ფოთის საქალაქო სასამართლო, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქმეთა განხილვის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. პროცესის მონაწილეები სასამართლო განხილვაში დისტანციურად მონაწილეობდნენ.
2020 წლის 20 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით ფოთის საქალაქო სასამართლომ დისტანციურ რეჟიმში გამართა ოცდათოთხმეტი სხდომა. აღნიშნულიდან სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარდა 12 არსებითი სხდომა, 6 წინასასამართლო სხდომა, 4 სხდომა ბრალდებულის პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ, 11 სხდომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე, ერთი სხდომა სამოქალაქო საქმეზე.
ფოთის საქალაქო სასამართლო მადლობას უხდის ქსელის ადმინისტრატორ რობერტ გურალიას სასამართლო სხდომების დისტანციურ რეჟიმში შეუფერხებლად ჩატარებაში გამოჩენილი ძალისხმევისათვის.
ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ სამართალწარმოების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებული ღონისძიებები მიმართულია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის და სასამართლოს მომხმარებელთა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.
|