Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ახალციხის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს

26-10-2021
ახალციხის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს

ახალციხის რაიონული სასამართლო აცხადებს გამარტივებულ კონკურსს საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით, არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, კურიერის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცახდის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; კონკურსის ეტაპების შესახებ დაკავშირება მოხდება კანდიდატის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: კანდიდატის მიერ წარმოდგენილი განცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 31 ოქტომბერი. ვაკანსიის ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ ,,ახალციხის რაიონული სასამართლო".

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია