Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mosamarTleebi

დავით მამისეიშვილი
დავით მამისეიშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1978 წლის 24 აგვისტოს, ქ. ქუთაისში.

1995 წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაზო ექსპერიმენტალური სკოლა-გიმნაზია.

2000 წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი.

2000-2001 წლებში გაიარა სამხედრო-სავალდებულო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს  №12131 სამხედრო ნაწილის შემადგენლობაში.

2002-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლად.

2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში გამომძიებლად.

2005 წელს (მაისიდან ნოემბრამდე) მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოში გამომძიებლად.

2005-2007 წლებში მუშაობდა შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად.

მინიჭებული აქვს იუსტიციის უმცროსი მრჩევლის სახელმწიფო სპეციალური წოდება.

2008-2009 წლებში იყო ქედის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს  თავმჯდომარე.

ამასთან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა შუახევის რაიონულ სასამართლოში.

2009 წლის სექტემბრიდან იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2009 წლის ნოემბრიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე იყო ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

2013 წლის იანვრიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს  თავმჯდომარე.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

 


აპარატი
მირანდა თურმანიძე
მირანდა თურმანიძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (0422) 27-97-33, 27-97-40, 27-97-43 (შ/ნ 110)
ელ-ფოსტა: m.turmanidze@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1987 წლის 03 იანვარს, ხელვაჩაურის რაიონში.

2004 წელს დაამთავრა ხელვაჩაურის რ/ნ ახალსოფლის საშუალო სკოლა.

2008 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2010-2011 წწ სტაჟირება გაიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2011 წელს მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტად.

2011-2012 წწ მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო განყოფილების სხდომის მდივნად.

2016 წლის თებერვლიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო განყოფილების სხდომის მდივნად.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 
სალომე ქართველიშვილი
სალომე ქართველიშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (0422) 27-97-33, 27-97-40, 27-97-43 (შ/ნ 110)
ელ-ფოსტა: s.qartvelishvili@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1986 წლის 18 სექტემბერს, . ქუთაისშ.

2003 წელს დაამთავრა . ბათუმის 9 საშუალო სკოლა.

2007 წელს დაამთავრა . ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2008 წლის 08 აგვისტოს თვიდან 2012 წლის მარტის თვემდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტად. 

2012 წლის მარტის თვიდან 2017 წლის 22 მაისამდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნად.

2017 წლის 22 მაისიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხების განყოფილების მოსამართლის თანაშემწედ.

2010 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

არის დასაოჯახებელი.

 

 
 
თამარ ბეჟანიშვილი
თამარ ბეჟანიშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1978 წლის 17 თებერვალს, . ხაშურში.
1995
წელს დაამთავრა ხაშურის რაიონის სოფელ გომის საშუალო სკოლა.
2000
წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2001 წლის იანვარში ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2001-2003 წლებში მუშაობდა ხაშურის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნად.
2003-2007
წლებში მუშაობდა ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2006 წლის მარტში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაინიშნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ, სადაც უფლებამოსილებას ახორციელებდა 2009 წლის 9 სექტემბრამდე.

2009 წლის 9 სექტემბრიდან 2011 წლის 31 ოქტომბრამდე იყო ყვარლის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მითითებულ პერიოდში მივლინებული იყო და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2011 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს N1/150 გადაწყვეტილებით გათავისუფლდა ლიკვიდირებული ყვარლის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაეკისრა სოხუმის და გაგრა-გუდაუთას რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა და სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება დაეკისრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2012 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს N1/245 გადაწყვეტილებით გათავისუფლდა სოხუმის და გაგრა-გუდაუთას რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და უფლებამოსილების ვადის ფარგლებში დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ 2012 წლის 31 ოქტომბრიდან.

 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


აპარატი
ნინო კოღუაშვილი
ნინო კოღუაშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (0422) 27-97-33, 27-97-40, 27-97-43 (შ/ნ 107)
ელ-ფოსტა: n.kokguashvili@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1986 წლის 17 სექტემბერს ქ. ბათუმში.

2004 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის №10 რუსული საშუალო სკოლა.

2008 წელს დაამთავრა ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2008 წელს დაამთავრა ინფორმატიკის სასწავლო ცეტრში კომპიუტერის შემსწავლელი კურსები.

2008-2009 წ.წ. გაიარა ერთ წლიანი სტაჟირების კურსი ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
 
2009 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

2009 წლის  აგვისტოს თვიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწედ.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 
ნინო ფუტკარაძე
ნინო ფუტკარაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (0422) 27-97-33, 27-97-40, 27-97-43 (შ/ნ 107)
ფაქსი: (0422) 279734
ელ-ფოსტა: ni.futkaradze@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1992 წლის 21 თებერვალს, ქალაქ ბათუმში.
1998-2009 წლებში სწავლობდა ქალაქ ბათუმის №9 საჯარო სკოლაში.
2010 წელს წარჩინებით დაამთავრა ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ერგეს საჯარო სკოლა.
 2014 წელს დაამთავრა ქალაქ ბათუმის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი  სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჟა იურისტის კვალიფიკაცია.

2014 წელს ჩააბარა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, რაც წარმატებით დაასრულა 2017 წელს.

2013 წლის 27 იანვრიდან 2014 წლის 24 სექტემბრამდე გაიარა სტაჟირება ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2014 წლის 24 სექტემბრიდან 2016 წლის 1 ივნისამდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების თავმჯდომარის პირად მდივნად. 

 2016 წლის 1 ივნისიდან 2017 წლის 17 აგვისტომდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხების განყოფილების სხდომის მდივნად. 

2017 წლის  17 აგვისტოდან 2018 წლის 16 თებერვლამდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხების განყოფილების მოსამართლის თანაშემწედ. 

2018 წლის 16 თებერვლიდან 2019 წლის 6 მაისამდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხების განყოფილების სხდომის მდივნად. 

2019 წლის 6 მაისიდან 2019 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

2019 წლის 5 ნოემბრიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხების განყოფილების სხდომის მდივნად. 

 
 
ვიოლეტა ფორჩხიძე
ვიოლეტა ფორჩხიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1966 წლის 30 ნოემბერს, ტყიბულის რაიონის სოფელ ძიროვანში.
1983 წელს დაამთავრა ტყიბულის რაიონის სოფელ საწირის საშუალო სკოლა.
1992 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1987-1992 წლებში მუშაობდა ვანის რაიონის დამზადების გაერთიანების იურისკონსულტად.
1993-1999 წლებში მუშაობდა ვანის რაიონის სახალხო სასამართლოს აღმასრულებლად.
1999-2009 წლებში იყო ვანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2003-2008 წლებში იყო ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
2009 წლის 9 ოქტომბერს დაინიშნა ხონის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
ამჟამად მივლინებულია და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
ჰყავს ორი შვილი.

 


აპარატი
ხატია დევაძე
ხატია დევაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (0422) 27-97-33, 27-97-40, 27-97-43 (შ/ნ 102)
ელ-ფოსტა: kh.devadze@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1982 წლის 31  მაისს . ბათუმში.

 

1999 წელს დაამთავრა . ბათუმის #2 საშუალო სკოლა.

 

2004 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. (სამართალმცოდნეობა)

 

2005 წლის ივლისის თვიდან 2015 წლის 3 აგვისტომდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების წამყვან სპციალისტად.

 

2015 წლის 3 აგვისტოდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხების განყოფილების სხდომის მდივნად.

 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 
თამარ დუმბაძე
თამარ დუმბაძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (0422) 27-97-33, 27-97-40, 27-97-43 (შ/ნ 102)
ელ-ფოსტა: t.dumbadze@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1981 წლის 29 დეკემბერს, ხელვაჩაურის რაიონში.

1999 წელს დაამთავრა მახოს საშუალო სკოლა.

2003 წელს დაამთავრა . ბათუმის სამართლის, ეკონომიკის, ფარმაციისა და სტომატოლოგიის ინსტიტუტის იურდიულ-ეკონომიკური ფაკულტეტი.

2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალობით.

2008 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალობით.

2008 წელს ჩააბარა კომპიუტერის კურსები ოპერატორის პროფილით.

2008 სექტემბრის თვიდან 2016 წლის 1 ივნისამდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნად.

2016 წლის 1 ივნისიდან დღემდემუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოში საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწედ. 

2010 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო ტესტირება

არის დასაოჯახებელი.

 

 
 
ჯუმბერ ბეჟანიძე
ჯუმბერ ბეჟანიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1964 წლის 1 მაის შუახევის რაიონის სოფ.ჭვანაში.
1980 წელს დაამთავრა საშ. სკოლა.
მუშაობა დაიწყო კოლმეურნეობაში.
1983 წელს ჩაირიცხა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
1985-1987 წლებში გაიარა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.
1990 წელს დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გამოყოფილი სოხუმის ფილიალის, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წარჩინებით.
1990-1991 წლებში მუშაობდა კერძო ფირმაში იურისტად.
1992 წლიდან მუშაობდა აჭარის ა.რ. იუსტიციის სამინისტროში ჯერ კონსულტანტის, შემდეგ კი წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.
1992 წლიდან დაიწყო ლექციების კურსის წაკითხვა ქ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ადმინისტრაციულ სამართალში.
1994 წლის 20 მაისიდან დანიშნულ იქნა ხელვაჩაურის რაიონის ადმინისტრაციულ მოსამართლედ.
1999 წლის 6 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის №585 ბრძანებულებით დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ.
1999 წლის 15 მაისიდან მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.
2004 წლის 26 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის №775 განკარგულებით დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ.
2005 წლის 6 მაისის საქართველოს პრეზიდენტის №336 განკარგულებით "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის №55-ე მუხლის შესაბამისად ჩამოცილებულ საქმის განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.
2005 წლის 16 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის №659 განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 2005 წლის 6 მაისის საქართველოს პრეზიდენტის №336 განკარგულება.
2005 წლის 16 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის №660 განკარგულებით "საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-151 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან.

საქართველოს იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 09 ოქტომბრის #1/277 გადაწყვეტილებით დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.


აპარატი
ნესტან მარჯანიშვილი
ნესტან მარჯანიშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (0422) 27-97-33, 27-97-40, 27-97-43 (შ/ნ 226)
ელ-ფოსტა: n.marjanishvili@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1987 წლის 12 მაისს, ქ. ბათუმში.

2004 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის N25-ე საჯარო სკოლა.

2008 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა ბაკალვრის ხარისხი.

2010 წელს  დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, სისხლის სამართლის სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.

 2012 წელს გაიარა 6 თვიანი სტაჟირების კურსი ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2012 წლის 03 დეკემბრიდან,  2018 წლის 20 აგვისტომდე მუშაობდა  ბათუმის საქალაქო სასამართლოს, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების წამყვან სპეციალისტად.

2018 წლის 20 აგვისტოდან,  2018 წლის 01 ნოემბრამდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნად.

2018 წლის 01 ნოემბრიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწედ.

 
ინეზა ტარიელაძე
ინეზა ტარიელაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (0422) 27-97-33, 27-97-40, 27-97-43 (შ/ნ 226)
ელ-ფოსტა: i.tarieladze@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1985 წლის 18 სექტემბერს, ხელვაჩაურის რაიონში.

2002 წელს დაამთავრა ხელვაჩაურის რ/ნი წინსვლის საშუალო სკოლა.

2007 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2007 წელს გაიარა სამთვიანი პრაქტიკის კურსი ,,იურიდულ კლინიკა”-ში

2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

2007-2008წწ  სპს ” პ. კოპალეიშვილი ო. ნაკაშიძე  და პარტნიორებში” იყო ადვოკატ- სტაჟიორი.

2008 წელს  გაიარა 6 თვიანი სტაჟირების კურსი  ბათუმის საქალაქო სასამრთლოში.

2009 წლის აგვისტოს თვიდან 2010 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების წამყვან სპეციალისტად.

2010 წლის სექტემბრის თვიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნად.
 
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 
 
ხათუნა ბოლქვაძე
ხათუნა ბოლქვაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1975 წლის 22 იანვარს ხულოს რაიონში.
1992 წელს დაამთავრა ხულოს რაიონის საშუალო სკოლა.
1992-1997 წლეში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
1997-1998 წლებში მუშაობდა ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მასწავლებლად.
1998-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის აჭარის განყოფილებაში სახელმწიფო ინსპექტორად.
1999 წლიდან მუშაობდა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2005 წლის ივნისში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
2005 წლის 22 სექტემბრის საქართველოს პრეზიდენტის №801 ბრძანებულებით დაინიშნა ხულოს რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2005 წლის 10 ოქტომბრის №1/97-2005 გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 07 სექტემბრის #1/185 გადაწყვეტილებით დაეკისრა ლენტეხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. 2009 წლის 10 სექტემბრიდან მოვლინებული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 


აპარატი
მზექალა აბუსელიძე
მზექალა აბუსელიძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (0422) 27-97-33, 27-97-40, 27-97-43 (შ/ნ 109)
ელ-ფოსტა: m.abuselidze@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1981 წლის 27 თებერვალს, . ბათუმში.

1998 წელს დაამთავრა . ბათუმის აკ. წერეთლის სახელობის 22 საშუალო სკოლა.

2003 წელს დაამთავრა . ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2003 წლის 26 დეკემებრის თვიდან 2005 წლის ივლისის თვემდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნად. 

2005 წლის ივლისის თვიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწე.

2003 წლის 01 სექტემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით კვალიფიკაცია აიმაღლა საქართველოს იუსტიციის სახელმწიფო სასწავლო ცენტრის ბათუმის ფილიალში.

2006 წლის მარტის თვეში ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2006 წლის მაისის თვეში ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2009 წლის ივნისის თვეში ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. 

არის დასაოჯახებელი.

 
ცირა ქარცივაძე
ცირა ქარცივაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (0422) 27-97-33, 27-97-40, 27-97-43 (შ/ნ 109)

ბიოგრაფია

დაიბადა 1992 წლის 04 აპრილს შუახევის  რაიონ სოფელ ტაკიძეებში.

1998-2008  წლებში სწავლობდა  ტაკიძეების არასრულ  სკოლაში.

2010  წელს  დაამთავრა ჭვანის საჯარო სკოლა.

2014 წელს დაამთავრა  ქ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოცილაური მეცნიერებათა, ბიზნესისა და  სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით.

2014 წლის დეკემბრიდან 2016 თებერვლამდე  გაირა სტაჯირება  ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2016 წლის  21 თებერვლიდან  მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს      აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნად.

 

2017  წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკუკლტეტის  მაგისტრატურა საჯარო სასამართლის მიმართულებით. 

 
 
სალიხ შაინიძე
სალიხ შაინიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიაბადა 1966 წლის 29 დეკემბერს, ქ. ბათუმში;

განათლება:

1984 წელს წარჩინებით დაამთავრა ხულოს რაიონის სხალთის საშუალო სკოლა;

1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით;

1999 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა;

სამუშაო გამოცდილება:

1984-1985 წლებში მუშაობდა აჭარის საკონსერვო კომბინატში მუშად;

1985 -1987 წლებში მოვიხადე სამხედრო სავალდებულო სამსახური საბჭოთა არმიის რიგებში;

1987-1990 წლებში მუშაობდა ბათუმის მეცხოველეობის სანაშენე საბჭოთა მეურნეობის სამშენებლო ბრიგადაში მუშად, 1993 წლამდე კი - მემცენარეობის ბრიგადაში მუშად-მოიჯარედ;

1990 -1991 წლებში მუშაობდა ბათუმის დაცვის განყოფილებაში მცველად, მცველ-კონტროლიორად;

1993-1996 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის იურისკონსულტის თანამდებობაზე;

1996-1998 წლებში მუშაობდა ბათუმის სამომხმარებლო კოოპერატივის იურისტ-კონსულტანტად;

1997-1999 წლებში მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ფოსტის დამტარებლად;

1999-2009 წლებში იყო შუახევის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;

2016 წლის თებერვლიდან გამწესდა მოსამართლედ ბათუმის საქალაქო სასამართლოში.


აპარატი
ნათია გოგმაჩაძე
ნათია გოგმაჩაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (0422) 27-97-33, 27-97-40, 27-97-43 (შ/ნ 105)
ელ-ფოსტა: n.gogmachadze@court.ge

ბიოგრაფია

 

დაიბადა 1991 წლის 06 მაისს, ქობულეთის რაიონში, სოფელი გვარა

2008 წელს დაამთავრა ქობულეთის N2 საჯარო სკოლა

2012 წელს გაიარა კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი.

2012 წელს გაიარა ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი.

2012 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

2013 წლის 01 დეკემბრიდან 2014 წლის 01 ივლისამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის პრაქტიკანტი.

2013 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს კრიმინოლოგთა საზოგადოება“ 

2013-2015 წლამდე იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს კრიმინოლოგთა საზოგადოების“ მმართველო საბჭოს წევრი.

2013-2015 წლებში მონაწილეობას ღებულობდა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს კრიმინოლოგთა საზოგადოების“ მიერ ორგანიზებულ, ტრენინგებში სკოლის მოსწავლეებისთვის, როგორც ტრენერი. (თემები: ოჯახური ძალადობა, მობინგი, ფსიქოლოგიური ძალადობა სკოლაში და სამსახურში.)

2014 წელს პროფესიული განვითარების ევროპულ ცენტრში, გაიარა სამ თვიანი სასწავლო კურსი სისხლის სამართალში.

2014 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტი, მიენიჭა სისხლის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2014 წელს - დაცული აქვს სამაგისტრო ნაშრომი თემაზე: დამნაშავის პიროვნების პრობლემა, კრიმინოლოგიაში.

2015 წლის 30 ოქტომბრიდან 2016 წლის 20 თებერვლამდე იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი.

2016 წლის 20 თებერვლიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის, საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი.

 გავლილი აქვს ტრენინგები თემებზე: ,,პროცედურული  და  ძირითადი  პრინციპების  მოქალაქეობის  ახალ  კანონთან დაკავშირებით“, ,,კრიმინოლოგიის  ზოგადი  კურსში“, ,,დანაშაულის  კრიმინოლოგიური  ანალიზი, განაჩენის დასაბუთებულობა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. 

არის სამეცინიერო ნაშრომის ავტორი, თემაზე: ,,სისხლის სამართლის პოლიტიკა, როგორც დანაშაულის დეტერმინანტი“

 

 
მაკა დავითაძე
მაკა დავითაძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (0422) 27-97-33, 27-97-40, 27-97-43 (შ/ნ 105)
ელ-ფოსტა: m.davitadze@court.ge

ბიოგრაფია
 
 
ირმა ტოგონიძე
ირმა ტოგონიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1972 წლის 18 იანვარს ქ. ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის პირველი საშუალო სკოლა. 1989-1995 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1996-2006 წლებში მუშაობდა სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს იურიდიული განყოფილების უფროსისა და სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობებზე.

2007-2009 წლებში მუშაობდა შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონული ცენტრის იურიდიული სამმართველოს მთავარი სპეციალისტისა და ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობებზე.

2010-2011 წლებში მუშაობდა შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონული ცენტრის იძულებითი ღონისძიებების სამმართველოს უფროსად და აუდიტის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს მთავარ სპეციალისტად.

2012-2016 წლებში მუშაობდა შპს „ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს“ დირექტორის მოადგილედ და შპს „ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა კლინიკური ცენტრის“ იურისტად.

2016-2017 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

2003-2017 წლებში იყო ადვოკატთა ასოციაციის წევრი, 2014 წლიდან ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო /ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სპეციალობებით, ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

ყავს ორი შვილი.


აპარატი
სოფიო ქარცივაძე
სოფიო ქარცივაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (0422) 27-97-33, 27-97-40, 27-97-43 (შ/ნ 108)

ბიოგრაფია

დაიბადა 1993 წლის 28 სექტემბერს

2011-2015წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბაკალავრი)

15.10.2013 – 30.06.2014 - იურიდიული კლინიკის სტაჟიორი.

01.10.2013 – 30.06.2014 - ,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ მონიტორინგი სასამართლოში.

07.06.2014 – 07.06.2015 ,,ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის“ ბათუმის ლოკალური ჯგუფის გენერალური მდივანი

07.06.2015 – 21.02.2016 ,,ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის“ ბათუმის ლოკალური ჯგუფის პრეზიდენტი

2014-2015 - ბათუმის საქალაქო საამართლოს სტაჟიორი 

21.02.2016 - დღემდე ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი

2016 - დღემდე  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მაგისტრი)

2011 წ. - ბათუმის შოთა  რუსთაველის   სახელმწიფო უნივერსიტეტი, ekonomikuri fakulteti სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის იურიდიული კლინიკა-აჯილდოებს ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობისათვის, (sigeli).

2012 წ. -  ბათუმის შოთა  რუსთაველის   სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამეცნიერო ცენტრი - რეფერატულ ნაშრომთა კონკურსში  ekonomikuri fakultetiსამართალმცოდნეობის სექცია ,, ოჯახური ძალადობა და მისგან დაცვის მექანიზმები“ (ხემძღ. ასოც. პროფესორი ლევან ჯაყელი) ( სერთიფიკატი).

2012 წ. -  ბათუმის შოთა  რუსთაველის   სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამეცნიერო ცენტრი - რეფერატულ ნაშრომთა კონკურსში  ekonomikuri fakultetiსამართალმცოდნეობის სექცია ,, საქართველო ფედერაციული თუ უნიტარული“ (ხემძღ. მზია ფუტკარაძე)( სერთიფიკატი).

2012.w. - ekonomikuri fakultetiბათუმის შოთა  რუსთაველის   სახელმწიფო უნივერსიტეტი - სტუდენტური დღეები (სერთიფიკატი).

2012  წ. - ა(ა)ა.ა(ა). ი. პ. აჭარის განათლების ფონდი ,,გაიარა აჭარის განათლების ფონდის მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები (სერტიფიკატი).

2014 წ. -  ekonomikuri fakultetiბათუმის შოთა  რუსთაველის   სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამეცნიერო ცენტრი - რეფერატულ ნაშრომთა კონკურსში  ekonomikuri fakultetiსამართალმცოდნეობის სექცია ,,პროკურორი გამოძიების სტადიაზე“ (პროფესორი ირაკლი აბაშიძე) ( სერთიფიკატი).

2013 წ. - აჭარისაჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი, ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის-სატრენინგო კურსი კრიმინოლოგიაში, ბათუმი, (სერტიფიკატი).

2014 წ. -  ა(ა) იპ ,,აბროგაცია, ბათუმის შოთა  რუსთაველის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  ekonomikuri fakulteti სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ბათუმის საქალაქო სასამართლო-პროექტი-,,უკეთესი მომავლისთვის-მისია: საუკეთესო იურისტების“ ფარგლებში მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო სამართლის იმიტირებულ პროცესში  (სერტიფიკატი).

 

2014 წ. - ს.ს. ი. პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი - ტრენინგი ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“  საკითხებზე (სერტიფიკატი).

 
მადლენა შანთაძე
მადლენა შანთაძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (0422) 27-97-33, 27-97-40, 27-97-43 (შ/ნ 108)
ელ-ფოსტა: m.shantadze@courtge

ბიოგრაფია

დაიბადა 1984 წლის 15 აგვისტოს, ხულოს რაიონში

 

2001 წელს დაამთავრა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კახაბრის №1 საშუალო სკოლა.

 

2006 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით (მაგისტრის ხარისხი).

 

2007  წელს  მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონში, შპს ,,ხელვაჩაურის სატყეო დეპარტამენტში’’ იურისტად.

 

2008 წლის მარტის თვიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწედ.

 

2009 წლის ივნისის თვეში ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

არის დასაოჯახებელი.

 
 
კობა გოცირიძე
კობა გოცირიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1966 წლის 10 აგვისტოს, . ხაშურში.
1983
წელს დაამთავრა ხაშურის რკინიგზის N3 საშუალო სკოლა
1992
წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1993-1994
წლებში იყო ქარელის რაიონის პროკურატურაში სტაჟიორი უფროსი გამომძიებელი, ხოლო შემდეგ ხაშურის სარაიონთაშორისო პროკურატურაში სტაჟიორი უფროსი გამომძიებელი.
1994-1995
წლებში მუშაობდა იმავე პროკურატურაში უფროს გამომძიებლად;
1995-1998
წლებში მუშაობდა ხაშურის ტრანსპორტის პროკურორის თანაშემწედ;
1998-2002
წლებში მუშაობდა ხაშურის რეგიონალური ტრანსპორტის პროკურორის უფროს თანაშემწედ;
2002-2005
წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე;
2005-2010
წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;
2010-2015
წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

2015 წლის 7 აპრილს გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო;

2016 წლის თებერვლიდან გამწესდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

2019 წლის თებერვლიდან გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო;

2019 წლის 03 ივნისიდან გამწესდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ ქობულეთის მუნიციპალიტეტში


აპარატი
ია ბოლქვაძე
ია ბოლქვაძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (0422) 27-97-33, 27-97-40, 27-97-43 (შ/ნ 228)
ელ-ფოსტა: i.bolqvadze@court.ge

ბიოგრაფია

ია ბოლქვაძე
დაიბადა 1977 წლის 5 სექტემბერს, ხულოს რაიონში.
1994 წელს დაამთავრა ხულოს საშუალო სკოლა.
1999 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი ეკონომისტ-მენეჯერის სპეციალობით.
2000 წელს საქართველოს შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სახელმწიფო სამეცნიერო სასწავლო ინსტისუტში გაიარა კვალიფიკაციისა და გადამზადების კურსები მეწარმეობის, საბუღალტრო აღრიცხვისა და პერსონალური კომპიუტერის ოპერატორის პროფილით.
2002 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის მემედ აბაშიძის სახელობის დამოუკიდებელი ინივერსიტეტის  სამართალმცოდნეობის სპეციალობა იურისტის კვალიფიკაციით.
2003 წელს აიმაღლა კვალიფიკაცია საქართველოს იუსტიციის სახელმწიფო სასწავლო ცენტრის ბათუმის ფილიალში.
2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2003 წელს მუშაობდა ხულოს რაიონის გამგებლის პირად მდივნად.
2003-2004 წ.წ მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს
სასამართლოში სხდომის მდივნად.
2004-2005 წ.წ მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს
სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2005 წელს მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2006 წელს მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნად.
2006 წლის აგვისტოს თვიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწედ.  
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

 
ქეთევან თურმანიძე
ქეთევან თურმანიძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (0422)27-97-33 (125)
ფაქსი: (0422)27-97-34

ბიოგრაფია

დაიბადა 1992 წლის 02 ივლისს, ხელვაჩაურის რაიონში.

2010 წელს დაამთავრა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. თხილნარის N1 საჯარო სკოლა.

2014 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2013 წლის  ნოემბრიდან, 2015 წლის ივლისის თვემდე, სტაჟირება გაიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2015 წლის 21 ოქტომბრიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტად.

 

არის დასაოჯახებელი.

 
ხათუნა ლორთქიფანიძე
ხათუნა ლორთქიფანიძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (0422) 27-97-33, 27-97-40, 27-97-43 (შ/ნ 228)
ელ-ფოსტა: kh.lortqipanidze@court.ge

ბიოგრაფია

 დაიბადა 1974 წლის 22 მარტს ქობულეთის რაიონი დაბა ჩაქვში.  

1991 წელს დაამთავრა ხალას საშუალო სკოლა.

1995-2000 წელს დაამთავრა ბათუმის სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.

2001-2002 წელს დაამთავრა კომპიუტერის შემსწავლელი კურსები

2003 წლიდან 2009 წლის 10 სექტემბრამდე მუშაობდა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად.

2010 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტად.

ჰყვს მეუღლე და ორი შვილი

 
 
როინ კახიძე
როინ კახიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

 

დაიბადა - 1973 წლის 2 მარტs. ქედის რაიონ, სოფელ მახუნცეთში.

1989 წელს დაამთავრა მახუნცეთის საშუალო სკოლა.

1997 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

1997-1999 წლებში შპს. ,,ჯიმექსის ‘’  იურისტი.

1999-2001 წლებში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.

2001-2003 წლებში შპს. ,,არამადნეული მასალების ქარხნის’’ იურისტი.

2005 წლის 20 ივნისიდან ნინოწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2007 წლის 3 მარტიდან 2012 წლის 19 დეკემბრამდე ლენტეხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2005-2009 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციაელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2012 წლის 19 დეკემბრიდან 2018 წლის 1 აგვისტომდე ცაგერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2017 წლის 1 აგვისტოდან ასრულებდა ცაგერის რაიონული სასამართლოს თავჯდომარის უფლებამოსილებას.

2019 წლის 3 ივნისიდან დაინიშნა  ვანის მუნიციპალიტეტში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ უვადოდ.

2019 წლის 18 სექტემბერს დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.

ყავს მეუღლე და სამი შვილი.

 


აპარატი
თენგიზ ბოლქვაძე
თენგიზ ბოლქვაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (0422) 27-97-33, 27-97-40, 27-97-43 (შ/ნ 223)

ბიოგრაფია

 

დაიბადა 1994 წლის 08 მაისს . ბათუმში.

2013 წელს დაამთავრა ბათუმის კერძო სკოლა-ლიცეუმი ,,ნერგები''.

2017 წელს დაამთავრა . ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

 2016 წელს ერთწლიანი სტაჟირება გაიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

 2017 წლის დეკემბრის თვეში ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

 2018 წლის 10 ივლისიდან 2018 წლის 20 აგვისტომდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში კურიერის თანამდებობაზე.

 2018 წლის 21 აგვისტოდან დღემდე მუშაობს მუშაობს  ბათუმის საქალაქო სასამართლოს, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტად.

 

 
ლანა ძაგნიძე
ლანა ძაგნიძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: 0422 279733(შ/ნ 129)
ფაქსი: 0422 279734
ელ-ფოსტა: l.dzagnidze@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1991 წლის 21 აგვისტოს ვანში;

2009 წელს დაამთავრა ვანის რაიონის სალხინოს საჯარო სკოლა;

2012 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული  ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით;

2013 წლის ნოემბრის თვიდან 2014 წლის მაისის თვემდე გაიარა სტაჟირება ბათუმის საქალაქო სასამართლოში;

2015 წლის 05 იანვრიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების  წამყვანი  სპეციალისტის (საერთაშორისო პრაქტიკის განზოგადების საკითხებშითანამდებობაზე

 
 
ალექსანდრე გოგუაძე
ალექსანდრე გოგუაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

 

დაიბადა 1962 წლის 17 სექტემბერს.

1978 წელს დაამთავრა სამტრედიის N3 საშუალო სკოლა.

1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1981 წლის იანვრიდან-ნოემბრამდე მუშაობდა „საქსოფლდამზადების“ სამტრედიის რ/განყოფილების კადრების ინსპექტორის თანამდებობაზე.

1987 წელს დაინიშნა სამტრედიის რაიონის პროკურატურის სტაჟიორად.

1988 წლიდან - 1999 წლამდე მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე: ამბროლაურის რაიონის პროკურატურის გამომძიებლად; ცხაკაიას რაიონის პროკურატურის გამომძიებლად; სამტრედიის სარაიონთაშორისო პროკურატურის უფროს გამომძიებლად; სამტრედიის სარაიონთაშორისო პროკურორის თანაშემწედ; სამეგრელოს სამხარეო პროკურატურის საერთო ზედამხედველობის ხაზით უფროს თანაშემწედ; სამეგრელო-ზემოსვანეთის საოლქო პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხაზით უფროს თანაშემწედ;

1999 წლიდან - 2009 წლამდე იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

2013 -2016 წლებში მუშაობდა ფოთის რაიონული პროკურორის თანამდებობაზე;

2016 წლის თებერვლიდან-მაისამდე მუშაობდა ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის თანამდებობაზე;

2016 წლის 08 დეკემბრიდან - 2017 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატში.

2018 წლის 18 იანვრიდან - 2019 წლის 18 სექტემბრამდე იყო სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე აბაშის მუნიციპალიტეტში;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 4 სექტემბრის N1/197 გადაწყვეტილებით  დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლედ, 2019 წლის 18 სექტემბრიდან.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 


აპარატი
თამარ გიორგაძე
თამარ გიორგაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (0422) 27-97-33, 27-97-40, 27-97-43 (შ/ნ 108)
ფაქსი: (0422) 27-97-34
ელ-ფოსტა: t.giorgadze@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1990 წლის 26 ოქტომბერს, ქ. ოზურგეთში.

2007 წელს დაამთავრა ოზურგეთის რაიონის სოფ. ვაკიჯვრის საჯარო სკოლა.

2011 წელს საქართველოს იურისტთა  ასოციაციაში გაიარა საქართველოში ევროპის საბჭოს მიერ მხარდაჭერილი სასაწავლო სემინარი ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები”

2011-2012 წლებში იურიდიულ კლინიკაში  სამოქალაქო სამართალში იყო კონსულტანტი.

2013 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2012-2013წწ. სტაჟირება გაიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2013 წლის 02 ივლისიდან 2017 წლის 1 ივლისამდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტად.

2017 წლის 1 ივლისიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხების განყოფილების სხდომის მდივნად.

 
თამარ ევგენიძე
თამარ ევგენიძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (0422) 27-97-33, 27-97-40, 27-97-43 (შ/ნ 128)
ელ-ფოსტა: t.evgenidze@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1991 წლის 05 თებერვალს, ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ახალშენი

 2008 წელს დაამთავრა  ქ. ბათუმის №6 საჯარო სკოლა  

2012 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით (ბაკალავრის  ხარისხი).

2011-2013 წწ  სტაჟირება გაიარა  ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2013 წლის აპრილის თვიდან 2018 წლის 26 მარტამდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების  სხდომის მდივნად.

2018 წლის 26 მარტიდან დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხების განყოფილების მოსამართლის თანაშემწედ.
 

არის დასაოჯახებელი.
 
 

თანამდებობარაოდენობამდედრობითიმამრობითი
მოსამართლე1055
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია