Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mosamarTleebi

გიორგი ბუხრაშვილი
გიორგი ბუხრაშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1983 წლის 7 თებერვალს ქ. რუსთავში.

2000 წელს დაამთავრა რუსთავის ქართული გიმნაზია.

2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2003-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში დარბაზის მეთვალყურედ.

2005-2008 წლებში მუშაობდა ამავე სასამართლოში სასამართლო სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

2008-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.

2011 წლის მაისიდან 2012 წლის აპრილამდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2012 წლის 21 მაისიდან დაინიშნა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ, ხოლო 2012 წლის 11 ივნისიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა საგარეჯოს  რაიონულ სასამართლოში, სადაც 2012 წლის 24 სექტემბრიდან იმავდროულად დაკისრებული ჰქონდა  საგარეჯოს  რაიონულ სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

2012 წლის 20 ნოემბრიდან არის სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი  მოსამართლე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.


ჰყავს მეუღლე და შვილი.


აპარატი
 
პაატა ნოზაძე
პაატა ნოზაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1963 წლის 21 მარტს ქ.გორში;

1979 წელს დაამთავრა ქ. გორის მე-6 საშუალო რუსული სკოლა;

1986 წელს დაამთავრა ქ.თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

1986-1987 წლებში მუშობდა ქ.გორის რაიონულ პროკურატურაში გამომძიებლად;

1987-1990 წლებში მუშაობდა ქ.გორის რაიონულ პროკურატურაში გამომძიებლის თანაშემწედ;

1992 წელს დაამთავრა ქ.თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასწრებული ასპირანტურა სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის სპეციალობით;

1993-1998 წლებში მუშაობდა სს „ივერთბანკში“ იურისტის თანამდებობაზე;

1999-2005 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში;

2005-2009 წლებში ჩარიცხული იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში;

2009-2015 წლებში კერძო იურიდიული პრაქტიკა;

2016 წლის 15 თებერვლიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში;

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი; 


აპარატი
 
ალექსანდრე ლომიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

აპარატი
 

თანამდებობარაოდენობამდედრობითიმამრობითი
მოსამართლე303
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია