ახალციხის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სხდომის მდივნის III რანგის - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა და ახალციხის რაიონული სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი - III რანგის - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. შემდეგ ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცახდის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; კონკურსის ეტაპების შესახებ დაკავშირება მოხდება კანდიდატის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: კანდიდატის მიერ წარმოდგენილი განცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 21 სექტემბერი. ვაკანსიის ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ "ახალციხის რაიონული სასამართლო". |