დაიბადა 1957 წლის 27 მაისს, ქ. თბილისში.
1974 წელს დაამთავრა ლენტეხის რაიონის საშუალო სკოლა.
1983 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1985-1987 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო არბიტრაჟის ზედამხედველობის განყოფილების კონსულტანტად.
1988-1991 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის იურისკონსულტად.
1991 წელს (თებერვლიდან აგვისტომდე) მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო არბიტრაჟის საზედამხედველო განყოფილების წამყვან სპეციალისტად.
1991-1997 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს წევრი.
1998-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.
2001-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის აპარატის უფროსად.
2003-2009 წლებში იყო ლენტეხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.
2010 წლიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელედა ცაგერის რაიონულ სასამართლოში და ამავდროულად ცაგერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
2015 წლის 16 სექტებრიდან დღემდე არის ცაგერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ლენტეხის მაგისტრატ სასამართლოში და ამავდროულად მოსამართლის უფლება მოსილებას ანხორციელებს ცაგერის რაიონულ სასამართლოში.
2018წლის 01 აგვისტოდან არის ცაგერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.