ე.ხ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2013 წლის 02 სექტემბერს, დილის საათებში, ქ. გურჯაანში - გ-ს ქ. №18-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ე.ხ-მა ურთიერთშელაპარაკებისას მეუღლის ბებიას - ზიანი ჯ.-ს დანის გამოყენებით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, რის შედეგადაც ეს უკანაკსკნელი გარდაიცვალა.
ბრალდებულ ე.ხ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
2013 წლის 04 სექტემბერს ე.ხ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
2013 წლის 10 დეკემბერს ე.ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით. იგი დაეთანხმა მტკიცებულებებს და სადავო არ გაუხდია.
|