Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mosamarTleebi

ლევან მეშველიანი
ლევან მეშველიანი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1975 წლის 3 იანვარს, ქ. ხონში.

1992 წელს დაამთავრა ქ. ხონის მოსე ხონელის სახელობის #1 საშუალო სკოლა.

1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1999-2005 წლებში მუშაობდა ხონის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2005-2007 წლებში მუშაობდა ხონის შს რაიონულ განყოფილებაში გამომძიებლად.

2007 წ
ს დაინიშნა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2007-2008 წლებში უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში.

2008-2009 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

2009  წლიდან  მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

ამჟამად მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში და ამასთანავე დაკისრებული აქვს სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.


აპარატი
ლევან ლეჟავა
ლევან ლეჟავა

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: 577-67-09-15
ელ-ფოსტა: l.lezhava@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1981 წლის 3 აპრილს ქ. სამტრედიაში.

1998 წელს დაამთავრა ქ. სამტრედიის №3 საშუალო სკოლა.

2009 წელს დაამთავრა თბილისის საბაზრო ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.

2009 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის 3 თვიანი სასწავლო კურსი და 2010 წლის 29 იანვარს ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა.

2010 წლის 15 ოქტომბრიდან 2010 წლის 24 დეკემბრამდე მუშაობდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მანდატურად. 

2010 წლის 24 დეკემბრიდან 2012 წლის 2 მაისამდე მუშაობდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად.

2012 წლის 24 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე მუშაობდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მანდატურად.

2012 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 5 იანვრამდე მუშაობდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივნად და იმავდროულად დაკისრებული ჰქონდა მოსამართლის თანაშემწის უფლება-მოვალეობები.

2015 წლის 5 იანვრიდან დღემდე მუშაობს მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე. 

ჰყავს მეუღლე და შვილი.

 
 
ნონა ზარქუა
ნონა ზარქუა

მოსამართლე

ბიოგრაფია

1983-1985 სამტრედიის საწესჩვეულებო მომსახურების კომბინატი-საქმეთამმართველი; 

1985-1987 საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 საამშენებლო ტრესტის კომლექტაციის   სამმართველო - კადრების ინსპექტორი

1992-1993  თბილისის იურიდიულ-პედაგოგიურ კოლეჯი, მასწავლებელი; 

1999-2000  . თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის საქალაქო სამმართველოს

 იურიდიული სექტორი, უფროსი სპეციალისტი;

1994-1996  . დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის         ლექტორი;

1997-2000  თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაქულტეტის ლექტორი;

2000-2002  თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლო - მოსამართლე;

2002–2004  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი;

2002-2005  ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლო - მოსამართლე;

2005–2012  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე;

2009–2010 .დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი;

2010-2011  კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის სამართლის სკოლის (CSL) ლექტორი;

2012-2015  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ    „სამედიცინო მედიაციის სამსახური“, სამედიცინო დავების განხილვისა და    მონიტორინგის სამსახურის უფროსი.

2013-2015  სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი - დირექტორის მოადგილე, დირექტორი, დირექტორის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში , საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის  განყოფილების უფროსი.

2015 წლიდან  სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხონის მუნიციპალიტეტში

 

განათლება

1987-1992 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი - სამართალმცოდნე.

2011 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერძო სამართლის მიმართულების დოქტორანტი.

საკვალიფიკაციო პროგრამები/სერტიფიკატები/შეხვედრები

2000 - „ტასისი“- პროგრამის ფარგლებში სასწავლო პროგრამების მონაწილე გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში, კერძოდ ბერლინისა და ბრემენის სასამართლოებში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

2003 - აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ჩატარებული ტრენინგები მოსამართლეთათვის, თემაზე: საარჩევნო სამართალი;

2007 - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მიერ ორგანიზებული სემინარის მონაწილე თემაზე: სამოქალაქო საპროცესო უფლებებთან მუშაობის მეთოდები;

2011 - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის: „სამართლისა და იუსტიციის რეფორმების კონსულტაცია სამხრეთ კავკასიაში“, ფარგლებში სტაჟირება . მიუნხენში არამქტერიალური ქონებრივი სიკეთისა და საკონკურენციო სამართლის მაქს-პლანკის ინსტიტუტში საავტორო და პატენტის სამართლის პრობლემატურ საკითხებზე.

 

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

Windows, MS Office (MS Word, MS PowerPoint, MS Outlook), Internet, Email

 

უცხო ენების ცოდნა

რუსულიკარგად

ინგლისური - საშუალო 

 

 

 

 


აპარატი
ნათია ძაძამია

სხდომის მდივანი
ტელეფონი: 598 18 48 22

ბიოგრაფია
 
კობა წაქაძე
კობა წაქაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: 591-41-02-33
კომენტარი: ხონის მაგისტრატი სასამართლო

ბიოგრაფია

დაიბადა 1975 წლის 12 აგვისტოს ქ. თერჯოლაში.

1992 წელს დაამთავრა ქ. თერჯოლის №1 საშუალო სკოლა.

1997 წელს დაამთავრა თბილისის ბიზნესის ორგანიზაციისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1997-1998 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.

1999-2002 წლებში მუშაობდა თერჯოლის რაიონულ სასამართლოში დარაჯად.

2002-2004 წლებში მუშაობდა თეჯოლის რაიონულ სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტად.

2004-2008 წლებში მუშაობდა თერჯოლის რაიონულ სასამართლოში წამყვან სპეციალისტად.

2008-2010 წლებში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წამყვან სპეციალისტად.

2013 წლის 22 თებერვლიდან 25 მარტამდე მუშაობდა სამტრედიის რაიონული საასმართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სპეციალისტად (სამეურნეო საკითხებში).

2013 წლის 25 მარტიდან დღემდე მუშაობს სამტრედიის რაიონული სასამართლოს ხონის მუნიციპალიტეტში მაგისტრი მოსამართლის აპარატის სხდომის მდივნად და იმავდროულად დაკისრებული აქვს მოსამართლის თანაშემწის უფლება-მოვალეობები.

ჰყავს მეუღლე და შვილი.

 
ნათია ხუნწარია
ნათია ხუნწარია

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: 599 20 86 11

ბიოგრაფია

დაიბადა 1992 წლის 24 ივლისს ქ. ქუთაისში.

2010 წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის №12 საჯარო სკოლა.

2014 წელს დაამთავრე  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატი სამართლის სპეციალობით.

2014 წელს ჩაირიცხა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო სამართლის სამაგიტრო პროგრამაზე.

2013-2014 წლებში სტაჟირება გაიარა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში.

2014 წლის 17 დეკემბერიდან  2015 წლის 05 იანვრამდე სტაჟირება გაიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის  იურიდიული პირის-აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში.

2015 წლის 5 იანვრიდან 2015 წლის 22 იანვრამდე მუშაობდა სენაკის რაიონული სასამართლოს აბაშის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტად.

2015 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო-ადმინისტრაციულ სამართალში.

2015 წლის 22 იანვრიდან 2016 წლის 21 თებერვლამდე მუშაობდა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე და ამავე დროს დაკისრებული ჰქონდა მოსამართლის თანაშემწის მოვალეობა.

2017 წლის 21 თებერვლიდან დღემდე მუშაობს სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

 
 
დავით სვანაძე
დავით სვანაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1960 წლის 23 ივლისს წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში.

1977 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა.

1986 წელს დაამთავრა ყოფილი საბჭოთა კავშირის შსს მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლა.

1978-1980წლებში  გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.

1978-1982 წლებში მუშაობდა წყალტუბოს შინაგან საქმეთა საქალაქო განყოფილებაში მილიციელად.

1986-1988 წლებში მუშაობდა ზესტაფონის შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე.

1988-1993 წლებში მუშაობდა წყალტუბოს შსს საქალაქო განყოფილების მოკვლევის სამსახურის უფროსი ინსპექტორის და საგამოძიებო /განყოფილების გამომძიებლის თანამდებობებზე.

1994 წელს მუშაობდა საქართველოს შსს საგზაო პოლიციის სამმართველოს იმერეთის საგამოძიებო ჯგუფის უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე.

1994-1995 წლებში მუშაობდა სატრანსპორტო საგამოძიებო სამმართველოს ქუთაისის განყოფილების უფროსად.

1995-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის მხარის საგამოძიებო განყოფილების უფროსის, უფროსის მოადგილის და უფროსი გამომძიებლის თანამდებობებზე.

2000-2001 წლებში მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.

2001-2005 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

2005 წლის 1 ნოემბრიდან 2007 წლის 5 თებერვლამდე ასრულებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას.

2005 წლიდან 2012 წლის დეკემბრამდე იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2012 წლის 12 დეკემბრიდან არის სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი


აპარატი
ინგა  თოხაძე
ინგა თოხაძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: 577 28 42 07
ელ-ფოსტა: i.tokhadze@court.ge

ბიოგრაფია
 
 
მურთაზ კაპანაძე
მურთაზ კაპანაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1965 წლის 09 იანვარს ქ. ზესტაფონში. 1981  წელს წარჩინებით დაამთავრ ზესტაფონის №1 საშუალო სკოლა. 1983 წელს ჩაირიცხა და 1990  წელს ასევე წარჩინებით დამთავრივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი. 1984-86 წლებში გაიარა სავალდებულო  სამხედრო  სამსახური საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში ქ. ნოვგოროდში.


1990 წლის სექტემბრიდან 1995 წლამდე მუშაობდა ვანის რაიონის პროკურატურაში, ჯერ პროკურორის თანაშემწის, ხოლო შემდეგ პროკურორის უფროსი თანაშემწის თანამდებობაზე. 


1995 წლიდან დაინიშნა იმერეთის საოლქო პროკურატურაში პროკურორის თანაშემწის თანამდებობაზე.

1996 წლის ივნისიდან 2004 წლამდე მუშაობდა იმერეთის საოლქო პროკურორის უფროს თანაშემწედ სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხაზით.


2004 წლიდან დაინიშნა  დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის  თანამდებობაზე.

 

პროკურატურაში მსახურობის პერიოდში წარმატებული  მუშაობისათვის სხვადასხვა წლებში ხუთჯერ წახალისდა საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებებით.


2003 წელს ჩაააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, ხოლო 2005 წელს ჩაააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.


საქართველოს პრეზიდენტის  2006 წლის 20 თებერვლის ბრძანებულებით დაინიშნ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, საიდანაც გათავისუფლდა 2016 წლის 21 თებერვალს უფლებამოსილების 10 წლიანი ვადის ამოწურვის გამოსაქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

 

ყავს მეუღლე და სამი შვილი


აპარატი
 

თანამდებობარაოდენობამდედრობითიმამრობითი
მოსამართლე413
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია