ზურაბ ბალავაძე, დაიბადა 1983 წლის 17 ივნისს, ქ.თბილისში.
2000 წელს დაამთავრა ქ.თბილისის №62 საშუალო სკოლა.
2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრთან გათანაბრებულის ხარისხი.
2003 წლის იანვრიდან, 2003 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე.
2003 წლის ოქტომბრიდან, 2005 წლის მაისამდე მუშაობდა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე.
2005 წლის მაისიდან, 2005 წლის ნოემბრამდე მუშაობდა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე.
2005 წლის ნოემბრიდან, 2007 წლის იანვრამდე მუშაობდა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.
2007 წლის იანვრიდან, 2007 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.
2007 წლის 24 ნოემბერს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2007 წლის დეკემბრიდან, 2008 წლის იანვრის ჩათვლით საქართველოს უნივერსიტეტში წარმატებით გაიარა ადამიანური რესურსების მართვის კურსი.
2009 წლის მარტიდან, 2009 წლის დეკემბრამდე მუშაობდა მარნეულის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2009 წლის დეკემბრიდან, 2011 წლის 1 იანვრამდე მუშაობდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2010 წლის 29 იანვარს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა.
2011 წლის იანვრიდან, 2011 წლის მაისამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიის სპეციალისტად და დაკისრებული ჰქონდა ამავე კოლეგიის მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შესრულება 2011 წლის მარტამდე.
2011 წლის მაისიდან, 2012 წლის ივნისამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილების სხდომის მდივნად.
2011 წლის 29 ოქტომბერს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2012 წლის ივნისიდან, 2013 წლის მაისამდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2013 წლის 2-3 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს უნვერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსში თემაზე, სამრეწველო საკუთრებაზე უფლებების ახალი როლი და გამოწვევები ევროკავშირში.
2013 წლის ივლისიდან, 2013 წლის ნოემბრამდე მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების სპეციალისტად.
2013 წლის ნოემბრიდან, 2014 წლის მარტამდე მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.
2014 წლის მარტიდან, 2015 წლის 25 დეკემბრამდე მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსად.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაინიშნა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.