ფოთის საქალაქო სასამართლო, სჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს ღია კონკურსს ფოთის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მანდატურის - IV რანგის - პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსის ეტაპებია: განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალების მიცემა, გასაუბრება; კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 25 სექტემბერი. ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge „ვაკანსიების ძებნის“ გვერდზე, ველში „დამსაქმებელი“, მიუთითეთ „ფოთის საქალაქო სასამართლო“.
|