Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mosamarTleebi

დავით  გელაშვილი
დავით გელაშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1975 წლის 07 მარტს ქ. ხაშურში.

1992 წელს დაამთავრა ქ. ხაშურის 4 საშუალო სკოლა.

1992-1998 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტ, იურიდიული ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1998 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2000-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონულ შს განყოფილების უფროს გამომძიებლად.

2007-2009 წლებში მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლო მოსამართლედ.

2010-2011 წლებში (ნოემბრიდან მარტამდე) მუშაობდა წალკის რაიონულ სასამართლოს მოსამართლედ და სასამართლოს თავმჯდომარედ.

2011-2012 წლებში (მარტიდან დეკემბრამდე) მუშაობდა მესტიის რაიონულ სასამართლომოსამართლედ და სასამართლოს თავმჯდომარედ.

2012 წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით მუშაობდა წალენჯიხის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და სასამართლოს თავმჯდომარედ.

2012-2016 წლებში მუშაობდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლე მესტიის მუნიციპალიტეტში.

2016 წლის 25 ივლისიდან 2017 წლის 25 მაისამდე მუშაობდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

2017 წლის 25 მაისიდან 2017 წლის 20 ოქტომბრამდე მუშობდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ ქედის მუნიციპალიტეტში 3 წლის ვადით.

2017 წლის 20 ოქტომბრიდან 2019 წლის 02 დეკემბრამდე მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ ქედის მუნიციპალიტეტში უვადოდ.

2019 წლის 02 დეკემბრიდან დღემდე მუშაობს ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

2019 წლის 09 დეკემბრიდან არის ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


აპარატი
 
გიორგი თუნაური
გიორგი თუნაური

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1988 წლის 25 ოქტომბერს ქ. ახმეტაში.

განათლება

2005 წელს დაამთავრა ი. ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N 1 საჯარო სკოლა.

2009 წელს დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამარტალმცოდნეობის ფაკულტეტი.

2011 წელს დაამთავრა გ. თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრატურა.

2019-2020 წლებში იყო იუსტივიის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2009 წელს იყო სტაჟიორი სტაჟიორი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

2009-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სპეციალისტი.

2010 წლის მაისიდან აგვისტომდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სამოქალაქო საქმეთა საქმეთა სექტორის უფროსი.

2010-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი.

2012-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.

2017-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი-მოსამართლის თანაშემწე.

2021 წლის ივნისიდან არის ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.


აპარატი
ალიკა ქებურია
ალიკა ქებურია

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (032)2500750
კომენტარი: ფოთის საქალაქო სასამართლო

ბიოგრაფია

დაიბადა 1996 წლის 21 აპრილს ხობის რაიონის სოფელ ახალსოფელში. 

2014 წელს დაამთავრა ხობის რაიონის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა. 

2014-2018 წლებში სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სკოლის ფაკულტეტზე. 

2015 წელს ჩააბარა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე. 

2016 წლიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით მუშაობდა შპს "უსაფრთხოების სამსახური ტიგონისში" მცველად.

2018 წლის 16 აგვისტოდან 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით გაიარა სტაჟირება ფოთის საქალაქო სასამართლოში.

2018 წლის 26 დეკემბრიდან 2019 წლის 09 სექტემბრამდე  მუშაობდა ფოთის საქალაქო სასამართლოს მანდატურის თანამდებობაზე.

2019 წლის 09 სექტემბრიდან 2020 წლის 16 ივლისის ჩათვლით მუშაობდა ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ხობის მუნიციპალიტეტში კანცელარიის სპეციალისტად.

 2020 წლის 16 ივლისიდან მუშაობს ფოთის საქალაქო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნად. 

2021 წლის 30 დეკემბრიდან დაინიშნა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

 
თამარი ქირია
თამარი ქირია

სპეციალისტი
ტელეფონი: 0414222041
კომენტარი: ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ხობის მუნიციპალიტეტში სპეციალისტი

ბიოგრაფია

თამარი დემზარის ასული ქირია დაიბადა 1998 წლის 04 მარტს ქალაქ ფოთში.

2016 წელს დაამთავრა ქალაქ ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის N1 საჯარო სკოლა.

2020 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი, სამართალის ბაკალავრის სპეციალობით.

2019 წელს გაიარა სტაჟირება ფოთის საქალაქო სასამართლოში.

2019 წელს მუშაობდა სს "საქართველოს ბანკში" მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

2020 წლიდან სწავლობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამების სამართლის ფაკულტეტზე.

2021 წლის 12 აპრილიდან არის ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ხობის მუნიციპალიტეტში სპეციალისტი.

ჰყავს მეუღლე და ვაჟი.

 

 
 
ეკატერინე მაღრაძე
ეკატერინე მაღრაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1988 წლის 2 დეკემბერს.

 განათლება

 2006 წელს დაამთავრა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია;

2010 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

2012 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტის მაგისტრატურა;

2012 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით;

2020 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით;

2020-2021 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 

სამუშაო გამოცდილება: 

2009-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სტაჟიორი;  

2010 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი;

2010-2011 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის სამოქალაქო საქმეთა სექტორის სპეციალისტი;

2011-2014 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ბიუროს სხდომის მდივანი;

2014-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწე;

2019-2020 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის მწერალი თანაშემწე;

2022 წლის მარტიდან არის ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხობის მუნიციპალიტეტში.

 

 


აპარატი
 

თანამდებობარაოდენობამდედრობითიმამრობითი
მოსამართლე312
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია