2021 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე თელავის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 8 განცხადება.
შემოსული განცხადებებიდან 5 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 3 შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა თელავის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. |