Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა

30-08-2018

2018 წლის 29 აგვისტოს სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების ვ-მ ც-ს, ბ-ი ვ-ს, ხ-ა წ-ს, ე-დ კ-ს, გ-ზ ც-ს, მ-ა ს-ს, ნ-ა ქ-ს, გ-ა ჯ-ს, მ-ა ს-ს, მ-ი ჯ-ს, თ-ზ კ-ს, ზ-ა ს-ს, ი-რ გ-ს, ბ-კ ხ-ს, მ-ზ ყ-ს, რ-ზ ც-ს,  ზ-დ ბ-ა და ა-ლ ს-ს სასარჩელო მოთხოვნა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ გამოუყენებელი შვებულებისა და  იძულებითი  განაცდურის ანაზღაურების  დაკისრების თაობაზე.

 

მოპასუხე მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას, მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრათ იძულებით გაცდენილი პერიოდის (2016 წლის 23 ივნისიდან 2016 წლის 4 ნოემბრამდე),მიუღებელი ხელფასის სრულად  ანაზღაურება მათზე უკვე გაცემული კომპენსაციის გათვალისწინებით.

 

გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას,  მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 2014-2015 წლებში გამოუყენებელი შვებულების,  მათ მიერ საადვოკატო  მომსახურების სახით გაწეული ხარჯის- თითოეულზე 100 ლარის  (სულ 1800 ლარი) ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯების -  თითოეულზე 14 ლარი (მინდობილობის გაფორმების თანხა) და სხვა ხარჯების სახით-100 ლარის ანაზღაურება.  

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია