Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

პროკურორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

08-08-2013
პროკურორის  შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

 

2013 წლის 8 აგვისტოს თელავის რაიონულმა სასამართლომ განიხილა თელავის რაიონული პროკურატურის  შუამდგომლობა ბრალდებულის - დ.ქ-ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობების დასაბუთებულობა და კანონიერება, შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმებების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე არ  დააკმაყოფილა. 

 

დ.ქ-ს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  342-ე მუხლი პირველი ნაწილით. ,,სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია’’.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა ბრალდებულ დ.ქ-თან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, იმის თაობაზე რომ იგი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. 

სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის მოთხოვნას მხარი დაუჭირეს ბრალდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.

           სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასამართლო პროკურორისათვის საქმის დაბრუნებამდე მხარეებს სთავაზობს, შუამდგომლობის სასამართლო განხილვისას შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები, რაც შეთანხმებული უნდა იყოს ზემდგომ პროკურორთან. თუ სასამართლოს შეცვლილი პირობებიც არ აკმაყოფილებს, იგი საქმეს უბრუნებს პროკურორს. აღნიშნული მუხლის მოთხოვნის შესაბამისად შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მხარეებს შეთავაზა საპროცესო შეთანხმების პირობების შეცვლა და შეთანხმებაში 2012 წლის 28 დეკემბრის ’’ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 16-ე მუხლით გათვალისწინებული პირობის ასახვა, რაზეც ბრალდების მხარემ განაცხადა უარი იმ მოტივით, რომ წარდგენილი ბრალი არის სამოხელეო დანაშაული და ამნისტიის შესახებ კანონი კი არ ვრცერლდება სამოხელეო კატეგორიის დანაშაულებებზე, რასაც დაეთანხმა დაცვის მხარეც. საქმის განხილვისას ბრალდების პოზიციას მხარი დაუჭირა ბრალდებულმა და მისმა დამცველმა და ითხოვეს საპროცესო შეთანხმების წარმოდგენილი პირობებით დამტკიცება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 203 წლის 8 აგვისტოს თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა, ბრალდებულ დ.ქ-ს მისი დამცველის და პროკურორ შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და სისხლის სამართლის საქმე დაუბრუნდა პროკურორს. 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია