Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თელავის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის 11 ოქტომბერს დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და მუქარის ბრალდებით ბრალდებულ პირს ნ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა

11-10-2017
თელავის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის 11 ოქტომბერს დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და მუქარის ბრალდებით ბრალდებულ პირს ნ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის 11 ოქტომბერს დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და მუქარის ბრალდებით ბრალდებულ პირს ნ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა.

 

თელავის რაიონული პროკურატურის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, ბრალდებულმა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ მხარეთა განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი მასალების, შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესწავლისა და შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ ბრალდებულს ბრალი ედება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში, სასამართლო თვლის, რომ პროკურორის მიერ დასაბუთებულია გირაოს გამოყენების აუცილებლობა, კერძოდ ის, რომ ბრალდებულმა არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული და არ გაანადგუროს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია - მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის გზით.

 

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 13 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია