Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mosamarTleebi

მარინე ცერცვაძე
მარინე ცერცვაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1962 წლის 17 მარტს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში.

1979 წელს დაამთავრა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის საშუალო სკოლა.

1986 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1988-1994 წლებში მუშაობდა ''საქაგრომშენის''იურისკონსულტად ქ. თბილისში.

1994-1995 წლებში მუშაობდა გურჯაანის სადაგასახადო ინსპექციაში, უფროს საგადასახადო ინსპექტორად.

1995-1999 წლებში იყო ადვოკატთა კოლეგიის წევრი და მუშაობდა გურჯაანის რაიონის ადვოკატურის ადვოკატად.

1999-2001 წლებში იყო ყვარლის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

2001-2009 წლებში იყო თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2002-2009 წლებში იყო ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

2006-2007 წლებში არჩეული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

2009 წლის ოქტომბრიდან არის სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2012 წლის 19 ნოემბრამდე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.  

2012 წლის 19 ნოემბრიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდ თელავის რაიონულ სასამართლოში. 

2012 წლის 20 ნოემბერს დაინიშნა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

2017 წლის 20 იანვრიდან  თავმჯდომარის უფლებამოსიელბას ახორციელებდა თელავის რაიონულ სასამართლოში.


აპარატი
ელენე დარჩიაშვილი
ელენე დარჩიაშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (0350)27-43-73 (შ/ნ:223)
ელ-ფოსტა: edarchiashvili@court.ge

ბიოგრაფია

ელენე დარჩიაშვილი 

დაიბადა 1983 წლის 06 სექტემბერს, ქ. თელავში

2000 წელს დაამთავრა თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნის საშუალო სკოლა

2000-2005 წლებში სწავლობდა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2005 წელს გაიარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო კურსები.

2006-2013 წლებში მუშაობდა თელავის რაიონული სასამართლოში სხდომის მდივანის თანამდებობაზე.

2013 წლიდან დღემდე მუშაობს თელავის რაიონული სასამართლოში თანაშემწის თანამდებობაზე.

არის დასაოჯახებელი

 

 
სოფიკო ჩაფურიშვილი
სოფიკო ჩაფურიშვილი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (0350)27-43-73 (შ/ნ:103)
ელ-ფოსტა: schaphurishvili@court.ge

ბიოგრაფია

 

სოფიკო ჩაფურიშვილი დაიბადა 1990 წლის 21 ივლისს ქ. თელავში

2007 წელს დაამთავრა ქ. თელავის რაიონის სოფ. ფშავლის საჯარო სკოლა.

2007-2011 წლებში სწავლობდა თბილისის საერო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტი სამართალ მცოდნეობის სპეციალობით.

2012 წლის აპრილიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით გაიარა სტაჟირების კურსი თელავის რაიონულ სასამართლოში.

2013 წლიდან დღემდე მუშაობს თელავის რაიონულ სასამართლოში  სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი

 

 
 
მამუკა წიკლაური
მამუკა წიკლაური

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1973 წლის 17 თებერვალს, ქ. რუსთავში.

1990 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის №3-ე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.

1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1999-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის ქ. რუსთავის საგამოძიებო განყოფილებაში გამომძიებლად.

2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ორგანიზებული და სს სამძებრო ხაზით გამოვლენილ დანაშაულთა გამოძიების განყოფილებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად.

2005 წელს (აპრილიდან მაისამდე) მუშაობდა საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სს სამძებრო სამმართველოს, ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებაში განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად.

2005 წელს (მაისიდან ნოემბრამდე) მუშაობდა შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად. 

2005-2007 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის პროკურატურაში შს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად.

2007 წლიდან არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2007-2009 წლებში მივლინებული იყო და თავმჯდომარის უფლებამოსიელბას ახორციელებდა მარნეულის რაიონულ სასამართლოში.

2009 წლის 2 დეკემბრიდან თავმჯდომარის უფლებამოსიელბას ახორციელებდა თელავის რაიონულ სასამართლოში.

2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2017 წლის 10 იანვრამდე იყო თელავის რაიინული სასამართლოს თავმჯდომარე.

2017 წლის 25 მაისიდან დაინიშნა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


აპარატი
ლანა კვირკველია
ლანა კვირკველია

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (0350)27-43-73 (შ/ნ:132)
ელ-ფოსტა: lkvirkvelia@court.ge

ბიოგრაფია

 

ლანა კვირკველია

დაიბადა 1987 წლის 12 დეკემბერს, ქ. გულრიფში.

2005 წელს დაამთავრა თელავის მესამე საშუალო სკოლა. 

2005-2009 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 

2009 წელს გაიარა სტაჟირება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში.

2009 წელს გაიარა სტაჟირება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

2008 წელს გაიარა სტაჟირება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრში.

2009 წლის 13 დეკემბერს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით და მიიღო შესაბამისი სერთიფიკატი.

2010 წლის 21 მაისს დაინიშნა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 
შორენა მარგალიტაშვილი
შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (0350)27-43-73 (შ/ნ:224)
ელ-ფოსტა: smargalitashvili@court.ge

ბიოგრაფია

 

შორენა მარგალიტაშვილი დაიბადა 1978 წლის 28 სექტემბერს, ქ. თელავში

1995 წელს დაამთავრა თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნის საშუალო სკოლა.

1999 წელს დაამთავრა თბილისის მრავალპროფილიანი ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული  ფაკულტეტი.

2002-2004 წლებში მუშაობდა თელავის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

2006 წლიდან დღემდე მუშაობს თელავის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

 

 
 
თამარ კაპანაძე
თამარ კაპანაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1973 წლის 10 მაისს ქ. თბილისში

1990 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე-10  საშუალო სკოლა  (ექსპერიმენტული კლასი) წარჩინებით.

1990 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N23 საშუალო პროფტექნიკური სასწავლებელი.

1995 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წარჩინებით.

1996-2005 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, დიდუბის რაიონის ადვოკატურის ადვოკატი.

2003 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში;

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

2004 წელს გაიარა ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სპეციალიზაციით;

2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;

2005 წელს იყო ადვოკატი ,, დიდუბის ადვოკატთა გაერთიანება”-ში;

2006 წლიდან  იყო სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;

2005-2009 წლებში მუშაობდა   ფ.პ ,,ადვოკატი თამარ კაპანაძე“

2008-2009 წლებში იყო საქართველოს ანტიკრიზისულ საბჭოსთან არსებული, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე მომუშავე ადვოკატთა(იურისტთა) ჯგუფის წევრი(ხელმძღვანელი);

2010-2016 წლებში გავლილი აქვს მრავალი სემინარი და  ტრენინგი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ  კონვენციასა და სხვა სამართლებრივ თემატიკაზე, ფლობს შესაბამის სერთიფიკატებს.

2014 წლიდან  იყო საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის წევრი;

2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში;

2015 წელს გაიარა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის იუსტიციის მსმენელთა სრული სასწავლო კურსი;

2009-2017 წლებში მუშაობდა სპს ,,დიანა გვიშიანის საადვოკატო ბიურო”-ში ადვოკატად.

2008-2017 წლებში თანამშრომლობდა საადვოკატო კომპანიასთან ,,თინათინ ნაკაშიძე და პარტნიორები” და საადვოკატო კომპანიასთან ,, GLჩG”.

2016 წ. 10 ოქტომბრიდან არის მოწვეული მასწავლებელი საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე;

2017 წლის 11 მაისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით  დაინიშნა  მოსამართლის თანამდებობაზე თელავის რაიონულ სასამართლოში.

 

 

 


აპარატი
ხათუნა გედეხაური
ხათუნა გედეხაური

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (0350)27-43-73 (შ/ნ:130)
ელ-ფოსტა: kgedekhauri@court.ge

ბიოგრაფია

 

ხათუნა გედეხაური

დაიბადა 1976 წლის 17 იანვარს  ქ. ახმეტაში.

1993  წელს დაამთავრა ახმეტის რაიონის. სოფ.ზემო ალვანის მეორე საშუალო სკოლა 

1993- 1997 წლებში სწავლობდა  თბილისის ჯ.ბაქარაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში   რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მიენიჭა იურისტ-ეკონომისტის  მოხელის კვალიფიკაცია. 

2000  წლიდან დღემდე მუშაობს თელავის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე

2007 წელს  გაიარა  ადვოკატურის ტესტირება საერთო სპეციალიზაციით

2008 წელს გაიარა  სემინარი თემით ადამიანის უფლებათა  და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმები

2009  წელს სემინარი თემით: აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების საფუძვლები 

ჰყავს მეუღლე და  ერთი შვილი.

 

 
ფიქრია სვანიძე
ფიქრია სვანიძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (0350)27-43-73; (შ/ნ:225)
ელ-ფოსტა: psvanidze@court.ge

ბიოგრაფია

 ფიქრია სვანიძე, დაიბადა  1991 წლის 11 ივლისს, ქ თელავში.

2010 წელს დაამთავრა  ქ. თელავის მე-5 საჯარო სკოლა.

2010-2014 წლებში სწავლობდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

2014-2015 წლებში თელავის რაიონულ სასამართლოში გაიარა  ექვსთვიანი სტაჟირების კურსი .

2014 წელს მიიღო გაიარა კურსი ოჯახში ძალადობის აღკვეთის  მსხვერპლთა დაცვის და დახმარების საკითხებზე.

2015-2016 წლებში  სახალხო დამცველის რეგიონულ დეპარტამენტში გაიარა სტაჟირების კურსი.

2015 წელს მონაწილეობა მიიღო ტრენინგში ,,არასრულწლოვანთა დანაშაული და გენდერული თანასწორობა“. 

2016 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული სემინარში სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის დასაბუთება, მისი ფორმა და ტექსტის სტილისტიკური გამართულობა.

არის დასაოჯახებელი.

 
 
გრიგოლ ვატიტაძე
გრიგოლ ვატიტაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1980 წლის 7 ოქტომბერს ქალაქ თბილისში.

1998 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 115-ე საშუალო სკოლა.

2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2003-2004 წლებში მუშაობდა საადვოკატო ბიუროში ,,მიგრიაული და პარტნიორები“ იურისტად.

2004-2005 წლებში იყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოქალაქეთა მომართვებისა და მიღების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.

2005-2006 წლებში იყო შპს ,,ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრის“ იურისტი.

2006-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად.

2008-2010 წლებში იყო ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული  სამსახურის სასამართლოსთან  ურთიერთობის განყოფილების უფროსი.

2011-2014 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად.

2011 წლიდან არის შ.პ.ს. ,,ევროპის აკადემიური ცენტრის“ ტრენერი.

2014 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

2016 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

2016-2017 წლებში იყო  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიიის მოწვეული ლექტორი.

2014-2018 წლებში იყო შ.პ.ს.  ,,ტრიდე კონსალტინგის’’ დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი.

2018-2019 წლებში მუშაობდა შპს ,,არქიში“ იურისტად.

2019-2020  წლებში  იყო  სსიპ  იუსტიციის  უმაღლესი  სკოლის მსმენელი.

2020 წელს მუშაობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში იურისტად.

2020 წლის პირველი დეკემბრიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე თელავის რაიონულ სასამართლოში.


აპარატი
თამარ ბერძენაშვილი
თამარ ბერძენაშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (0350)27-43-73 (შ/ნ:227)
ელ-ფოსტა: tberdzenashvili@court.ge

ბიოგრაფია

 

თამარ ბერძენაშვილი დაიბადა 1977 წლის 21 იანვარს,  გარდაბნის რაიონის   სოფ.მარტყოფში. 

1994 წელს დაამთავრა სოფ. იყალთოს საშუალო სკოლა.

1994-1998  წლებში სწავლობდა თელავის ტექნიკურ კოლეჯში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 

1999 -2004 წლებში სწავლობდა ი.გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2007 წელს გაიარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა და მიღებული აქვს შესაბამისი სერთიფიკატი საერთო სპეციალიზაციით.

1997-2019 წლებში მუშაობდა  თელავის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნად. 

2019 წლის 17 დეკემბრიდან დაინიშნა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 

 
თინათინ ფეიქრიშვილი
თინათინ ფეიქრიშვილი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (0350)27-43-73 (შ/ნ:218)
ელ-ფოსტა: tpeikrishvili@court.ge

ბიოგრაფია

თინათინ ფეიქრიშვილი

დაიბადა 1989 წლის 29 ივლისს ქ.თელავში

2006 წელს დაამთავრა ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშნის საშუალო სკოლა

2008-2013 წლებში სწავლობდა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2012 წლებში გაიარა  საქართველოს საზოგადოებრივ  საქმეთა ინსტიტუტი, 

ადგილობრივი თვითმართველობის საფუძვლებში, პრეზენტაციების უნარ-ჩვევების და პროექტის მართვის კურსები.

2014 წელს გაიარა თელავის რაიონული სასამართლოს ექვს თვიანი სტაჟირების კურსი.

2008-2014 წლებში მუშაობდა კახეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (ინვალიდთა)ინტეგრაციის ცენტრში.

არის დაოჯახებული: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

 
 
ვერიკო ზათიაშვილი
ვერიკო ზათიაშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1981 წლის 26 ივლისს ქ. რუსთავში.

1998 წელს დაამთავრა თელავის რაიონის სოფელი ფშავლის საშუალო სკოლა.

2003 წელს დაამთავრა თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

2006 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2003-2005 წლებში იყო ადვოკატის სტაჟიორი, ადვოკატი არასამთავრობო ორგანიზაციაში "კონსტიტუციის 42–ე მუხლი".

2005-2007 წლებში იყო ქ. თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

2007-2008 წლებში იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის იურიდიული განყოფილების იურისტი, განყოფილების უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი.

2008-2013 წლებში იყო იურიდიული სამსახურის იურისტი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში.

2013-2015 წლებში იყო სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2015-2019 წლებში იყო სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2020 წლის დეკემბრიდან დაინიშნა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

ჰყავს მეუღლე და ერთ შვილი.


აპარატი
თამარ გობეჯიშვილი
თამარ გობეჯიშვილი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (0350)27-43-73 (შ/ნ:127)
ელ-ფოსტა: tgobejishvili@court.ge

ბიოგრაფია

 

თამარ გობეჯიშვილი

დაიბადა 1976 წლის 31 იანვარს, ქ. თბილისში

1993 წელს დაამთავრა ქ. თელავის M№8 საშუალო სკოლა წარჩინებით.

1993წ წელს ჩაირიცხა ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიულ ფაკულტეტზე.

2001-2006 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში.

2008 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება.

2009 წელს გაიარა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლის თანაშემწის პრეტენდეტთა სამთვიანი კურსები და ჩააბარა ტესტური გამოცდა.

2008-2009წლებში სტაჟირება გაიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატაში 

2013-2020 წლებში მუშაობდა თელავის რაონული სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.

2020 წლიდან დღემდე მუშაობს თელავის რაიონული სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის - მეორე კატეგორიის უფროსი სპეცილისტის თანამდებობაზე.

არის დასაოჯახებელი.

 
გიორგი მარკოზაშვილი
გიორგი მარკოზაშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (0350)27-43-73 (შ/ნ:221)
ელ-ფოსტა: gmarkozashvili@court.ge

ბიოგრაფია

 

გიორგი მარკოზაშვილი 

დაიბადა 1982 წლის 10 იანვარს, ქ. გურჯაანში.

1999 წელს დაამთავრა გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანის საშუალო სკოლა. 

1999-2004 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 

2004-2005 წლებში მუშაობდა მესტიის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

2004 წლის 11 მარტიდან 2004 წლის ივლისის თვის ჩათვლით მივლინებით მუშაობდა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

2005-2006 წლებში მუშაობდა თიანეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე. 

2005 წელს გაიარა მოასამართლის თანაშემწის სამთვიანი კომპლექსური სასწავლო კურსი მიიღო შესაბამისი სერთიფიკატი.

2008 წლის 26 ნოემბერს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით და მიიღო შესაბამისი სერთიფიკატი

2006 წლიდან დღემდე მუშაობს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.

არის დასაოჯახებელი.

 

 
 

თანამდებობარაოდენობამდედრობითიმამრობითი
მოსამართლე532
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია