Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

Cvens Sesaxeb

ჩვენს შესახებ

 

სიღნაღის რაიონული სასამართლო


 სიღნაღის რაიონული სასამართლო მდებარეობს . სიღნაღში, ცოტნე დადიანის . N15-ში. ტელ: 0355231130, 231251. სიღნაღის რაიონული სასამართლო ამ შენობაში განთავსდა 70-იან წლებში, სადაც იმავდროულად  ფუქციონირებდა სიღნაღის რაიონის პროკურატურა და სიღნაღის რაიონის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველო. 2006 წელს სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელდა სასამართლო შენობის რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც სასამართლომ ფუნქციონირება განაგრძო განახლებულ და თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ შენობაში.

სიღნაღის რაიონული სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც განიხილავს, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს. 2012 წლის 20 ნოემბრიდან სიღნაღის  რაიონული სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება უშუალოდ სიღნაღის, ასევე საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებზე. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის  უზრუნველყოფის მიზნით საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტებში მოქმედებენ მაგისტრატი მოსამართლეები. სიღნაღის  რაიონულ სასამართლოში მართლმსაჯულებას ახორციელებს 4 მოსამართლე. სასამართლოში დასაქმებულია  21 საჯარო მოსამსახურე

სასამართლოს შენობა ორსართულიანია. დამატებით სართული განთავსებულია შენობის ქვედა ნაწილში, შენობაში 3 თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი  სხდომის დარბაზია. ქვედა ნაწილში მდებარეობს ერთი სხდომის დარბაზი, სადაც განიხილება სისხლის სამართლის საქმეები, შენობის ქვედა ნაწილში ასევე მდებარეობს პატიმართა მოსათავსებელი საკნები. პირველ სართულზე განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები, კანცელარია და ორი სხდომის დარბაზი, სადაც განიხილება სისხლის, სამოქალაქო, და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები, მეორე სართულზე განთავსებულია მოსამართლეთა და სასამართლოს თანამშრომელთა სამუშაო ოთახები. სიღნაღის რაიონული სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2007 წლიდან, ხოლო 2006 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში. (მის: . თბილისი, სოფელი დიდი ლილო, ტელ: (99532) 2 74-81-58;   (99532) 2 74-81-62 .

 

საგარეჯოს მაგისტრატი სასამართლო

 

საგარეჯოს მაგისტრატი სასამართლო განთავსებულია .საგარეჯოში, ჯაფარიძის  .  N4-ში, ტელ: 0351 243841; სასამართლო ამ შენობაში განთავსდა სასამართლო რეფორმების ფარგლებში 2009 წელს განხორციელებული შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ და ფუნქციონირება განაგრძო განახლებულ და თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ შენობაში. საგარეჯოს მაგისტრატი სასამართლოს შენობა ორსართულიანია. პირველ სართულზე განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები, კანცელარია და პატიმართა მოსათავსებელი საკანიმეორე სართულზე განთავსებულია მოსამართლის სამუშაო ოთახი და სხდომის დარბაზი, სადაც პირველი ინსტანციის წესით იხილება სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები. საგარეჯოს მაგისტრატი სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2007 წლიდან, ხოლო 2006 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში. (მის: .თბილისი, სოფელი დიდი ლილო, ტელ: (99532) 2 74-81-58;   (99532) 2 74-81-62 .

 

დედოფლისწყაროს მაგისტრატი სასამართლო

 

დედოფლისწყაროს მაგისტრატი სასამართლო განთავსებულია .დედოფლისწყაროში, ჰამლეტ გონაშვილის  . N2-ში. ტელ: 0356 222550. დედოფლისწყაროს  სასამართლოს შენობა 1974 წელს სპეციალურად სასამართლოსთვის აშენდა. სასამართლო რეფორმების ფარგლებში 2007 წელს განხორციელდა სასამართლო შენობის რეკონსტრუქცია და დედოფლისწყრაროს მაგისტრატმა სასამართლომ ფუნქციონირება განაგრძო  განახლებულ და თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ შენობაში. დედოფლისწყაროს მაგისტრატი სასამართლოს შენობა ერთსართულიანია, სადაც განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები, მოსამართლეთა, სასამართლოს თანამშრომელთა სამუშაო ოთახები და სხდომის დარბაზი, სადაც პირველი ინსტანციის წესით იხილება მაგისტრატ სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნილი სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები. დედოფლისწყაროს მაგისტრატ სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2008 წლიდან, ხოლო 2007 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში. (მის: .თბილისი, სოფელი დიდი ლილო, ტელ: (99532) 2 74-81-58;  (99532) 2 74-81-62 .

 

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია