Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mosamarTleebi

ბიძინა სტურუა
ბიძინა სტურუა

მოსამართლე

ბიოგრაფია

ბიძინა სტურუა დაიბადა 1980 წლის 17 ივლისს ქუთაისში. 

1997 წელს დაამთავრა ქუთაისის №1 დამოუკიდებელი ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა.

2002 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2003-2005 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

2005 წელს დაამთავრა მიუნსტერის (გერმანია) ვესტფალური ვილჰელმის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი (LL.M.). 

2015 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

2018 წლის 21 ივნისი - 20 აგვისტო - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) დაფინანსებით, ჩაატარა სამეცნიერო კვლევა ფრიდრიხ შილერის სახელობის იენას (გერმანია) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

2001-2002 წლებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით უძღვებოდა სემინართა კურსს - „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვის ვალდებულება შეიარაღებულ კონფლიქტებში“ - საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებისა და ოფიცრებისათვის.

2004 წელს მონაწილეობა მიიღო ბერხუმში (გერმანია) ჩატარებულ კონფერენციაში თემაზე - „რელიგიური ტოლერანტულობა თანამედროვე საზოგადოებებში“.

2004-2005 წლებში იყო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიატი.

2006 წელს გაიარა სტაჟირება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

2006 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი და ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2006-2010 წლებში მუშაობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწედ.

2009 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2006-2010 წლებში მუშაობდა ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად.

2010 წლის სექტემბრიდან 2011 წლის სექტემბრამდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2012-2013  წლებში  კითხულობდა  ლექციების კურსს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2019 წლის 31 მარტი - 13 აპრილი - საერთაშორისო თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ-Deutsche Stiftung für Internationale Rechtliche Zusammenarbeit) მიწვევით გაიარა სტაჟირება ბერლინის პირველი და მეორე ინსტანციის ადმინისტრაციულ სასამართლოში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 31 ოქტომბრის № 1/152 გადაწყვეტილებით დაინიშნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 28 ნოემბრის  № 1-349 გადაწყვეტილებით გათავისუფლდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და თავისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში დაინიშნა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ, 2012 წლის 3 დეკემბრიდან.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 28 ნოემბრის  № 1/350 გადაწყვეტილებით, 2012 წლის 3 დეკემბრიდან დაეკისრა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.

2013 წლის 19 მარტიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს №1/41 გადაწყვეტილებით დაინიშნა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ.

2018 წლის 2 აპრილიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს №1/167 გადაწყვეტილებით დაინიშნა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 4 სექტემბრის  № 1/195 გადაწყვეტილებით, გათავისუფლდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და თავისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ, 2019 წლის 18 სექტემბრიდან.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 29 ნოემბრის  № 1/310 გადაწყვეტილებით, დაეკისრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება, 2019 წლის 2 დეკემბრიდან.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 20 დეკემბრის  № 1/355 გადაწყვეტილებით, გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობიდან და თავისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში დაინიშნა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ, 2019 წლის 23 დეკემბრიდან.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 26 დეკემბრის  № 1/360 გადაწყვეტილებით, გამწესდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ, 2019 წლის 27 დეკემბრიდან.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 26 დეკემბრის  № 1/362 გადაწყვეტილებით, დაინიშნა მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ.

 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი


აპარატი
ნინო დობაძიშვილი
ნინო დობაძიშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (3300) 51-36-98 (შ/ნ:112 )
ელ-ფოსტა: n.dobadzishvili@court.ge

ბიოგრაფია

 

ნინო თეიმურაზის ასული დობაძიშვილი, დაიბადა 1988 წლის 02 ივლისს . თბილისში. 

2004 წელს დაამთავრა . თბილისის №45 საჯარო სკოლა. 

2004 წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, სპეციალობით - სამართალმცოდნეობა.

2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი, სპეციალობით - სამართალმცოდნეობა.

2009 წელს ჩააბარა კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლაში იურიდიულ ფაკულტეტზე სისხლის სამართლის მიმართულებით.

2010 წლის ნოემბრის თვიდან 2011 წლის მარტის თვემდე გაიარა პრაქტიკა  თბილისის საქალაქო სასამართლოში. 

2012 წელს ჩააბარა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი.

2011 წლის მარტის თვიდან 2013 წლის აპრილის თვემდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად.

2013 წლის აპრილის თვიდან 2013 წლის ნოემბრის თვემდე მუშაობდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად.

2013 წლის 01 ნოემბრიდან მუშაობს მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

 

ჰყავს მეუღლე და შვილი.

 

 
დიანა რთველიაშვილი
დიანა რთველიაშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (3300) 51-36-98 (შ/ნ: 225 )
ელ-ფოსტა: d.rtveliashvili@court.ge

ბიოგრაფია

დიანა რთველიაშვილი – დაიბადა 1986 წლის 26 ივნისს მცხეთაში.

2003 წელს დაამთავრა ძეგვის როსტიაშვილის სახსკოლა 

2003 წელს ჩაირიცხა თბილისის სამართლისა და საგარეო  ეკონომიკურ  ერთიერთობათა  უნივერსიტეტში  იურიდიულ  ფაკულტეტზე აღნიშნული  უნივერსიტეტი  დავამთავრე  2008  წელს  სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2008 წლის 11 აგვისტოს დაინიშნა მცხეთის რაიონულ სასამართლოში კანცელარიის და  მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე

2013 წლის 01 ნოემბრიდან დაინიშნა მცხეთის რაიონული სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის თანამდებობაზე, ხოლო 2019 წლის 06 მარტიდან დაინიშნა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ, სადაც ვმუშაობს დღემდე.

2010 წლის 13 დეკემბერს  ჩააბარა  ადვოკატთა  ტესტური  გამოცდა  (სამოქალაქო  სამართლის  სპეციალობით). აქვს შესაბამისი სერთიფიკატი 

2012 წლის 6 მარტს ჩააბარა პროკურატურის საკვლიფიკაციო გამოცდა. აქვს შესაბამისი სერთიფიკატი

ოჯახური მდგომარეობა – ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

 
 
სოფიო ლეჟავა
სოფიო ლეჟავა

მოსამართლე

ბიოგრაფია


დაიბადა 1984 წლის 28 მაისს, ქ. თბილისში;

განათლება:

2001 წელს დაამთავრა ქ. სამტრედიის გიორგი ნიკოლაძის სახელობის მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმი ,,XXI-ე საუკუნე’’;

2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით.

2016-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2008 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სპაციალური სასწავლო კურსი და ჩააბარა შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდა.

2014 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

სამუშაო გამოცდილება:

2006 - 2009 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების სხდომის მდივნად;

2009 - 2016 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით დაინიშნა მცხეთის რაიონული სასამართლოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ მოსამართლედ;


აპარატი
ვერა ლომიძე
ვერა ლომიძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (3300) 51-36-98 (შ/ნ:226 )
ელ-ფოსტა: v.lomidze@court.ge

ბიოგრაფია

 

ვერა ლომიძე დაიბადა 1979 წლის 19 ოქტომბერს . ცხინვალში. 1995 წელს დაამთავრა . ქუთაისის 38- ზოგადსაგანმანათლებო სკოლა და სწავლა გააგრძელა . ქუთაისის ჰუმანიტარულ ლიცეუმში. 1997 წელს დაამთავრა წყალტუბოს რაიონის საღამოს სკოლა. 1998 წელს ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2004 წელს და მომენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 

2004 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სპეციალური სამთვიანი სასწავლო კურსი და ჩაააბარა ტესტური გამოცდა. 

2004 წელს ჩაააბარა პროკურატურის საკავალიფიკაციო გამოცდა.

2005 წელს გაიარა კომპიუტერის სწავლების კურსი.

2005 წლის 20 მარტიდან, დაინიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია ,,თანადგომი~ საადვოკატო ბიუროში იურისტად.

2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალობით, არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

2006 წლის 14 სექტემბრიდან დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის თანაშემწის სტაჟიორად.

2006 წლის 07 ოქტომბერს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2006 წლის 05 დეკემბრიდან დღემდე მუშაობს მცხეთის რაიონული სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

ჰყავს ორი შვილი.

 
სოფიო ქავთარაძე
სოფიო ქავთარაძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (3300) 51-36-98 (შ/ნ:232)
ელ-ფოსტა: s.kavtarazde@court.ge

ბიოგრაფია

 

სოფიო თემურის ასული ქავთარაძე, დაიბადა 1983 წლის 11 სექტემბერს დუშეთის რაიონში, დაბა ჟინვალში. 

1999 წელს დაამთავრა დუშეთის რაიონის დაბა ჟინვალის საშუალო სკოლა - 9 კლასი, იმავე წელს სწავლა გააგრძელა დუშეთის №2 საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 2001 წელს. 

2001 წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სპეციალობითსამართალმცოდნეობა.

2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, აქვს მაგისტრთან გათანაბრებული სამართალმცოდნეობის დიპლომირებული სპეციალისტის ხარისხი.

2005-2006 წლებში გაიარა სასწავლო პრაქტიკა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

2006-2007 წლებში გაიარა სტაჟირება მცხეთის რაიონულ სასამართლოში.

2007 წელს ჩააბარა ადოკატურის საკვალიფიკაციო გამოცდა კერძო სამართლის სპეციალიზაციაში.

2007 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი და ჩაააბარა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა.

2007 წლის მაისის თვიდან მუშაობს მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, სადაც მუშაობს დღემდე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

 

 
თეა წიკლაური
თეა წიკლაური

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: ტელეფონი: (3300) 51-36-98 (შ/ნ: 111 )
ელ-ფოსტა: t.tsiklauri@court.ge

ბიოგრაფია

 

დაბადება:  1979 წლის 01 ოქტომბერი, მცხეთის რაიონი სოფელი მისაქციელი

 

განათლება: თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, კვალიფიკაცია -იურისტი, სპეციალობა-სამართალმცოდნე  (1997-2002წწ)

 

სამუშაო გამოცდილება: მცხეთის რაიონული სასამართლო- კურიერი  ( 05.12.2005წ -13.03.2008წ)

                                          მცხეთის რაიონული სასამართლო -სხდომის მდივანი (14.03.2008წ-27.08.2014წ)

                                         ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია-  ადმინისტრაციული სამსახურის

                                          უფროსი  (27.08.2014წ - 12.11.2017წ)

                                       მცხეთის რაიონული სასამართლო -მოსამართლის თანაშემწე (27.04.2018წ-დღემდე)

     ოჯახური მდგომარეობა:     მეუღლე და ერთი შვილი

 

 
 
მაია ოშხარელი
მაია ოშხარელი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1963 წლის 17 ივლისს ქ. თბილისში

განათლება 

1980 წ ქ. თბილისის №36-ე საშუალო სკოლა

1987წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2010 წლის 4 მარტს თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს №12 გადაწყვეტილებით, მომენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება

 

1987-1999 წწ თბილისის სამრეწველო-ეკონომიკური ტექნიკუმი, სამართლის საგნის მასწავლებელი

1994-1999 წწ საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი. ნაძალადევის რაიონის ადვოკატურა, ადვოკატი

1992-1999 ლექციების კურსი თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში ,,იბერია“

15.05.1999_01.11.2005 თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლე

01.11.2005_17.03.2006 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე

17.03.2006_18.03.2016 საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი-(სისხლის სამართლის საქმეთა პალატა)

2009 წლიდან დღემდე სდასუ-ს სამართლის ფაკულტეტის სრული პროფესორი

2008 – 2013 წლამდე, 2016 წლის თებერვლიდან 016 წლის 31 დეკემბრამდე ლექციების კურსი კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის სამართლის სკოლა, ასისტენტ-პროფესორი

2010 წლიდან დღემდე _ ლექციების კურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ასისტენტ პროფესორი

2012 წლიდან 2014 წლამდე_ლექციების კურსი თავისუფალ უნივერსიტეტში

2014 წლიდან დღემდე_ლექციების კურსი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში

2015 წლიდან დღემდე_ლექციების კურსი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნიივერსიტეტში

31. 12. 2016 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო განყოფილების უფროსი კონსულტანტი

25.07.2016 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

04.07.2016-25.07.2016 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის კონსულტანტი.

04.04.2016-04.07.2016 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ;


აპარატი
ეკა გაბიდაური
ეკა გაბიდაური

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (3300) 51-36-98 (შ/ნ: 109 )
ელ-ფოსტა: e.gabidauri@court.ge

ბიოგრაფია

 

ეკა გაბიდაური ნოდარის ასული დაიბადა 1983 წლის 12 დეკემბერს .  მცხეთაში. 2001 წელს დაამთავრა მცხეთის რაიონის დაბა ზაჰესის საშუალო სკოლა, იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სოციალურ-ეკონომიკურ ინსტიტუტში იურიდიულ ფაკულტეტზე. 2006 წელს დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტი სამართალმცოდნეობის კვალიფიკაციით. 

 2005 წლიდან 2006 წლის თებერვლამდე სასწავლო პრაქტიკას გადიოდა . თბილისის საქალაქო სასამართლის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. 

2007 წელიდან 2008 წლის თებერვლამდე სასწავლო პრაქტიკას გადიოდა . თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 2008 წლის 22 აპრილიდან 2008 წლის 31 აგვისტომდე სტაჟირება გაიარა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაკო საქმეთა კოლეგიაში.

 2008 წლის 01 სექტემბერს დაინიშნა მცხეთის რაიონული სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების წამყვან სპეციალისტად  მოვალეობის შემსრულებლად, სადაც მუშაობს დღემდე.

 

 
მერი თათრიშვილი
მერი თათრიშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (3300) 51-36-98 (შ/ნ: 129 )
ელ-ფოსტა: m.tatrishvili@court.ge

ბიოგრაფია

 

 მერი თათრიშვილი დაიბადა 1984 წლის 25 იანვარს . თბილისში 

2001 წელს დაამთავრა . თბილისის . რაზმაძის სახელობის №7 სკოლა _ გიმნაზია. 

2001 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით_სამართალდმცოდნე. აქვს მაგისტრთან გათანაბრებული სამართალმცოდნეობის დიპლომირებული სპეციალისტის ხარისხი

2005-2006 წლებში გაიარა პრაქტიკა თბილისის საოლქო (შემდგომში სააპელაციო) სასამართლოს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

2006 წლის ივლისიდან 2006 წლის 5 დეკემბრამდე სტაჟირებას გადიოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

2006 წლის 5 დეკემბრიდან 2010 წლის მაისამდე მუშაობდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტად.

2010 წლის მაისიდან 2011 წლის 14 იანვრამდე მუშაობს მცხეთის რაიონულ სასამართლოში კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსად.

2011 წლის 14 იანვრიდან დღემდე მუშაობს მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2007 წლის 24 ნოემბერს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და მივიღე შესაბამისი სერთიფიკატი

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი, 2008 წლის 12 სექტემბერს ჩააბარა ტესტური გამოცდა და მიიღო სერთიფიკატი

ჰყავს მეუღლე და შვილი

 

 
 

თანამდებობარაოდენობამდედრობითიმამრობითი
მოსამართლე321
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია