2013 წლის 3 მაისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით არასამთავრობო, საჯარო და ძალოვან სტრუქტურებს შორის გამართულ ტურნირზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მეორე ადგილი მოიპოვა. სასამართლოს თანამშრომლები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, მედლებითა და თასით. ახალციხის რაიონული სასამართლოს გუნდი დაჯილდოვდა ყველაზე მებრძოლი გუნდის პრიზით, ასევე კურიერი ანდრო კიკნაძე დაჯილდოვდა ყველაზე დისციპლინირებული ფეხბურთელის პრიზით. |