მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ფოთის საქალაქო სასამართლო, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად. კონკურსს ჩაატარებს ფოთის საქალაქო სასამართლოს სტაჟირების კომისია (მისამართი ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.№3). განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 4 აპრილი. სასამართლოში ანაზღაურების გარეშე სტაჟირების ვადად განისაზღვრება 6 (ექვსი) თვე. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს მიეცემა სტაჟირების სერტიფიკატი. სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი |