Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

Cvens Sesaxeb

ჩვენს შესახებ

თელავის რაიონული სასამართლო

თელავის რაიონული სასამართლო მდებარეობს ქ. თელავში, აღმაშენებლის ქ. 41-ში. სასამართლოს შენობა აშენდა 1970 წელს და მასში განთავსებული იყო 53-ე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი. 2007 წელს, სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში, განხორციელდა შენობის რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც თელავის რაიონულმა სასამართლომ ფუნქციონირება გააგრძელა განახლებულ შენობაში. პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები, სადაც ხდება მოქალაქეთა განცხადებების მიღება. თელავის რაიონული სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2005 წლიდან დღემდე, ხოლო 2004 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში. (მის: ქ. თბილისი, დიდი ლილო, ტელ: (995 32 )748158; (995 32 ) 748162;) 2009 წლის 2 დეკემბრიდან ამოქმედდა თელავის გაერთიანებული რაიონული სასამართლო, რომლის იურისდიქციაც გავრცელდა გურჯაანისა და ახმეტის რაიონებზე, ხოლო თითოეულ ამ რაიონში მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე, რომელიც პირველი ინსტანციის წესით განიხილავს მის განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს.

2011 წლის 1 ნოემბრიდან თელავის გაერთიანებული რაიონული სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება თელავის და ახმეტის რაიონებზე.

 

 

ახმეტის მაგისტრატი სასამართლო

ამჟამინდელი ახმეტის მაგისტრატი სასამართლოს შენობა 1955-1957 წლებში სპეციალურად სასამართლოსთვის აშენდა და იგი მდებარეობს ქ. ახმეტაში, ჩოლოყაშვილის ქ. 110-ში. შენობაში 1986 წლამდე ფუნქციონირებდა ახმეტის პროკურატურა, 1999 წლამდე ადვოკატურა, ხოლო 2006 წლამდე სააღსრულებო ბიურო. 2007-2008 წლებში, სასამართლო რეფორმის ფარგლებში, განხორციელდა შენობის რეკონსტრუქცია და 2008 წლიდან მასში ფუნქციონირებს ახმეტის მაგისტრატი სასამართლო, სადაც პირველი ინსტანციის წესით იხილება მაგისტრატ სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები.

ახმეტის მაგისტრატი სასამართლოს არქივში ინახება განხილული საქმეები 2003 წლიდან დღემდე, ხოლო 2002 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში (მის: ქ. თბილისი, დიდი ლილო, ტელ: (995 32) 748158; (995 32) 748162.)

 

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია