Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

darbazebis damateba

დარბაზების დამატება

რუსთავის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, 2016 წელს უსასყიდლოდ გადაეცა მომიჯნავე კაპიტალური შენობის ნაწილი (ორი სართული) საერთო ფართით 149მ2, რომლიდანაც 109მ2 საჭიროებს კოსმეტიკურ რემონტს. მომატებული ფართის სასამართლოს ძირითად შენობასთან განლაგების გათვალისწინებით, მასში შესაძლებელია განთავსდეს  საქმეთა საარქივო საცავი და სასამართლოს მოხელეთა სამუშაო ოთახები. სანაცვლოდ, ძირითად შენობაში  გამოთავისუფლდება ფართი, რომელშიც შესაძლოა მოეწყოს ორი მცირე ზომის (27მ2) სასამართლო სხდომის დარბაზი.  

შევიმუშავეთ ორი მცირე დარბაზის მოწყობის გეგმა, რომელიც ადგილმდებარეობით შესაბამისობაში იქნება სხვა სხდომის დარბაზებთან. ამასთან, ხენებული დარბაზები ვიზუალურად განსხვავებული იქნება საერთო სასამართლოებში დღემდე არსებული ტიპიური სხდომის დარბაზების წყობისგან. ესკიზებზე არსებული დარბაზის წყობა და მაგიდის ფორმა მიმსგავსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ადმინისტრაციული სასამართლოს სხდომის დარბაზის წყობასთან და აღნიშნულ დარბაზში არსებული მაგიდის ფორმასთან, ამასთან, ადაპტირებულია ჩვენს სამართლებრივ და სივრცით რეალობასთან. საყურადღებოა, რომ ეკონომიურობის თვალსაზრისით, მისი მოწყობა გაცილებით უფრო მცირე დანახარჯებს მოითხოვს, ვიდრე ტიპიური დარბაზების მოწყობა.

ამასთან, ვფიქრობთ, ამ ტიპის დარბაზები, ფინანსური და არსებულ ფართთან შესაბამისობის გარდა, მოსახერხებელი იქნება, როგორც სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განხილვისას, ასევე მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის უზრუნველსაყოფად.

დღეს არსებული პრინციპით, სხდომის დარბაზში მხარეთა მაგიდასთან გათვალისწინებულია მხოლოდ ოთხი ადამიანის განთავსების შესაძლებლობა და მოწმე იკითხება ფეხზე მდგომი. ჩვენს მიერ შემუშავებული განლაგებით კი შესაძლებელი ხდება სამუშაო მაგიდასთან მოთავსდეს ექვსი ადამიანი და ამასთან, მოწმე დაიკითხოს მჯდომარე მდგომარეობაში.

სხდომის დარბაზი №1

სხდომის დარბაზი №2

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია