ნიკო ჯამბულის ძე ზარანდია დაიბადა 1992 წლის 15 აგვისტოს ქ. სენაკში.
2011 წელს დაამთავრა ქ. ფოთის №1 საჯარო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
2017 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით;
2019 წელს დაამთავრა ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სამაგისტრო პროგრამა სამოქალაქო სამართლის მიმართულებით
2013-2017 წლებში აქტიურად მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ათლეტიზმის სპორტულ გუნდში, 2014-2017 წლებში ზედიზედ იმარჯვებდა ძალისმიერ სამჭიდში საქართველოს ჩემპიონატებზე, 105, 110 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში, 2015 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი ძალისმიერ სამჭიდში 23 წლამდე ასაკობრივ და 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. 2016 წელს გაიმარჯვა ძალისმიერ სამჭიდში, კავკასიის ღია ჩემპიონატში და მოიპოვა მსოფლიო თასი 110 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. 2016-2017 წლებში გამართულ უნივერსიადაზე წოლჭიმში 105 და 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ზედიზედ მოიპოვა გამარჯვება. 2017 წელს გამართულ მსოფლიო უნივერსიადაზე ძალისმიერ სამჭიდში გაიმარჯვა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში.
2015 წლიდან არის ძალისმიერი სამჭიდის საერთაშორისო ფედერაციის GLOBAL POWERLIFTING ALLIANCE-ს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.
2014 წლის 04 სექტემბრიდან 2014 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით გადიოდა პრაქტიკულ სამუშაოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
2015 წლის 02 თებერვალიდან 2016 წლის 20 თებერვლის ჩათვლით არჩეულ იქნა ა(ა)იპ „საქართველოს სამჭიდის ეროვნული ალიანსის“ გენერალურ მდივნად.
2019 წლის იანვრიდან 2019 წლის ივლისის ჩათვლით მუშაობდა შპს „ომეგა მ.ბ.რ.-ში" მცველის თანამდებობაზე.
2019 წლის 08 აგვისტოდან 2020 წლის 16 იანვრის ჩათვლით იყო მოხალისე იურიდიულ კლინიკა „ჩემი ადვოკატში“.
2020 წლის 19 იანვრიდან 2020 წლის 06 ოქტომბრამდე იყო ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი.
2020 წლის 06 ოქტომბრიდან მუშაობს ფოთის საქალაქო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მანდატურის თანამდებობაზე.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.