმოადგენს დასახლებას ან დასახლებათა ერთობლიობას, ჰყავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, შემოსულობები, ბიუჯეტი, ადმინისტრაციული ცენტრი და არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
საკუთარი ნებით ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის მოპოვება. არსებობს პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელობა.პირდაპირი მფლობელობა, თუ პირი ნივთს უშუალოდ ფლობს. არაპირდაპირია მ., თუ პირი უშუალოდ არ ფლობს ნივთს (მაგ. აქვს გაქირავებული, განათხოვრებული და ა.შ.).
ვითარება, როდესაც დანაშაულებრივ ქმედების განხორციელება დაიწყო, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა (მაგ. მკვლელობის მცდელობა).
ფიზიკური პირი, რომელსაც არ შესრულებია 7 წელი. მცირეწლოვანი პირი ითვლება ქმედუუნაროდ. მცირეწლოვანი პირის ინტერესებს სასამართლოში იცავს მისი კანონიერი წარმომადგენელი. მცირეწლოვან პირს, რომელსაც არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი სასამართლო უნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს.
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, რომლის დროსაც პირი სხვა პირს (მძევალს) არ აძლევს თავისუფალი გადაადგილების უფლებას, ან იძულებით გადააადგილებს ერთი ადგილიდან სხვა მიმართულებით, იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ ორგანიზაცია ან პირი, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება.
პირი, რომელიც მონაწილეობს დავაში. მხარეს წარმოადგენენ: მოსარჩელე, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე, მესამე პირი, ბრალდების მხარე, დაცვის მხარე და სხვა.

პირის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც იწყება სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენიკანონიერ ძალაში შესვლის დღიდან და გრძელდება როგორც სასჯელის მოხდის პერიოდში, ისე მისი მოხდის შემდეგ კანონით დადგენილ განსაზღვრული დროის განმავლობაში მის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე.
ხელშეკრულება, რომლითაც შემკვეთის მხრიდან ანაზღაურების სანაცვლოდ მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს განსაზღვრული სამუშაო (ააშენოს სახლი, გაარემონტოს ავტომანქანა და ა.შ.).
ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველი გადასცემს ქონებაზე საკუთრების უფლებას მყიდველს, ხოლო მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული ფასი.
შემოსავალი, სარგებელი (ამონაგები) ან/და უპირატესობა, რომელსაც ნივთი ან უფლება იძლევა.
საარჩევნო სიიდან შემთხვევითი შერჩევის წესით გამორჩეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმის განხილვაში და სხვა 11 ნაფიც მსაჯულთან ერთად გამოაქვს ვერდიქტი სასჯელი">განსასჯელიდამნაშავედ ან უდანაშაულოდ ცნობის შესახებ.
ხშირია შემთხვევა, როდესაც დავა ორი ან მეტი მოთხოვნის თაობაზე მიმდინარეობს. ასეთ დროს შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ რომელიმე მოთხოვნა ან მოთხოვნები სხვებზე ადრე არიან მზად მათზე გადაწყვეტილების გამოსატანად. გადაწყვეტილება">გადაწყვეტილებას, რომელიც ამ მოთხოვნასა თუ მოთხოვნებს შეეხება ეწოდება ნაწილობრივი. დარჩენილ მოთხოვნებთან მიმართებით საქმის წარმოება გაგრძელდება.
მატერიალური სხეულის მქონე ქონებრივი სიკეთე, რომლის ფლობა, სარგებლობა და განკარგვა კანონით არ არის აკრძალული.
ის საგანი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომელიც თავისი ხარისხით, თვისებით ან არსებობით იძლევა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებ(ებ)ის დადგენის საშუალებას (იხ. მტკიცებულება).
ქონების ნივთობრივი უნაკლოობის საკითხი წარმოიშობა ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით. ქონება ნივთობრივად უნაკლოა თუ იგი ხელშეკრულებით შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუ იგი ვარგისია ქონების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
ერთი კონკრეტული ქცევის წესი დადგენილი კანონით ან ჩვეულებით (მაგ. განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე).
სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ ან/და არეგულირებს მრავალჯერადი ხასიათის ურთიერთობებს.
საჯარო მოხელე, რომელიც ახორციელებს პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა (მაგ. ხელშეკრულება) და იურიდიული ფაქტების დადასტურებას. ნოტარიუსის მიერ დადასტურებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა.

პირი, რომელიც ქმნის ჯგუფს დანაშაულის ჩასადენად ან/და ხელმძღვანელობს დანაშაულის ჩადენას.
კანონის სახე, რომელიც მიიღება მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში და მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სფეროთა მოსაწესრიგებლად (მაგ. არჩევნები, მოქალაქეობა). ორგანული კანონი იერარქიულად კანონზე მაღლა დგას.
ადვოკატის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გასცემს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.
შეთავაზება ხელშეკრულების დადების შესახებ, რომელშიც მოცემულია ამ ხელშეკრულების პირობები. ოფერტს აქვს მბოჭავი ძალა - ოფერენტი მეორე მხარის თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულება მის მიერ შეთავაზებული პირობებით.
საპროცესო დოკუმენტი, რომელსაც ადგენს სხდომის მდივანი და რომელშიც გადმოცემულია საქმის ზეპირი მოსმენის შინაარსი.

მოსამართლეთა გაერთიანება მათი სპეციალიზაციის მიხედვით მეორე ან მესამე ინსტანციის სასამართლოებში. არსებობს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეთა პალატები. პალატა იყოფა კოლეგიებად.საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოქმედებს დიდი პალატა. დიდი პალატა განიხილავს განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს 9 მოსამართლის შემადგენლობით.
პირის შესასრულებელ ვალდებულებათა ერთობლიობა (შეად. აქტივი).
სამართლებრივი შედეგი (მაგ. ჯარიმა">ჯარიმა), რომელიც მოჰყვება პირის არამართლზომიერ ქმედებას. პასუხისმგებლობის სიმძიმე დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. უმთავრესი მათ შორის არის ქმედების საშიშროება და სამართალდამრღვევის ბრალეულობის ხარისხი.
ასაკი, რომლის მიღწევიდან პირს ეკისრება პასუხისმგებლობა არამართლზომიერი ქმედების ჩადენისათვის. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იწყება 14 (გამონაკლის შემთხვევებში 12), ადმინისტრაციული – 16, ხოლო სამოქალაქო – 10 წლის ასაკიდან.
საქმის ზეპირი მოსმენის ეტაპი, როდესაც მოწინააღმდეგე მხარეები ცდილობენ გააბათილონ ერთმანეთის მოთხოვნები და არგუმენტები.
სისხლის სამართლის კანონით განსაზღვრული სასჯელის ზომის გამკაცრება (მაგ. 5 წლიანი სასჯელის 7 წლამდე გაზრდა).
საჯარო ინფორმაცია, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას (მაგ. მოქალაქის პირადი ნომერი). ასეთი ტიპის ინფორმაციის გაცემა გარეშე პირზე ნებადართულია მხოლოდ იმ პირის წინასწარი ნებართვით, ვისზეც აღნიშნული ინფორმაციაა დაცული.
სახელი, გვარი, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა და საქმიანი რეპუტაცია. აღნიშნული უფლებათა გასხვისება დაუშვებელია.
ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. პირგასამტეხლოთი განისაზღვრება თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქმის ზეპირ მოსმენაზე მოწმის დაკითხვა იმ პირის მიერ ვინც იგი გამოიძახა ამ სტატუსით (შეად. ჯვარედინი დაკითხვა).
ყველაზე დაბალი ინსტანციის სასამართლო, რომელსაც თავდაპირველად მიმართავს მოსარჩელე, განმცხადებელი ან ბრალდების მხარე. პირველი ინსტანციის სასამართლოს განეკუთვნება რაიონული ან საქალაქო სასამართლო. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს მეორე (სააპელაციო) ინსტანციის სასამართლოში.
სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტი. არსებობენ ფიზიკური და იურიდიული პირები. პირი მათი განმაზოგადებელი სახელწოდებაა.
ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის გამოსწორება შესაძლებელია დანიშნული სასჯელის მოხდის გარეშე. სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით დადგენილი მიდგომები სამართლებრივ ნორმათა განმარტების და ურთიერთობათა მოწესრიგების თაობაზე (შეად. პრეცენდენტი).
ქმედებები, რომლებიც მიმართულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისაკენ.
სამართლებრივი დაშვება, ვარაუდი. პრეზუმფციის ძალით სასამართლო მიიჩნევს, რომ განსაზღვრული დებულება ჭეშმარიტია, სანამ მოწინააღმდეგე მხარე საპირისპიროს დამტკიცებას ვერ შეძლებს.მაგ. არსებობს პრეზუმფცია, რომ ქონების მფლობელი მისი მესაკუთრეა. გიორგის მოჰპარეს სურათი. გიორგიმ უნდა ამტკიცოს, რომ მოპარული სურათის მესაკუთრეა თავადაა და არა ამ ქონების ფაქტობრივი მფლობელი.
ვითარება, როდესაც ფაქტობრივი გარემოებები არ საჭიროებენ მტკიცებას. პრეიუდიციული ძალის მქონეა საყოველთაოდ აღიარებული ფაქტები (მაგ. მზე აღმოსავლეთიდან ამოდის), ასევე ის ფაქტები, რომლებიც დადგენილია სასამართლოს მიერ სხვა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით.
იდენტურ ან მსგავს დავაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება">დადგენილება, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლისათვის.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), რომელიც ახორციელებს პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს და მის დახმარებას; თვალყურს ადევნებს მსჯავრდებულზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, ხოლო მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს.
საჯარო მოხელე, რომელიც წინასწარი გამოძიების სტადიაზე ხელმძღვანელობს გამოძიებას, ხოლო სასამართლოში გამოდის, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი და მხარს უჭერს ბრალდებას.
პროკურორის მიერ გამომძიებლის, ქვემდგომი პროკურორის დადგენილების დამტკიცება.
გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე (სასამართლო).

პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელიც განიხილავს საკუთარ განსჯადობას მიკუთვნებულ სარჩელებსა და განცხადებებს. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში 37 რაიონული სასამართლოა.
დანაშაული, რომელსაც პირი სჩადის ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით. რასობრივ დისკრიმინაციად ითვლება აგრეთვე რასის, კანის ფერის, სოციალური კუთვნილების, ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა, ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება.
უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მსჯავრდებული ან ბრალდებული პირისათვის უფლებების აღდგენა, როდესაც დადგინდება მისი უდანაშაულობა გამამართლებელი განაჩენით, ან მის მიმართ გამოტანილი იქნება დადგენილება">დადგენილება (განჩინება">განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე.
ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება, რომელიც არ არის დაკავშირებული სამართლებრივი აქტის გამოცემასთან (მაგ. პოლიციის მუშაკის მიერ სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგება).
პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. სახელშეკრულებო ურთიერთობებში რესტიტუცია ხდება ხელშეკრულებიდან მხარეთა გასვლისას იმ დროს, რათა ისინი ამ ხელშეკრულების დადებამდე არსებულ ვითარებას დაუბრუნდნენ.მაგ. ნინომ ზვიადს მიყიდა წიგნი 5 ლარად. ზვიადმა წიგნის მიღების დროს აღმოაჩინა, რომ ნინოს ხელშეკრულების პირობები დაერღვია (წიგნს ბოლო 50 გვერდი აკლდა). ზვიადი გავიდა ხელშეკრულებიდან. შედეგად მოხდა რესტიტუცია ‒ ნინომ დაიბრუნა წიგნი, ხოლო ზვიადმა 5 ლარი.
საჯარო მოსამსახურე საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც ეხმარება მოსამართლესა და მოსამართლის თანაშემწეს საქმესთან დაკავშირებული ტექნიკური ხასიათის მოქმედებების შესრულებაში.

მეორე ინსტანციის სასამართლო, რომელიც განიხილავს სააპელაციო საჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე.
წერილობითი მიმართვა საქართველოს უზენაესი სასამართლოსადმი, რომლითაც პირი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გადამოწმებას.
საპროცესო მოქმედება, რომელიც ტარდება მტკიცებულებათა შეკრების უზრუნველსაყოფად (დაკითხვა, ამოღება, ჩხრეკა, დათვალიერება, საგამოძიებო ექსპერიმენტი, ჩვენების ადგილზე შემოწმება, წარდგენა ამოსაცნობად, შემოწმება, ექსპერტიზა, ნიმუშის აღება საექსპერტო კვლევისათვის, გვამის ექსჰუმაცია).
პირველი (რაიონული ან საქალაქო), მეორე (სააპელაციო) და მესამე (საკასაციო) ინსტანციის სასამართლოები. საერთო სასამართლოები ახორციელებენ მართლმსაჯულებას (შეად. საკონსტიტუციო სასამართლო).
სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურული ერთეული, სადაც მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს საჩივრებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებებზე, მათი ვადის გაგრძელებასა და სხვა საკითხებზე.
პროკურორის მიერ წინასწარი გამოძიების დასრულებისას შედგენილი საპროცესო გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს გადაეცემა არსებითად განსახილველად.
უფლება, რომელიც რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის.მაგ. თუ ნინო და გელა ერთად შეიძენენ აგარაკს შიდა ქართლში, მათ საზიარო საკუთრების უფლება ექნებათ შეძენილ უძრავი ნივთზე.
სასჯელის სახე, რომელიც შეეფარდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით მსჯავრდებულს და რის საფუძველზეც იგი ვალდებულია ანაზღაურების გარეშე შეასრულოს მისთვის განსაზღვრული სამუშაო.
ინფორმაცია, რომელიც მიეკუთვნება სახელმწიფო, კომერციულ, პროფესიულ ან/და პირად საიდუმლოებას.
სასამართლო, რომელიც ახორციელებს საკონსტიტუციო კონტროლს (შეად. საერთო სასამართლოები). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მდებარეობს ქალაქ ბათუმში.
საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის, კონსტიტუციური კანონიერების, ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა.
წერილობით დადებული ხელშეკრულება, რომლითაც პირი (მინდობილი მესაკუთრე) მართავს მისთვის გადაცემულ ქონებას ამ ქონების მესაკუთრის (საკუთრების მიმნდობის) ინტერესების შესაბამისად.
ნორმათა ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფოს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის წარმოშობილ ყველა ურთიერთობას. სამართალი ეფუძნება სამართლებრივ აქტებს, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და ჩვეულებებს.
გადაცდომა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით (შეად. დანაშაული).
პირი, რომელმაც ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში საქმეთა განხილვის წესი.
უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული), შესასრულებლად სავალდებულო, ნორმატიული (მაგ. კანონი) და ინდივიდუალური აქტები.
ქონება, რომელსაც მამკვიდრებელი უტოვებს მემკვიდრე(ებ)ს. სამკვიდრო ქონება (სამკვიდრო) მოიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებებს (აქტივი), ისე მის მოვალეობებს (პასივი).
სასამართლო გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელშიც აღინიშნება სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა ამ გადაწყვეტილების მიღებისას.
ფიზიკური პირის სამოქალაქო და საოჯახო სამართლებრივი სტატუსის განმსაზღვრელი ფაქტი (დაბადება, ქორწინება, განქორწინება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა, მოქალაქეობის შეცვლა, გარდაცვალება), რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას.
სამოქალაქო საქმეების განხილვის პროცედურათა ერთობლიობა, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (სსსკ).
კანონების ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის წარმოშობილ კერძო ურთიერთობებს (მაგ. ხელშეკრულების დადება, ქორწინება, მემკვიდრეობა).
დავა, რომელშიც ერთი პირი იცავს მის ქონებრივ ან პირად არაქონებრივ უფლებებს მეორე პირის მხრიდან არამართლზომიერი ჩარევისაგან.
პირი, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი და რომელმაც წარადგინა სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. პირს სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობს პროცესის მწარმოებელი ორგანო დადგენილებით (განჩინებით).
პირი, რომელსაც სამოქალაქო სარჩელით წაეყენა მოთხოვნა დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. პირს სამოქალაქო მოპასუხედ ცნობს პროცესის მწარმოებელი ორგანო დადგენილებით (განჩინებით).
სასჯელის სახე, რომელიც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეეფარდება მსჯავრდებულ სამხედრო მოსამსახურეს და რის საფუძველზეც მისი ხელფასიდან სახელმწიფოს შემოსავალში დაიქვითება თანხა განაჩენით დადგენილი ოდენობით.
დამსჯელობითი ღონისძიება (მაგ. თავისუფლების აღკვეთა), რომელიც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის სახით კანონის დამრღვევი პირისათვის.
ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც პირისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების განხორციელებას.
გამომძიებლის, პროკურორიდადგენილება">დადგენილება, საბრალდებო დასკვნა, სასამართლოს (მოსამართლის) განაჩენი, განჩინება">განჩინება, დადგენილება">დადგენილება.
ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა განხორციელდეს საპროცესო მოქმედება.
ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი უფლების განხორციელების ან ვალდებულების შესრულებისაკენ (მაგ. ხარვეზის შევსება).
დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ცნობას ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ.
კანონთა ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს სამართალწარმოების წესს.
პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიერ ბრალდებული პირის მიმართ გამოსაყენებელი იძულების ღონისძიება. ესენია: დაკავება, აღკვეთის ღონისძიებები (ბრალდებულის დაპატიმრება, გირაო, პირადი თავდებობა, სრულწლოვანი">არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა), თანამდებობიდან გადაყენება, საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერება, ქონებაზე ყადაღის დადება, მტკიცებულებათა შეკრების უზრუნველყოფა, ჯარიმები და სახდელები.
სრულწლოვანი">არასრულწლოვანისა (14 წლის ასაკიდან) და ქმედუუნარო პირისათვის სასამართლოს მიერ დანიშნული წარმომადგენელი.
გადაწყვეტილების ის ნაწილი სადაც კონკრეტულად მოცემულია, თუ რა გადაწყვიტა სასამართლომ განსახილველ საქმესთან მიმართებით. სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს დასკვნას მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე დადგენილების გასაჩივრების ვადასა და წესზე.
ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ახორციელებს მართლმსაჯულებას ან საკონსტიტუციო კონტროლს
სახელმწიფო ხელისუფლების შტო, რომელიც ახორციელებს მართლმსაჯულებასა და საკონსტიტუციო კონტროლს.
სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები.
მხარის მიერ ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარი, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე სხვა აუცილებელი ხარჯები.
სახელმწიფო იძულების ღონისძიება, რომელიც სასამართლო განაჩენით შეეფარდება დამნაშავეს.
პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელიც განიხილავს მის განსჯადობას მიკუთვნებულ სარჩელებსა და განცხადებებს. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში 5 საქალაქო სასამართლოა (თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ფოთისა და ბათუმის).
დავა, რომელიც მიმდინარეობს სასამართლოში. საერთო სასამართლოები განიხილავენ სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კატეგორიის საქმეები.
მოთხოვნის სასამართლოში გაცხადების ფორმა, რომლითაც პირს სურს საკუთარი დარღვეული ან/და სადავოდ ქცეული უფლების დაცვა.
მეუღლეებს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას. საქორწინო ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და მოწმდება ნოტარიუსის მიერ.
ადგილი, რომელსაც ფიზიკური პირი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.
პირი, რომელიც იცავს იმ ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, სასჯელი">განსასჯელის, მსჯავრდებულის ინტერესებს წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში საქმის განხილვისას, რომელიც გადახდისუუნაროა. სახაზინო დამცველი აგრეთვე შეიძლება დაენიშნოს იმ განსასჯელს, რომლის დამცველიც არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.
საჯარო მოსამსახურე, რომელიც სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას. სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს წარმოადგენენ: ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი; გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრი; დ) აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი; ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები.
საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი, აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში დაცული ოფიციალური ინფორმაცია.
ფიზიკური პირი, რომელიც საქმიანობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში. არსებობს საჯარო მოსამსახურის 4 სახე: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, მოხელე, დამხმარე მოსამსახურე, შტატგარეშე მოსამსახურე.
საჯარო დაწესებულება, სადაც ხორციელდება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა (მაგ. ბინაზე საკუთრების უფლების, ყადაღის, გირავნობის, იპოთეკის წარმოშობის და ცვლილებების შესახებ მონაცემების) რეგისტრაცია.
შესაბამისი კანონის საფუძველზე შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საჯარო საქმიანობას.
სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პროცედურათა ერთობლიობა, რომელიც დადგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (სსსსკ).
კანონთა ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს და განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ადამიანის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებისათვის.
სახელმწიფოს მიერ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის მიმართ აღძრული საქმე.
იპოთეკარის განცხადების საფუძველზე, სასამართლოს მიერ, აუქციონზე იძულებითი გასხვისების ნაცვლად უძრავი ქონების მმართველის დანიშვნა. მმართველი შესაძლოა იყოს ერთ-ერთი იპოთეკარი.
სხვისი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების გამოყენება იმგვარად, რომ პირს უფლება მიეცეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აკრძალოს ამ ნაკვეთზე მესაკუთრის მიერ ზოგიერთი მოქმედების განხორციელება.მაგ. სოფელ თმოგვისკარში მცხოვრებ დათოს, მისი კარის მეზობელ ირაკლისაგან განსხვავებით, არ აქვს გასასვლელი ამ სოფელზე გამავალ მთავარ გზატკეცილზე. შესაბამისად, ირაკლის მიწის ნაკვეთი იტვირთება სერვიტუტით და დათოს ენიჭება უფლება გაიაროს მასზე საკუთარი ავტომობილით, რათა მთავარ გზატკეცილამდე მოხვდეს.
ხელშეკრულება, რომლითაც გამსესხებელი (კრედიტორი) გადასცემს ფულს ან გვაროვნულ ნივთს მსესხებელს (მოვალეს), ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.მაგ. თუ ქეთიმ (გამსესხებელი) ზვიადს (მსესხებელი) ასესხა 500 ცალი თაბახის ფურცელი, ზვიადი ვალდებულია დაუბრუნოს ქეთის იმავე ხარისხისა და რაოდენობის თაბახის ფურცელი.
ვითარება, როდესაც თითოეული მოვალე მთლიანი ვალდებულებისათვის აგებს პასუხს.მაგ. გიორგიმ და ლელამ ლუკას მიჰყიდეს ჰემინგუეის ოთხტომეული. ლუკას შეუძლია ოთხტომეულის გადმოცემის მოთხოვნით სურვილისამებრ მიმართოს ან გიორგის ან ლელას. მოთხოვნის მიღების შემთხვევაში თითოეული მათგანი ვალდებულია ოთხივე ტომი გადასცეს გიორგის და არა მხოლოდ მისი შესაბამისი წილი (ორი წიგნი).
ფიზიკური პირი, რომელიც საჭიროებს ფინანსურ მხარდაჭერას, რათა ელემენტარული ცხოვრებისეული პირობები შეიქმნას. სოციალურად დაუცველ პირად მიიჩნევა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი.
პირი, რომელსაც აქვს საჭირო ცოდნა და ჩვევები, რათა გაუწიოს სასამართლოს კონსულტაცია ან აღმოუჩინოს ტექნიკური დახმარება.სასამართლო სპეციალისტს მოიწვევს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას (ადგილზე დათვალიერება, მოწმეთა დაკითხვა, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა, გეგმებისა და გაანგარიშებების შედგენა და ა.შ.).
მოსამართლე, რომელიც აწვდის ინფორმაციას საზოგადოებასა და მედიას სასამართლოს საქმიანობის, აგრეთვე კონკრეტული გადაწყვეტილებების თაობაზე, მათ მიმართ საზოგადოების ინტერესის არსებობის შემთხვევაში.
ფიზიკური პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი (შეად. სრულწლოვანი">არასრულწლოვანი).
ხელშეკრულების წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს.
მოსამართლე, რომელიც უძღვება და წარმართავს სასამართლო სხდომას.
სასამართლომოხელე, რომელიც ესწრება საქმის ზეპირ მოსმენას, ეხმარება მოსამართლეს და ადგენს შესაბამის სხდომის ოქმს.

თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ სამკვიდროს მიღებამდე გარდაიცვალა, მაშინ სამკვიდროდან მისი წილის მიღების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე.მაგ. თემური თორნიკეს მემკვიდრეა. თორნიკე გარდაიცვალა. მალევე (სანამ თემურის სამკვიდროს მიიღებდა) გარდაიცვალა თორნიკეც. ტრანსმისიით თემურის სამკვიდროს მიღების უფლება თორნიკეს მემკვიდრეებზე გადავიდა.
სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბება კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. სასამართლოს შეუძლია დაეხმაროს მოსარჩელეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.

ფაქტობრივი გარემოება, რომლის ნამდვილობას მხარეები არ ხდიან სადავოდ.
სასამართლო წარმოება, რომელშიც განმცხადებელს არ ჰყავს მოდავე მხარე.
მესამე, ბოლო ინსტანციის სასამართლო, რომელიც განიხილავს საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოგადაწყვეტილება">გადაწყვეტილებაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლო მდებარეობს ქალაქ თბილისში.
საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედებების შესრულების აკრძალვა ან მოქმედების განხორციელების დავალდებულება, იმ მიზნით, რათა შემდგომში შეუძლებელი არ გახდეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.
საშუალება რომლითაც ხდება სარჩელის უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებია:ა) ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე;ბ) მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა;გ) მოპასუხის დავალდებულება გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვის) სახით;დ) სხვა პირებისათვის მოპასუხისათვის ქონების გადაცემის ან ვალდებულების შესრულების აკრძალვა;ე) და სხვა, მათ შორის, ისეთიც, რომელიც პირდაპირ არ არის კანონით გათვალისწინებული.
უძრავი ნივთიგადაცემა სხვა პირის სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება.
კანონის მიერ მის მიღებამდე არსებული ურთიერთობების მოწესრიგება. როგორც წესი, კანონს უკუძალა არ აქვს.
პირის მიერ მატერიალური სარგებლის მიღება სათანადო საფუძვლის (მაგ. ხელშეკრულების) გარეშე.
სასამართლოს უფლებამოსილება განიხილოს კონკრეტული დავა, სადავო ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე. სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს მხოლოდ ის დავები, რომელთა განხილვა უწყებრივად ექვემდებარება სასამართლოს.
ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო.მაგ. გიორგიმ შეიძინა ბინა თამარისაგან. გიორგის ახალი ბინა უფლებრივად უნაკლო იქნება, თუ გასხვისების მომენტში იგი ნამდვილად თამარის საკუთრებას წარმოადგენდა.
უფლებით სარგებლობა ისე, რომ მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი და არ არის გამოკვეთილი ამ უფლებით მოსარგებლე პირის ინტერესის უპირატესობა.
ფიციალური შეტყობინება, რომლითაც მხარეს ან მის წარმომადგენელს ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების თარიღი და ადგილი.
პირის უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. უფლებაუნარიანობა ფიზიკურ პირს წარმოეშობა დაბადების, ხოლო იურიდიულ პირს რეგისტრაციის მომენტიდან.
პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში ან/და ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნებასურვილის საწინააღმდეგოდ.
მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი (ბინა), რომლებიც მყარად დგას მიწაზე (შეად. მოძრავი ქონება).

კონკრეტული მოვლენა (ფაქტი), რომელსაც ადგილი ჰქონდა მხარეებს შორის დავასთან დაკავშირებული ურთიერთობისას (მაგ. ხელშეკრულების დადება, ფასის გადახდა).
ადამიანი.
იურიდიული პირის განცალკევებული ქვედანაყოფი, რომელიც წარმოადგენს ამ იურიდიული პირის და ახორციელებს მის საქმიანობას.
მოწმის ზეპირი პირობა, რომ ილაპარაკებს მხოლოდ სიმართლეს საქმის მისთვის ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.
სამართლის მიზნებისათვის რაიმე ინსტიტუტის ხელოვნურად შექმნა (გამოგონება). მაგალითად, იურიდიული პირის გაგება ფიქციის გზით არის შექმნილი.
გრძელვადიანი ხელშეკრულება, რომლითაც ფრენშაიზორი შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ფრენშაიზის მიმღებს გადასცემს საწარმოს გაძღოლის მთლიან სისტემას (კონცეფციას), მათ შორის, სახელწოდებას, სავაჭრო ნიშნებს, რეკლამას, პროდუქციის შექმნისა და მომსახურების გაწევის მეთოდებს. ცნობილი ფრენშაიზორები არიან კოკა-კოლა და მაქდონალდსი.
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, რომლის დროსაც პირი კანონიერ სახეს აძლევს (ათეთრებს) უკანონო ან/და დაუსაბუთებელ ქონებას მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით.

ხელშეკრულება, რომლითაც გამქირავებელი გადასცემს ნივთს დამქირავებელს სარგებლობაში, ხოლო დამქირავებელი ვალდებულია გადაიხადოს დადგენილი ქირა.
პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს უფლებები და განახორციელოს ვალდებულებები (მაგ. დადოს ხელშეკრულება). ფიზიკური პირი ქმედუნარიანობას იძენს სრულწლოვანების მიღწევით ან ემანსიპაციით. იურიდიული პირი ქმედუნარიანობას იძენს რეგისტრაციით.
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის უფლებამოსილი დამოუკიდებლად შეიძინოს უფლებები ან იკისროს ვალდებულებები. მის ნაცვლად აღნიშნულს მისი კანონისმიერი წარმომადგენელი ახორციელებს. ქმედუნარიანოდ ითვლება 7 წლამდე ასაკის ადამიანი ასევე, პირები, რომლებიც ასეთად ცნო სასამართლომ ფსიქიკური მდგომარეობის გამო.
ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ქონება სამოქალაქო ურთიერთობების ობიექტია.
სასჯელის სახე, რომელიც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეეფარდება განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირს და რის საფუძველზეც მას სახელმწიფოს სასარგებლოდ უფასოდ ჩამოერთმევა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება.
ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში.
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, რომლის დროსაც პირი ფარულად ეუფლება სხვის მოძრავ ნივთს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც უკრძალავს მოპასუხეს გაასხვისოს ყადაღადადებული ქონება.
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, რომლის დროსაც პირი ახორციელებს თავდასხმას სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

მოპასუხის მიერ მოსარჩელის საწინააღმდეგოდ აღძრული სარჩელი.
სრულწლოვანი">არასრულწლოვანი ფიზიკური პირი შვიდიდან თვრამეტ წლამდე, ასევე სრულწლოვანი, რომელსაც სასამართლომ ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენების გამო დაუწესა მზრუნველობა.
გადაწყვეტილების ნაწილი, სადაც აღინიშნება მისი გამოტანის თარიღი და ადგილი, გამომტანი სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა, სასამართლო სხდომის მდივანი, მხარეები, წარმომადგენლები და დავის საგანი.
გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება, რომელიც ამთავრებს სისხლის სამართლის პროცესის ამა თუ იმ სტადიას.
მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებზე.
დადგენილება">დადგენილებაში არსებული უსწორობებისა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გამოსწორება.
პრეზიდენტის აქტით (განკარგულებით), მსჯავრდებულის გათავისუფლება სასჯელის მოხდისაგან ან სასჯელის შემცირება ან შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით, ხოლო სასჯელმოხდილისათვის ნასამართლობის მოხსნა.
ხელშეკრულება, რომლის ძალითაც დასაქმებული ვალდებული ხდება შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ შეასრულოს განსაზღვრული სამუშაო დამსაქმებლის სასარგებლოდ.
წარმოების დასრულება საქმის არსებითი განხილვის გარეშე და იგივე სარჩელისასამართლოსთვის ხელახლა მიმართვის აკრძალვით (შეად. განუხილველად დატოვება).
პირი, რომელმაც დანაშაული ჩაადენინა ისეთ პირს, რომელსაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ასაკის, შეურაცხადობის ან სხვა გარემოებების გამო.
მხარის მიმართვა სასამართლოსადმი კონკრეტული პროცესუალური მოქმედების განხორციელების მოთხოვნით (მაგ. მთავარი სხდომის გადადება).
საჯარო მოსამსახურე, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით მიიღება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.

პირდაპირი ან ჯვარედინი დაკითხვისას მოწმის მიერ მისთვის დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხები. მოწმეს კითხვები შეიძლება დაესვას მხოლოდ საქმის გარემოებებთან დაკავშირებით.
განსაზღვრულ ურთიერთობების რეგულირების დამკვიდრებული წესი, რომელსაც კონკრეტული სოციუმი სავალდებულო ძალის მქონედ მიიჩნევს. ჩვეულება სამართალია თუ იგი აღიარებულია კანონით და არ ეწინააღმდეგება მას.

უფლების (მოთხოვნის) დათმობა. ცესიის დროს თავდაპირველი კრედიტორი თავის ადგილს ახალ კრედიტორს უთმობს (შეად. ვალის გადაკისრება).მაგ. ნინიმ ინტერნეტ მაღაზიიდან გამოიწერა წიგნი. სანამ წიგნს მოუტანდნენ შეიტყო, რომ დიდი ხნით უწევდა უცხოეთში გამგზავრება. გამოწერაში ცვლილებების შეტანას ამჯობინა წიგნი მისი ძმის დავითისათვის ეჩუქებინა. შეადგინა კიდეც ჩუქების ხელშეკრულება, რითიც დათოს დაუთმო შეძენილი წიგნის მოთხოვნის უფლება.

თარიღი, რომლის შემდეგაც სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება იურიდიულ ძალას იძენს. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას უკავშირდება მისი აღსრულების დაწყება.
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, რომლის დროსაც პირი აშკარად ეუფლება სხვის მოძრავ ნივთს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

პირი, რომელიც აქტიური ფსიქიკური ზემოქმედებით სხვა პირს აღუძრავს დანაშაულის ჩადენის განზრახვას და ამ უკანასკნელის მეშვეობით ახორციელებს თავის ჩანაფიქრს.
პირი, რომელიც ავალებს წარმომადგენელს განახორციელოს საპროცესო მოქმედებები სასამართლოში მის ნაცვლად, მისი ინტერესების დაცვით.
სასამართლოში საქმის განხილვის პროცესი.
ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
სასამართლოგადაწყვეტილება">გადაწყვეტილება, რომლითაც დასაშვებსა და უხარვეზო საპროცესო დოკუმენტს (მაგ. სარჩელს) სასამართლო იღებს არსებითად განსახილველად.
სამართალურთიერთობის სუბიექტი (პირი), რომელსაც წარმოადგენს (კანონიერი ან გარიგებისმიერი) წარმომადგენელი.
პირი, რომელიც მარწმუნებლის (წარმდგენის) სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად ასრულებს საპროცესო მოქმედებებს სასამართლოში.
აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ (იხ. მტკიცებულება).
გამომძიებლის ან/და პროკურორის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და მისი ჩამდენი პირის მხილება.
ხელშეკრულება, რომლითაც სამომავლო ხელშეკრულების დადების ვალდებულება წარმოიშობა.

იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებათა განხორციელებისათვის კანონით განსაზღვრული ვადის გასვლა (მაგ. სახელშეკრულებო ვალდებულებების ხანდაზმულობა">ხანდაზმულობა შეადგენს 3 წელს). ამ ვადის გასვლის შემდეგ სასამართლოსათვის მიმართვა უპერსპექტივოა.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ სისხლის სამართლის კანონში მითითებული ვადების გასვლა, რაც შეუძლებელს ხდის პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ან გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენის აღსრულებას.
საპროცესო დოკუმენტის ნაკლი, რომელიც ექვემდებარება გამოსწორებას. ხარვეზის არსებობისას მოსამართლეს გამოაქვს განჩინება">განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება მისი გამოსწორების ვადა.
ფულადი თანხა, რომლის გადახდა პირს უწევს საქმის აღძვრისა და წარმოებისათვის (მაგ. ბაჟი).
შეთანხმება ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს შორის, რომლითაც ისინი იღებენ უფლებებს ან/და კისრულობენ ვალდებულებებს.
ფორმა, რომლითაც გარეგნულად გამოიხატება ხელშეკრულების დადება. არსებობს ზეპირი და წერილობითი ხელშეკრულებები. ხელშეკრულების ფორმა შეუძლიათ თავად განსაზღვრონ კონტრაგენტებმა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული იმპერატიულად არის დადგენილი.
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, რომლის დროსაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით პირი უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას.

პასუხისმგებლობის ფორმა, როდესაც სამართალდამრღვევს ეკისრება ფულადი თანხის გადახდა სახელმწიფოს სასარგებლოდ.
სასჯელის სახე, რომელიც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეეფარდება მსჯავრდებულს და რის საფუძველზეც მას ეკისრება ფულადი გადასახდელის გადახდა.
დანაშაული, რომელსაც უშუალოდ ჩადის ორი ან მეტი პირი.
საქმის ზეპირ მოსმენაზე მოწინააღმდეგე მხარის (მაგ. ბრალდების მხარის მიერ დაცვის მხარის) მოწმის დაკითხვა (შეად. პირდაპირი დაკითხვა).

დაკავებული სამხედრო პირის სამყოფელი.
ოქტომბერი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია