Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mosamarTleebi

ნანა  ჯანხოთელი
ნანა ჯანხოთელი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1957 წლის 27 მაისს, ქ. თბილისში. 

1974 წელს დაამთავრა ლენტეხის რაიონის საშუალო სკოლა.

1983 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1985-1987 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო არბიტრაჟის ზედამხედველობის განყოფილების კონსულტანტად.

1988-1991 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის იურისკონსულტად.

1991 წელს (თებერვლიდან აგვისტომდე) მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო არბიტრაჟის საზედამხედველო განყოფილების წამყვან სპეციალისტად.

1991-1997 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს წევრი.

1998-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2001-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის აპარატის უფროსად.

2003-2009 წლებში იყო ლენტეხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

2010 წლიდან   მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელედა  ცაგერის რაიონულ სასამართლოში და ამავდროულად ცაგერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

2015 წლის 16 სექტებრიდან დღემდე  არის ცაგერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ლენტეხის მაგისტრატ სასამართლოში და ამავდროულად  მოსამართლის უფლება მოსილებას ანხორციელებს ცაგერის რაიონულ სასამართლოში.

2018წლის 01 აგვისტოდან  არის  ცაგერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის  მოვალეობის  შემსრულებელი.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.


აპარატი
ბექა ვირსალაძე
ბექა ვირსალაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: 551131339
ელ-ფოსტა: bvirsaladze@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1994 წლის 12 მაისს .  2012 წელს  დაამთავრა სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლა . 2012- 2016 წლებში სწავლობდა  ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - სამართლის პროგრამაზე . 2016 წელს ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტის  სისხლის სამართლის მაგისტრატურის სასწავლო კურსზე .
2013 წლის 15 ოქტომბრიდან -15 დეკემბრის ჩათვლით  სტაჟირება გაიარა ქ.ქუთაისის მერიის იურიდიული სამსახურის სამართლებრივ საკითხთა განყოფილებაში, არის 2014 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის 
დეპუტატი .
ამავე პერიოდში გადიოდა სტაჟირებას  
არასამთავრობო ორგანიზაცია „ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საპარლამენტო სამდივნოში .2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის მაისის ჩათვლით გაიარა სტაჟირება აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული იურიდიული კლინიკაში.
2016 წლის თებერვლიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით  მუშაობდა  შპს "საგანმანათლებლო საკონსულტაციო ჯგუფი"-ს იურისტი- კონსულტანტის პოზიციაზე ; 2018 წლის სექტემბრიდან  2019 წლის  სექტემბრის ჩათვლით  მუშაობდა სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მოწვეულ მასწავლებლად . 2019 წლის თებერვლიდან   მაისის ჩათვლით სტაჟირება გაიარა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში; 2019 წლის მაისიდან  სექტემბრის ჩათვლით  მუშაობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონული სამმართველოში - ანალიტიკოსის პოზიციაზე . 2019 წლის 20 სექტემბრიდან დაინიშნა ცაგერის რაიონულ სასამართლოში მდივან- თანაშემწის თანამდებობაზე .

 

 არის დასაოჯახებელი

 

 

 

 
ნანა ყვირილიანი
ნანა ყვირილიანი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: 577620238
ელ-ფოსტა: nkviriliani@court.ge

ბიოგრაფია

დაბადების თარიღი_07,02,1981, ქ.ცაგერში. დაამთავრა ცაგერის ა.ვ.გელოვანის სახელობის საშუალო სკოლა, იმავე წალს ჩააბარა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2003 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2003-2004 წ;ებსი მუსაობდა შსს ცაგერის რაიონულ განყოფილებასი არასრულწლოვანთა ინსპექტორად, 2004ცწლიდან 20019 წლის სექტემბრამდე მუშაობდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცაგერის სარეგისტრაციო სამსახურში. 2019 წლის სექტემბრის თვიდან მუშაობს ცაგერის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნად, ამასთან ასრულებს მოსამართლის თანაშემწის მოვალეობას.

არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

 

 
 

თანამდებობარაოდენობამდედრობითიმამრობითი
მოსამართლე110
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია