2019 წლის 24 იანვარს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში სასამართლოს თანამშრომლებმა უანგაროდ გაიღეს სისხლი და გამოხატეს თანადგომა იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება. ახალციხის რაიონული სასამართლო მადლობას უხდის სისხლის უანგარო დონაციის აქციის ყველა მონაწილეს. |