Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ახალციხის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს

01-04-2021
ახალციხის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს

ახალციხის რაიონული სასამართლო აცხადებს დახურულ კონკურსს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სხდომის მდივნის მესამე რანგის - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით. კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცახდის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; კონკურსის ეტაპების შესახებ დაკავშირება მოხდება კანდიდატის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კონკურსს ჩაატარებს ახალციხის რაიონული სასამართლოს საკონკურსო კომისია. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 10 აპრილი. ვაკანსიის ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ ,,ახალციხის რაიონული სასამართლო".

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია