Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mosamarTleebi

მარიკა ჩიტაშვილი
მარიკა ჩიტაშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

 

დაიბადა 1980 წლის 1 იანვარს დაბა ქარელში.

1997 წელს დაამთავრა ახალციხის შოთა რუსთაველის სახელობის №1 საშუალო სკოლა.

2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.

2003-2004 წლებში მუშაობდა ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებლად. სტაჟირების გავლის შემდეგ მუშაობდა ამავე პროკურატურის პროკურორის თანაშემწედ.

2004-2010 წლებში მუშაობდა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის თანამდებობაზე.

2010 წლის დეკემბრიდან 2011 წლის დეკემბრამდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 

2012 წლის 1 იანვრიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს ხაშურის რაიონულ სასამართლოში,

2013 წლის  თებერვლიდან მივლინებული იქნა ახალციხის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.

2013 წლის მაისიდან არის ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 


აპარატი
ლაშა ზაზაძე
ლაშა ზაზაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (+995 365) 22-01-16 შ/ნ 105
ელ-ფოსტა: lzazadze@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1994 წლის 18 აგვისტოს, დაბა ასპინძაში.

2013 წელს დაამთავრა ქ. ახალციხის ილია ჭავჭავაძის სახელობის №5 საჯარო სკოლა.

არის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.

2016 წლის 19 ოქტომბრიდან არის ახალციხის რაიონული სასამართლოს მანდატურის სამსახურის მანდატური.

2016 წლის 24 ოქტომბრიდან არის ახალციხის რაიონული სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი.

 

არის დასაოჯახებელი.

 
მაია ივანიძე
მაია ივანიძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (+995 365) 22-14-27 შ/ნ 104
ელ-ფოსტა: mivanidze@court.ge

ბიოგრაფია

 დაიბადა 1985 წლის 13 მაისს ქ. ახალციხეში.

2002  . დაამთავრა . ახალციხის   ი. ჭავჭავაძის სახელობის  №5 საშუალო სკოლა.  

2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის  ფილიალის  იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა   სამართალმცოდენობის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი.

2009-2010    წლებში მუშაობდა  შპს ,,ოცნების’’  იურისტად.  

2009 წელს  ჩააბარა    ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის  სპეციალიზაციით. 

2010     წელს  ჩააბარა    ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის  სამართლის  სპეციალიზაციით.

2010   წელს    გაიარა სტაჟირება ახალციხის რაიონულ სასამართლოში.

2010-2011 წლებში მუშაობდა  ახალციხის რაიონული სასამართლოს  აპარატის  საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა  განყოფილების   სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად.  

2011 წელს  ჩააბარა  მოსამართლის  საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2011 წლის იანვრიდან არის ახალციხის რაიონული სასამართლოს აპარატის  საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწე. 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

 

 

 
 
ლუიზა თოდუა
ლუიზა თოდუა

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1979 წლის 19 ივნისს, ქ. სოხუმში;

1996 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. ახალციხის #2-ე საშუალო სკოლა;

2001 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი;

2001-2002 წლებში მუშაობდა ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ;

2002-2006 წლებში მუშაობდა ახალციხის რაიონულ სასამართლოში კანცელარიის გამგედ;

2006-2007 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად;

2007-2009 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროს პროკურორად;

2009-2017 წლებში იყო ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ ბორჯომის მუნიციპალიტეტში;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020  წლის 17 მარტის განკარგულებით დაინიშნა ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ;

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.


აპარატი
ბელა მერაბიშვილი
ბელა მერაბიშვილი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (+995 365) 22-14-27 შ/ნ 105
ელ-ფოსტა: bmerabishvili@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1992 წლის 26 ივლისს  ქ. ახალციხეში.
2010 წელს დაამთავრა ახალციხის შოთა რუსთაველის სახელობის N:1 საჯარო სკოლა.
2014 წელს დაამთავრა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2013-2014 წლებში სტაჟირება გაიარა ახალციხის რაიონულ სასამართლოში.
2014-2015 წლებში მუშაობდა ქ.ახალციხის სასწავლო ცენტრში სამართლის პედაგოგად.

2014-2015 წლებში გაიარა სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "ოპიზარი"-ის ინტერნეტტექნოლოგი (ვებ სპეციალისტი) საგანმანათლებლო კურსი.

2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის თებერვლამდე მუშაობდა ახალციხის რაიონული სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების სპეციალისტის თანამდებობაზე..

2016 წლის მარტიდან არის ახალციხის რაიონული სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი.

არის დასაოჯახებელი.

 
ირინა ყურმაშვილი
ირინა ყურმაშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (+995 365) 22-14-27 შ/ნ 116
ელ-ფოსტა: ikurmashvili@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1985 წლის 1 თებერვალს  ქ. ახალციხეში

2002  წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის  №5 საშუალო სკოლა

2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.

2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2007-2008 წლებში მუსაობდა სპს ”დავით ბოჩიკაშვილი და კომპანიის” იურისტ-კონსულტანტის თანამდებობაზე.

2008-2009 წლებში მუშაობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალიტის თანამდებობაზე იურიდიულ საკითხებში. 

2009 წელს მუშაობდა ახალციხის რაიონული სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო განყოფილების მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად.

2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2009-2014 წლებში მუშაობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარი სპეციალიტის თანამდებობაზე იურიდიულ საკითხებში. 

2014-2016 წლებში მუშაობდა ახალციხის რაიონული სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნად.

2016 წლის 18 ოქტომბრიდან არის ახალციხის რაიონული სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწე.

არის დასაოჯახებელი

 
 
ანაიტ ოგანესიან
ანაიტ ოგანესიან

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1967 წლის 2 დეკემბერს, ქ. ახალციხეში.

 

1984 წელს დაამთავრა ახალციხის #4 რუსული საშუალო სკოლა.

 

1997 წელს დაამთავრა ერევნის ეკონომიურ-იურიდიული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

 

1998-2006 წლებში იყო თბილისის იურიდიულ-სამართლებრივი ფირმა ''სიმართლეს'' ადვოკატი.

 

2002-2006 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ''ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის'' ახალციხის ფილიალის კოორდინატორი.

 

2006 -2007 წლებში მუშაობდა ნინოწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

 

2007-2016 წლებში მუშაობდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 17 მარტის განკარგულებით დაინიშნა ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

ჰყავს მეუღლე.


აპარატი
ვარლამ თაბაგარი
ვარლამ თაბაგარი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (+995 365) 22-01-16 შ/ნ 104
ელ-ფოსტა: vtabagari@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1981 წლის 13 სექტემბერს, ქალაქ ახალციხეში.

1999 წელს დაამთავრა ქ.ახალციხის  ილია ჭავჭავაძის სახელობის N5 საშუალო სკოლა.

2004 წელს დაამთავრა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.

2004-2005 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.

2013 წლის სექტემბრიდან არის ახალციხის რაიონული სასამართლოს მანდატურის სამსახურის მანდატური.
2016-2018 წლებში იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი.

2018 წლის 2 აგვისტოდან არის ახალციხის რაიონული სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი


 
ირმა იაკობაძე
ირმა იაკობაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (+995 365) 22-14-93 შ/ნ 105
ელ-ფოსტა: iiakobadze@court.ge

ბიოგრაფია

  დაიბადა1988  წლის 29 მარტს, ქალაქ თბილისში.

2005 წელს დაამთავრა ქ. ახალციხის  შოთა რუსთაველის სახელობის  №1 საშუალო სკოლა.

2009  წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ჰუმანიტარული  ფაკულტეტი და დაჯილდოვდა სიგელით წარჩინებული სწავლისა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის.

2009 წელს  წარმატებით გაიარა სტაჟირება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში.

2010 წლიდან მუშაობდა ახალციხის რაიონული სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების სპეციალისტის თანამდებობაზე.

2015 წლის 19 მაისიდან არის ახალციხის რაიონული სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი.

2009 წლის  29 სექტემბრიდან  მუშაობს ახალციხის რაიონული სასამართლოს აპარატის  საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის თანამდებობაზე. - See more at: http://www.court.ge/courts/axalcixis_raionuli_sasamartlo/?page=59#sthash.G1A3vkhV.dpuf

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

 
ნათია ნათენაძე
ნათია ნათენაძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (+995 365) 22-01-16 შ/ნ 104
ელ-ფოსტა: nnatenadze@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1991 წლის 24 მარტს, ქ. ახალციხეში

2008 წელს დაამთავრა  ქალაქ ვალის №2 საშუალო სკოლა

2012 წელს დაამთავდა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტი.

2014 წელს სტაჟირება გაიარა ახალციხის რაიონული სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილებაში.

2015-2017 წლებში მუშაობდა ახალციხის რაიონული სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანიად.

2017 წლის 30 მარტიდან არის ხალციხის რაიონული სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწე.

არის დასაოჯახებელი

 
 

თანამდებობარაოდენობამდედრობითიმამრობითი
მოსამართლე330
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია