|
ზესტაფონის რაიონული სასამართლო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ გვერდის (www.vacancy.hr.gov.ge)მეშვეობით აცხადებს დახურულ კონკურსს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსის ეტაპებია - განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალების მიცემა და გასაუბრება. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 7 ივლისი ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: (www.vacancy.hr.gov.ge) ვაკანსიების ძებნის გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ ,,ზესტაფონის რაიონული სასამართლო".
|