დღეს, ახალციხის რაიონულ სასამართლოსა და ა(ა)იპ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, უნივერსიტეტში არსებულ იმიტირებულ სასამართლო სხდომის დარბაზში, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ახალციხის რაიონული სასამართლოს სტაჟიორთა მონაწილეობით, იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს სტაჟიორებმა და ა(ა)იპ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა იმიტირებული პროცესის გამართვამდე მომზადება ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიარეს. სხდომის დასრულების შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარემ და დამსწრე პირებმა დადებითად შეაფასეს იმიტირებული პროცესი და გამოთქვეს მზადყოფნა მსგავსი ღონისძიებების გაგრძელებასთან დაკავშირებით. |