სენაკის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურს სენაკის რაიონული სასამართლოს აპარატის მანდატურის სამსახურის მანდატურის - IV რანგის - პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე, კონკურში მონაწილეობას მიიღებს ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს შესაბამის დადგენილ მოთხოვნებს. კონკურში მონაწილეობის მიღების თაობაზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეპაპზე გადასულ კანდიდატთან განაცხადში მითითებულ ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან/და საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრაციული ვებ-გვერდის HR.GOV.GE საშუალებით. კონკურს ჩაატარებს სენაკის რაიონული სასამართლოს საკონკურსო საატესტაციო კომისია. კონკურში მონაწილეობის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 07 თებერვალი. ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიის ძებნის" გვერდზე, ველში დამსაქმებელი მიუთითეთ - სენაკის რაიონული სასამართლო. |