მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, ზესტაფონის რაიონული სასამართლო, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით, აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად. კონკურსის ეტაპებია - განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 მარტი ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ "ზესტაფონის რაიონული სასამართლო".
|