Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

Cvens Sesaxeb

ჩვენს შესახებ

საჩხერის რაიონული სასამართლო

 


საჩხერის რაიონული სასამართლოს შენობა, რომელიც მდებარეობს . საჩხერეში, აღმაშენებლის . #3-ში, აშენდა 1989 წელს. შენობაში სხვადასხვა დროს ფუნქციონირებდა ადვოკატურა, სანოტარო ბიურო, მმაჩის ბიურო (2000-2005 ..), პირველ სართულზე განთავსებული იყო პროკურატურა, მეორეზე კი - სასამართლო.
2007
წელს, სასამართლო რეფორმის ფარგლებში, განხორციელდა შენობის რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც საჩხერის რაიონულმა სასამართლომ ფუნქციონირება გააგრძელა განახლებულ შენობაში.

პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები, სადაც ხდება მოქალაქეთა განცხადებების მიღებასაჩხერის რაიონული სასამართლოს შენობაში განთავსებულია 2 სხდომის დარბაზი, რომელთაგან ერთი განკუთვნილია სისხლის სამართლის საქმეთათვის ერთი კი სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განსახილველად.

საჩხრის რაიონული სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2009 წლიდან დღემდე, ხოლო 2008 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში. (მის: . ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32).

2007 წლის პირველი მარტიდან საჩხერის რაიონული სასამართლოსა და ჭითურის რაიონული სასამართლოს გაერთიანების შემდეგ შეიქმნა გამსხვილებული საჩხერის რაიონული სასამართლო, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება საჩხერისა და ჭიათურის რაიონებზე, ხოლო ჭიათურის რაიონში მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე, რომელიც პირველი ინსტანციის წესით განიხილავს მის განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს.

იმავდროულად, მაგისტრატ მოსამართლეს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, განიხილოს საჩხერის რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეებიც.

 

 

ჭიათურის მაგისტრატი სასამართლო

 

ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს შენობა 1985 წელს სპეციალურად სასამართლოსთვის აშენდა და იგი მდებარეობს ქ. ჭიათურაში, თხელიძის ქ. #41-ში. შენობაში სხვადასხვა დროს განთავსებული იყო სხვადასხვა დაწესებულება, კერძოდ: 2005 წლამდე ფუნქციონირებდა სასამართლო აღსრულების ბიურო, ადვოკატურა, ხოლო 2010 წლის სექტემბრის თვემდე - პრობაციის ბიურო. 
სასამართლო რეფორმის ფარგლებში განხორციელდა შენობის რეკონსტრუქცია და 2009 წლიდან მასში ფუნქციონირებს ჭიათურის მაგისტრატი სასამართლო, სადაც პირველი ინსტანციის წესით იხილება მაგისტრატი სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები.
 
ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს არქივში ინახება მაგისტრატი მოსამართლის მიერ განხილული საქმეები 2009 წლიდან დღემდე, ხოლო 2008 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში  (მის: . ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32).

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია