2014 წლის 7 იანვარს ახალციხის რაიონული სასამართლოს თანამშრომლები, ახალციხის რაიონის სოფელ კლდეში და მინაძეში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ სამ ოჯახს ესტუმრნენ და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
სასამართლოს თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველებს საკვები პროდუქტები, ხოლო ბავშვებს კი ტკბილეული და სათამაშოები გადასცეს. სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებისათვის სოციალურად დაუცველებმა მადლიერება გამოხატეს. |