Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

rusTavis saqalaqo sasamarTlo

რუსთავის საქალაქო სასამართლო

რუსთავის საქალაქო სასამართლო მდებარეობს ქ. რუსთავში, მისამართზე: ბოსტან-ქალაქის ქ. №6. აღნიშნული შენობა აშენებულია 1948 წელს და მასში სხვადასხვა დროს განთავსებული იყო ქ. რუსთავის პროკურატურა და ადვოკატურა. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულებით გაუქმდა რუსთავის ქალაქის სასამართლო და შეიქმნა რუსთავის საქალაქო სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.
2006 წელს სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელდა სასამართლოს შენობის რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ ფუნქციონირება გააგრძელა განახლებულ შენობაში. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები, სადაც ხდება მოქალაქეთა განცხადებების მიღება.
   რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობაში განთავსებულია შვიდი თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი დარბაზი, რომელთაგან ოთხი განკუთვნილია სისხლის სამართლის საქმეთათვის, სამი კი - სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განსახილველად. სასამართლოში ახალი კომპიუტერული პროგრამით ხდება სასამართლო პროცესის ჩაწერა სპეციალურ აუდიო-დისკზე.  მოთხოვნის  არსებობის შემხვევაში მხარე პროცესის დასრულებისთანავე, ოპერატიულად მიიღებს  აუდიო-დისკს.  სხდომის აუდიო ჩანაწერის წაკითხვა შესაძლებელია ნებისმიერ მულტიმედიურ კომპიუტერში.
    რუსთავის საქალაქო სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2009 წლიდან დღემდე, ხოლო 2008 წლის ჩათვლით  ყველა  კატეგორიის  საქმე გადაგზავნილია საქართველოს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში.მის:ქ.თბილისი, დიდი ლილო.   ტელ: (032)2748158; (0322 )748162.
 სასამართლო რეფორმის ფარგლებში სასამართლოების გაერთიანების პროცესი 2012 წელსაც გაგრძელდა.  გაერთიანებული  სასამართლოს  სტატუსით  რუსთავის საქალაქო სასამართლო 2012 წლის 11 სექტემბრიდან  სარგებლობს.  მასთან გაერთიანდა გარდაბნის რაიონული სასამართლო.

 

გარდაბნის მაგისტრი სასამართლო


გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს შენობა მდებარეობს  ქ. გარდაბანში, დავით აღმაშენებლის ქ. №6.
შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები ოთახი, და 2 სხდომათა დარბაზი, ხოლო მეორე სართულზე  მოსამართლისა და აპარატის თანამშრომელთა სამუშაო კაბინეტები.
 გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლე პირველი ინსტანციის წესით განიხილავს მის განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს. ამასთან, მაგისტრატ მოსამართლეებს უფლება  აქვთ  საჭიროების  შემთხვევაში განიხილონ რუსთავის საქალაქო სასამართლოს  განსჯადი  საქმეებიც.
 გარდაბნის  მაგისტრატი სასამართლოს არქივში ინახება განხილული საქმეები 2009 წლიდან დღემდე, ხოლო 2008 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში.მისამართი:ქ.თბილისი,დიდი ლილო. ტელ: (032)2748158; (0322 )748162

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია