2014 წლის 29 მარტს ახალციხის რაიონული სასამართლოს თანამშრომლები ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატის აღსაზრდელებს ესტუმრნენ. მათ პატარებს პროდუქტები, ტკბილეული და გასართობი საშუალებები გადასცეს. მსგავს ღონისძიებებს ახალციხის რაიონული სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს.
|