Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

proeqtebi

ახალციხის რაიონულ სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა

05-11-2014
ახალციხის რაიონულ სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა

ახალციხის რაიონულ სასამართლოსა და ()იპ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, 2012 წლის 6 ნოემბერს იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტებისა და ახალციხის რაიონული სასამართლოს სტაჟიორების მიერ სამოქალაქო სამართლის საქმეზე, იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა.

განსახილველ საქმეზე სარჩელი და შესაგებელი მომზადებული იქნა სტუდენტებისა და სტაჟიორების მიერ, მათ მოირგეს როგორც მოსამართლის, ასევე, მოსარჩელისა და მოპასუხის როლები.

 

სხდომის დასრულების შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარემ და დამსწრე პირებმა დადებითად შეაფასეს იმიტირებული პროცესი და გამოთქვეს მზადყოფნა მსგავსი ღონისძიებების გაგრძელებასთან დაკავშირებით.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია