ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლეებმა და აპარატის მოხელეებმა დასუფთავების აქცია გამართეს და ქალაქ ახალციხის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დაასუფთავეს. მსგავსი აქციების ჩატარებით, შესაძლებელია უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდეს და გარემოს უფრო მეტად გაუფრთხილდეს. |