საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 მარტის № 1/107 გადაწყვეტილებით, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სარჩელის, პასუხის (სესაგებლისა) და საჩივრის ფორმებში შეტანილ იქნა ცვლილებები, რომლებიც ამოქმედდება 2016 წლის პირველი აპრილიდან. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სააპელაციო და საკასაციო საჩივრის (შესაგებლის) შეტანისას, როგროც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიაც (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფორმა არ არის წარდგენილი ნაბეჭდი სახით), ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობაზე მითითებისას (თუ მითითება ხდება სხოდმის ოქმზე) უნდა აღინიშნოს დროის ის მონაკვეთი, როდესც ოქმში მხარისათვის მნიშვნელოვან გარემოებაზეა საუბარი. ამასთან, სამოქალაქო საქმეზე სარჩელისა და შესაგებლის ფორმას დაემატა შეკითხვა საქმის სასამართლო მედიაციისათვის გადაცემასთან დაკავშირებით.
სასამართლოს ახალი ფორმები იხილეთ თანდართული ფაილის სახით. |