თელავის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს, თელავის რაიონული სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით. კონკურსში მონაწილოებას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს ვაკანსიისთვის დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთან მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კონკურსს ჩაატარებს თელავის რაიონული სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადა 2014 წლის 08 იანვრის ჩათვლით. ვაკანსიების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ ,,თელავის რაიონული სასამართლო". |