2019 წლის 25 ოქტომბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ევროპული მართლმსაჯულების დღისადმი მიძღვნილი ღია კარის დღე გაიმართა. სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს სასამართლოს წარმომადგენლები და მართლმსაჯულების სკოლის მონაწილეები შეხვდნენ. ღია კარის დღის აქტიურ მონაწილეებს ვიქტორინაში მონაწილეობისათვის პრიზები გადაეცათ. |