Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mosamarTleebi

ნიკოლოზ მარგველაშვილი
ნიკოლოზ მარგველაშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1985 წლის 19 ოქტომბერს, ქ.ქუთაისში.

2003 წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის, მე-2 საშუალო სკოლა.

2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით - სამართალმცოდნეობა. (ბაკალავრის ხარისხი)

2010 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით - სამართალმცოდნეობა. (მაგისტრის ხარისხი)

2007-2008 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კანცელარიაში სპეციალისტის თანამდებობაზე.

2008-2010 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

2010-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

2011-2012 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა სექტორის უფროსის თანამდებობაზე.

2012-2013 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2013-2014 წლებში მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ბიუჯეტის ანალიზის დეპარტამენტში წამყვანი აუდიტორის თანამდებობაზე.

2014-2016 წლებში მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტში წამყვანი აუდიტორის თანამდებობაზე.

2009 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2010 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2014 წელს გაიარა კურსი - ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიაში, ეფექტიანობის აუდიტის მეთოდოლოგიასა და შიდა აუდიტის საფუძვლებში.

არჩეულ იქნა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ 2016 წლის 09 ივლისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრად.

არჩეულ იქნა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ 2017 წლის 24 ივნისს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად.

2016 წლიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, სალექციო კურსი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2016 წლის 04 იანვრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით,  დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ.  

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით 03 ივნისიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით გამწესდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

 


აპარატი
დავით დათიაშვილი
დავით დათიაშვილი

სხდომის მდივანი
ელ-ფოსტა: ddatiashvili@court.ge

ბიოგრაფია

 

დავით ტარიელის ძე დათიაშვილი დაიბადა 1988 წლის 03 სექტემბერს ქალაქ თერჯოლაში.
2006 წელს  დაამთავრა თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარის №1 საჯარო სკოლა.
2010 წელს დაამთავრა . ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, მიენიჭა ბაკალავრის წოდება, წარჩინების ხარისხით.
2007 წლის დეკემბრიდან 2010 წლის ივნისამდე იღებდა პრეზიდენტის სახელობის 150 ლარიან სტიპენდიას.
2009  წელს დაამთვრა კომპიუტერის შემსწავლელი კურსები და მოიპოვა სერთიფიკატი.2009-2010  წლებში სტაჟირება გაიარა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სპეციალობით.
2011 წლის 30 ნოემბერს ჩააბარა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის გამოცდა და მოიპოვა სერთიფიკატი.
2011 წლის 11 მარტიდან მუშაობ ქუთაისის საქალაქო სასამართლო კურიერის  თანამდებობაზე.
2012 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურა სისხლის სამართლის სპეციალობით, წარჩინების ხარისხით. წარმატებით დაიცვა სადიპლომო თემა: ,,საქმის არსებითი განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში".
2018 წლის თებერვლიდან დამატებითი ფუნქციის სახით დაეკისრა კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტის მოვალეობის განხორციელება;
2019 წლის მარტიდან დაკისრებული ჰქონდა სხდომის მდივნის მოვალეობის განხორციელება, ხოლო აპრილის თვიდან დაინიშნა სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

 

 
 
მალხაზ  ჩუბინიძე
მალხაზ ჩუბინიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1966 წლის 9 ნოემბერს, ქ. ზესტაფონში.
1983 წელს დაამთავრა ზესტაფონის №3-ე საშუალო სკოლა;
1996 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1985-1987 წლებში მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში;
1996-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს შინაგან ჯარებში (მუშაობდა ოთხმეთაურის, ასმეთაურის, ბატალიონის მეთაურის მოადგიულედ აღმზრდელობით დარგში, იყო ბატალიონის მეთაური). არის შსს ოფიცერი.
1998-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს ადვოკატთას კოლეგიასთან არსებულ ფირმა ''ვექილში'' ადვოკატად.
1999-2001 წლებში მუშაობდა ქუთაისიის საოლქო სასამართლოს მოქალაქეთა მისაღების უფროსად.
2001-2005 წლებში მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.
2005-2007 წლებში იყო ჭიათურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2007 წლიდან არის საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჭიათურის მუნიციპალიტეტში.
2009-2010 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ვანის რაიონულ სასამართლოში.
2010 წლის ნოემბრიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში;
2013-2015 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამარლოს მოსამართლე;
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისს დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში;

 


აპარატი
ნინო გიორგაძე
ნინო გიორგაძე

წამყვანი სპეციალისტი
ელ-ფოსტა: ngiorgadze@court.ge

ბიოგრაფია

ნინო თამაზის ასული გიორგაძე დაიბადა 1991 წლის 28 მარტს ქალაქ სამტრედიაში.
2009 წელს დაამთავრა სამტრედიის მე-2 საჯარო სკოლა.
2013 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, სისხლის სამართლის განხრით.
2013 წელს დაინიშნა სტაჟიორ იურისტად საგამოძიებო ადვოკატურა TLC_ში.
მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო მაცნეში.
2015 წლის ივლისიდან მუშაობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წამყვანი სპეციალისტის
(საერთაშორისო პრაქტიკის განზოგადების საკითხებში) თანამდებობაზე.
2018 წლის 23 იანვრიდან დაეკისრა სხდომის მდივნის ფუნქციების განხორციელება. 

 
გიორგი ესაძე
გიორგი ესაძე

სხდომის მდივანი
ელ-ფოსტა: gesadze@court.ge

ბიოგრაფია

გიორგი ესაძე გელას ძე დაიბადა 1990 წლის 14 მაისს ქ.ქუთაისში.

2007 წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის N2 საჯარო სკოლა.

2011 წელს წარჩინებით  დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი; საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის  სპეციალობით.

2009 – 2010 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.

2013 წელს წარჩინებით დაამთავრა  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა სისხლის სამართლის სპეციალობით.

2010 წლიდან 2015 წლის 21 მაისამდე მუშაობდა შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის დაცვის პოლიციის სამმართველოს ქ. ქუთაისის ოპერატიული რეაგირების ჯგუფის უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. 

2015 წლის მაისიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მანდატურის თანამდებობაზე.

2018 წლის 3 იანვრიდან დაეკისრა სხდომის მდივნის ფუნქციების განხორციელება.

2019 წლის აპრილიდან დაინიშნა სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

 

 
თებროლე ლიპარტელიანი
თებროლე ლიპარტელიანი

სხდომის მდივანი
ელ-ფოსტა: tliparteliani@court.ge
კომენტარი: წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლო

ბიოგრაფია

 

თებროლე ლიპარტელიანი დაიბადა 1981 წლის 12 მარტს ლენტეხის რაიონში. 1987 წელს შევიდა ლენტეხის საშუალო სკოლაში, 1991 წელს სწავლა გააგრძელა გვიშტიბის საშუალო სკოლაში რომლის ცხრა კლასი წარჩინებით დაამთავრა 1996 წელს და სწავლა განაგრძო ქ. წყალტუბოს მრავალპროფილიან ლიცეუმში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1998 წელს.
1998 წელს ჩაირიცხა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი წარჩინებით დაამთავრა 2003 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2005 წლის 01 მარტიდან 24 ოქტომბრამდე მუშაობდა სპეციალისტად წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში.
2005 წლის 24 ოქტომბრიდან  2006 წლის 18 სექტემბრამდე მუშაობდა სხდომის მდივნად წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში.
2006 წლის 18 სექტემბრიდან 2010 წლის 22 სექტემბრამდე მუშაობდა მოსამართლის თანაშემწედ წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში.
2010 წლის 22 სექტემბრიდან 2010 წლის 24 დეკემბრამდე მუშაობდა მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოში.
2010 წლის 24 დეკემბრიდან მუშაობს სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოში და ასევე შეთავსებული აქვს მოსამართლის თანაშემწის და სპეციალისტის მოვალეობის შესრულება.
2004 წლის 23 სექტემბერს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, ხოლო 2008 წლის 01 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსები და სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა. სრულყოფილად ფლობს ქართულ და რუსულ ენებს, კომპიუტერს – Windows, Internet, Ms word, Ms excel. 

 

 
 
ციცინო კიკვაძე
ციცინო კიკვაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1970 წლის 6 იანვარს, ჩოხატაურის რაიონში.
1987 წელს დაამთავრა ჩოხატაურის N1 საშუალო სკოლა.
1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1990-1993 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის კოოპერატივ ''მეკონსერვეს'' იურისკონსულტად.
1993-1994 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად.
1995-1997 წლებში მუშაობდა შპს ''ნაბეღლავის'' იურისკონსულტად.
1997-1998 წლებში მუშაობდა შპს ''ალიანსი-96''-ის იურისკონსულტად.
1998-1999 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის საავადმყოფოს იურისტად.
1999-2005 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ.
2005 წლიდან არის ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2007-2009 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
2009 წლის სექტემბრიდან ჩარიცხულია საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციის გამო.
2013 წლის დეკემრიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით 2016 წლის 22 ივლისიდან დაევალა მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


აპარატი
ია დვალიშვილი
ია დვალიშვილი

სხდომის მდივანი
ელ-ფოსტა: idvalishvili@court.ge

ბიოგრაფია

ია ალექსანდრეს ასული დვალიშვილი დაიბადა 1985 წლის 08 ივლისს ქ.ქუთაისში.
2002 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის კლასიკური გიმნაზია.
2007 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ.ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სპეციალობით სამართალმცოდნე, კვალიფიკაციით მაგისტრთან გათანაბრებული.
04.2007-06.2007 - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლოს თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი.
06.2007-12.2007 - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტი.
12.2007-10.2010 - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი.
07.2011-09.2012 - სს "პრივატბანკი"_ს - საცალო დაკრედიტების მენეჯერი.
09.2012-01.2015 - სს "პრივატბანკი"_ს - მოლარე ოპერატორი
01.2015-01.2018- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
02.2010-05.2010- გაიარა სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მოსამართლის თანაშემწის შემსწავლელი კურსები.
11.2012-11.2012- გაიარა საქართველოს ეროვნული ბანკის კვალიფიკაციის ამაღლების კურსი - მსოფლიოში არსებული ფულის ნიშნების დაცვითი სისტემა
03.2013-03.2013- გაიარა მიგრაციის ცენტრის საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კონცეფციის გათვალისწინებით ტრენინგი, ინფორმირებული მიგრაცია;
01.2015-01.2015-გაიარა კურსი საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების ინსტიტუტის და საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის,"ჩვენი მუნიციპალიტეტი" - ეფექტური ჩართულობა, ურბანული განვითარება და კომუნიკაცია. მუნიციპალიტეტის გაძლიერებასთან დაკავშირებით სამოქალაქო ჩართულობა და მონაწილეობა ქალაქის განვითარების პროცესებში. ინოვაციური ცვლილებები და პერსპექტივები.
03.2016-06.2017- გაიარა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის GIPA - ს სასერტიფიკატო კურსი - ბიზნესის მენეჯმენტში.
2018 წლის აპრილიდან 2018 წლის ივლისამდე - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლოს თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი.
2018 წლის ივლისიდან დღემდე - სხდომის მდივანი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

 

 
ფატმანი მინდიაშვილი
ფატმანი მინდიაშვილი

სხდომის მდივანი
ელ-ფოსტა: pmindiashvili@court.ge
კომენტარი: ტყიბულის მაგისტრატი სასამართლო

ბიოგრაფია

 

ფატმან მინდიაშვილი დაიბადა 1974 წლის 20 ოქტომბერს ქ.ქუთაისში.
1981 - 1991 წლებში სწავლობდა  ტყიბულის რაიონის სოფელ სოჩხეთის საშუალო სკოლაში.
1993- 1998 წლებში სწავლობდა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნუვერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე.
2000 წელს ჩაააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2005 წელს ჩაბარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტესტური გამოცდა.
2000  წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა ტყიბულის რაიონულ სასამართლოში (შემდგომში ტყიბულის მაგისტრატი სასამართლო) მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.
2011 წლიდან დღემდე მუშაობს ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

 

 
თამარ შალამბერიძე
თამარ შალამბერიძე

სხდომის მდივანი
ელ-ფოსტა: tshalamberidze@court.ge

ბიოგრაფია

თამარ თამაზის ასული შალამბერიძე დაიბადა 1984 წლის 27 მარტს ქ.ქუთაისში.
2001 წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის N1 საშუალო სკოლა.
2001 წლიდან 2006 წლამდე სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
2006 წელს წარჩინებით დაასრულა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2007 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი და წარმატებით ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2009 წლის 15 იანვრიდან - 5 მარტამდე სტაჟირებას გადიოდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
2009 წლის 5 მარტიდან 2012 წლამდე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.
2012 წლის იანვრიდან 2019 წლის 08 ივლისამდე მუშაობდა სხდომის მდივნის თანამდებობაზე.
2014 წლის სექტემბერში ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით და მიენიჭა სერტიფიკატი.
2015 წლის ნოემბრის თვეში ჩააბარა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა და მიენიჭა სერტიფიკატი.
2019 წლის 08 ივლისიდან დაკისრებული აქვს მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შესრულება.
არის დაოჯახებული. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.


 

 
 
ციცინო მოსიძე
ციცინო მოსიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1971 წლის 12 ოქტომბერს ქ. ბაღდათში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
გალის რაიონის სოფ. შეშელეთის აკად. ი.ნ. ვეკუას სახ. ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის 8 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა გალის №102 პროფესიულ - ტექნიკურ სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1989 წელს.
1990 წელს ჩაირიცხა მოსკოვის იურიდიულ ინსტიტუტში. 
1992 წელს სწავლა განაგრძო და 1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს აგრალურ მეცნიერებათა აკადემიის ბაღდათის ინსტიტუტის იურიდიულ მეცნიერებათა კათედრაზე მასწავლებლად.
1999-2000 წლებში პარალელურად მუშაობდა ბაღდათის რაიონის სოფ. ნერგეეთის თემის საკრებულოს აპარატის უფროსად.
2000-2005 წლებში მუშაობდა ნ. ნიკოლაძის სახელობის საქართველოს მრავალპროფილიანი აკადემიის ბაღდათის ინსტიტუტის იურიდიულ მეცნიერებათა კათედრის დოცენტად.
2002-2005 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და მუშაობდა ბაღდათის რაიონის ადვოკატურაში ადვოკატად.
2005 წლის თებერვლიდან გაწევრიანდა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში”.
2005 წლის 22 სექტემბერს  დაინიშნა ბაღდათის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. 
2006-2007 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
2008 წლის 23 აპრილს დაეკისრა ბაღდათის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით  2010 წლის 01 მარტიდან დაევალა მოსამართლის უფლებამოსილების განახორციელება ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით  2010 წლის 22 სექტემბრიდან დაევალა მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება ბაღდათის მუნიციპალიტეტში.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 21 სექტემბრის №1/138 გადაწყვეტილებით  გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 25 დეკემბრის №1/215 გადაწყვეტილებით 2016 წლის 4 იანვრიდან გამწესდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით 2016 წლის 5 იანვრიდან დაევალა მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება ბაღდათის მუნიციპალიტეტში.

 


აპარატი
ეკატერინე აბესაძე
ეკატერინე აბესაძე

მოსამართლის თანაშემწე
ელ-ფოსტა: eabesadze@court.ge

ბიოგრაფია

 

ეკატერინე ავთანდილის ასული აბესაძე დაიბადა 1986 წლის 9 იანვარს ქ. ქუთაისში.
2003 წელს დაამთავრა აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაზო გიმნაზია.
2007 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
2008 წელს გაირა სტაჟირება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
2009 წლის 01 ივლისიდან მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნად.
2010 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2010 წლის სექტემბრიდან მუშაობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.

 

 
თეონა აბზიანიძე
თეონა აბზიანიძე

სხდომის მდივანი
ელ-ფოსტა: tabzianidze@court.ge

ბიოგრაფია

 

თეონა ბორისის ასული აბზიანიძე დაიბადა 1985 წლის 16 აგვისტოს  ქ. ხონში.
2001 წელს დაამთავრა ხონის რაიონის სოფ. პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლა.
2004 წელს დაამთავრა ხონის N9 პროფესიული სასწავლებელი.
2008 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატი.
2008 წლის 01 ივნისიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიარა ექვს თვიანი სტაჟირების კურსი.
2009 წლის 16 მარტიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე.
2009 წლის 01 ივლისიდან კონკურსის შედეგად გადაყვანილი იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე.
2009 წლის 11 დეკემბერს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალობით.
2010 წელს  წარჩინებით დაამთავრა  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა სისხლის სამართლის სპეციალობით.
2012  წლის  21 მარტიდან მუშაობს  ქუთაისის  საქალაქო  სასამართლოში  სხდომის  მდივნის  თანამდებობაზე.

 
 
მანანა ნიკაჭაძე
მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

მანანა  ნიკაჭაძე  დაიბადა 1964 წლის 5 აგვისტოს  ქალაქ ზესტაფონში.
1981 წელს წარჩინებით დაამთავრა ზესტაფონის რაიონის სოფელ ტაბაკინის საშუალო სკოლა.
1982 წელს დაამთავრა ზესტაფონის №152 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.
1984 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დღის განყოფილებაზე და დაამთავრა 1989 წელს.
იმავე წელს მუშაობა დაიწყო ზესტაფონის რაიონული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში (შემდგომში რაიონის გამგეობა) ჯერ არქივარიუსად, შემდეგ იურისტად. 
1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ზესტაფონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების ინსპექტორად. 
1995-1998 წლებში მუშაობდა ქ. ზესტაფონის №7 საშუალო სკოლაში მასწავლებლად.
1999 წლის 15 მაისიდან  2009 წლის ოქტომბრამდე იყო ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, 2001 წლიდან ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
2010 წლის მარტიდან 2014 წლის იანვრამდე იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი.
2014 წლის იანვრიდან მუშაობდა ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტად.
2016 წლის 25 ივლისიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ ბაღდათის მუნიციპალიტეტში.
2016 წლის 25 ივლისადან ახორციელებს მოსამართლის უფლებამოსილებას ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
დასაოჯახებელი.


აპარატი
ლალი ტურავა
ლალი ტურავა

მოსამართლის თანაშემწე
ელ-ფოსტა: lturava@court.ge

ბიოგრაფია

ლალი მიხეილის ასული ტურავა დაიბადა 1969 წლის 26 სექტემბერს ქ. ქუთაისში.
1984 წელს დაამთავრა ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლის არასრული კურსი.
1988 წელს დაამთავრა ქუთაისის ავტომექანიკური ტექნიკუმი ლითონების ჭრით დამუშავების სპეციელობით.
1988 წლის 14 მარტიდან 13 სექტემბრამდე მუშაობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში სამუშაოთა გამანაწილებლად.
1993 წელს დაამთავრა ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის სპეციალობით.
2003-2006 წლებში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მბეჭდავ-ოპერატორად.
2006 წელს დაამთავრა ქუთაისის საერო ინსტიტუტი გელათის იურიდიულ-ეკონომიკური ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2006 წლის 01 მარტიდან 03 აპრილამდე მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე.
2006 წლის 03 აპრილიდან მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.
2017 წლის 5 ივნისიდან დღემდე მუშაობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.
ჰყავს მეუღლე.

 
ირმა ჭუმბაძე
ირმა ჭუმბაძე

სხდომის მდივანი
ელ-ფოსტა: ichumbadze@court.ge
კომენტარი: ბაღდათის მაგისტრატი სასამართლო

ბიოგრაფია

 

ირმა ამირანის ასული ჭუმბაძე. დაიბადა 1976 წლის 17 აპრილს . ბაღდათში.
1993 წელს დაამთავრა . ბაღდათის №1 საშუალო სკოლა.
1998 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.
1997-1999 წლებში მუშაობდა ბაღდათის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში  სამართალმცოდნეობის მასწავლებლად.
1999 წლიდან ხელშეკრულებით მუშაობდა საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტშიმმაჩის სამართლის მასწავლებლად.
2002-2005 წლებში მუშაობდა ბაღდათის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს სისტემურ დაქვემდებარებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და ფერმერულ მეურნეობებში იურისტად.
ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო), პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით.
2007-2010 წლებში მუშაობდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.
2010 წლიდან დღემდე მუშაობ ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

 

 

 
ნათია ხუნწარია
ნათია ხუნწარია

სხდომის მდივანი
ელ-ფოსტა: nkhuntsaria@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1992 წლის 24 ივლისს ქ. ქუთაისში.
2010 წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის №12 საჯარო სკოლა.
2014 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატი სამართლის სპეციალობით.
2016 წელს წარჩინებით დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა.
2013-2014 წლებში სტაჟირება გაიარა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში.
2014 წლის 17 დეკემბერიდან 2015 წლის 05 იანვრამდე სტაჟირება გაიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის-აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში.
2015 წლის 5 იანვრიდან 2015 წლის 22 იანვრამდე მუშაობდა სენაკის რაიონული სასამართლოს აბაშის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტად.
2015 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო-ადმინისტრაციულ სამართალში.
2015 წლის 22 იანვრიდან 2017 წლის 21 თებერვლამდე მუშაობდა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე და ამავე დროს დაკისრებული ჰქონდა მოსამართლის თანაშემწის უფლება-მოვალეობა.
2017 წლის 21 თებერვლიდან 2019 წლის ივლისამდე მუშაობდა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2019 წლის ივლისიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.
არის დასაოჯახებელი.

 
 
ლელა მილდენბერგერი
ლელა მილდენბერგერი

მოსამართლე

ბიოგრაფია

პირადი ინფორმაცია:
დაიბადა 1968 წლის 30 აგვისტოს, თბილისში;
განათლება:
1986  წელს დაამთავრა თბილისის 114-ე საშუალო სკოლა.
1991 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელანის სახელობის  სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.
2007 წელს დაამთავრა წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2007  წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქლაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით;
2008 წელს გაიარა სტაჟირება თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
2009  წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა;
2010 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა;
2016-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;
სამუშაო გამოცდილება:
2000-2008 წლებში მუშაობდა  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
2004-2009 წლებში მუშაობდა წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში რუსული ენისა და ლიტერატურის ლექტორად.
2008-2014 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივნად.
2014-2018 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ. 
2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით გამწესდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.  


აპარატი
იზოლდა ლოსაბერიძე
იზოლდა ლოსაბერიძე

მოსამართლის თანაშემწე
ელ-ფოსტა: ilosaberidze@court.ge

ბიოგრაფია

იზოლდა თეიმურაზის ასული ლოსაბერიძე დაიბადა 1984 წლის 29 ივნისს ქ. ქუთაისში.
2001 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის N9 სკოლა-გიმნაზია.
2006 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება საერთო სამართლის სპეციალიზაციით.
2007 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2006-2007 წლებში გაირა სტაჟირება კერძო ადვოკატურაში.
2007-2008 წელს გაიარა სტაჟირება შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექცია).
2008 წლის 10 სეტქემბრიდან 2009 წლის 1 ივლისამდე მუშაობდა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.
2009 წლის 1 ივლისიდან მუშაობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 
ალექსანდრე ხაჭაპურიძე
ალექსანდრე ხაჭაპურიძე

სპეციალისტი სამეურნეო საკითხებში
ელ-ფოსტა: akhachapuridze@court.ge

ბიოგრაფია

 

ალექსანდრე  თენგიზის ძე ხაჭაპურიძე დაიბადა 1981 წლის 30 სექტემბერს ქ. ქუთაისში.
1999 წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის სამუსიკო საშვალო სკოლა.
2003  წელს დაამთავრა წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო სემინარია.
2003  - 2006 წლამდე სწავლობდა წმ.დავით აღმაშენებლის სახელობის სასულიერო აკადემიაში.
2006  წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის  უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით, მიენიჭა ბაკალავრის წოდება.
2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2006-2008 წლებში გაიარა სტაჟირება კერძო ადვოკატურაში.
2011 წლის ივლისიდან მუშაობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

 
 
თათია გოგოლაური
თათია გოგოლაური

მოსამართლე

ბიოგრაფია

თათია გიორგის ასული გოგოლაური
დაიბად 1983 წლის 19 მარტს . თბილისში;
განათლება:
2000 წელს დაამთავრა . კასპის 1 საერო გიმნაზია;
2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო ნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი.
2005 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კომპლექსური სასწავლო კურსი სამოსამართლო სწავლების ცენტრში.
2013 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2016-2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება:
2004 -  2005 წლებში გაიარა სასწავლო საწარმოო პრაქტიკა თბილისის საოლქო სასამართლოში;
2006 წელს დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სხდომი მდივნის თანამდებობაზე.
2010 წელს დაინიშნა მოსამართლის თანაშემწის  თანამდებობაზე.
2018 წლის იანვრიდან არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართე.


აპარატი
დავით აბაშიძე
დავით აბაშიძე

სხდომის მდივანი
ელ-ფოსტა: dabashidze@court.ge

ბიოგრაფია

დავით აბაშიძე დაიბადა 1991 წლის 04 ივლისს, . ქუთაისში.
2007
წელს დაამთავრა შპს "N1 სკოლა" (გოქაძე).
2011
წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი.
2013
წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.
2013-2014
წლებში მუშაობდა შპსგეოკონსალტინგგრუპ“-ში იურისტის თანამდებობაზე.
2014-2015
წლებში მუშაობდა სს "თიბისი ბანკი"-  დიღმის მასივის ფილიალში საკრედიტო ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
2017
წლის 29 ივნისიდან მუშაობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კურიერის თანამდებობაზე.
2019 წლის 15 იანვრიდა დაკისრ სხდომის მდივნის მოვალეობის განხორციელება.
2019 წლის მაისიდან
დაინიშნა სხდომის მდივნის თანამდებობაზე.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 
ელენე მაჭარაშვილი
ელენე მაჭარაშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ელ-ფოსტა: e.macharashvili@court.ge

ბიოგრაფია

ელენე მაჭარაშვილი დაიბადა 1987 წლის 03 იანვარს ქ. ქუთაისში.
2004 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის მეორე გიმნაზია.
2008 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსი წარჩინების ხარისხი.
2010 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურა წარჩინების ხარისხით. წარმატებით დაიცვა სადიპლომო თემა: "სახელმწიფო მმართველობა და ტერიტორიულ-ორგანიზაციული ფორმები კონსტიტუციონალიზმში“.
2009-2010 წლებში სტაჟირების ექვსთვიანი კურსი გაიარა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და იყო იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატის თანაშემწე. აგრეთვე მონაწილეობას ღებულობდა მათ მიერ განხორციელებულ პროექტებში.
2009 წლის 12 დეკემბერს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
2010 წელს მონაწილეობა მიიღო პროექტ ,,ახალგაზრდა ლიდერები საზოგადოების სამსახურში’’ და პროექტ ,,სახალხო მანიფესტის’’ ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგში - ,,ლიდერობა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მონიტორინგი’’ და მოიპოვა სერთიფიკატი.
2010-2011 წლებში სტაჟირება გაიარა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო და სისხლის სამართლის სპეციალობით.
2011 წლის 11 მარტიდან მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.
2012 წლის 12 იანვრიდან მუშაობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 
 
დარინა აბულაძე
დარინა აბულაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

პირადი ინფორმაცია:
დაიბადა 1982 წლის 01 იანვარს. 
განათლება:
1999 წელს დაამთავრა ხულოს რაიონის, სოფელ ვაშლოვანის საშუალო სკოლა.
2004 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2001-2002 წელს საქართველოს შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო ინსტიტუტის ბათუმის ფაკულტეტზე გაიარა გადამზადების კურსები, პროფილით მცირე ბიზნესი, პერსონალური კომპიუტერის ოპერატორი.
2005 წელს ჩააბარა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის გამოცდა.
2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
2013 წლის 02 მარტს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში.
2016-2017 წლებში  იყო სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება:
2000-2005 წწ. მუშაობდა .ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს კანცელარიის საქმისმწარმოებლად.
2005-2010 . მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანად.
2010 წლის მაისის თვიდან 2018 წლის 11 იანვრამდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით გამწესდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.


აპარატი
სოფიო ბრეგვაძე
სოფიო ბრეგვაძე

სხდომის მდივანი
ელ-ფოსტა: sbregvadze@court.ge

ბიოგრაფია

 

სოფიო ბრეგვაძე დაიბადა 1990 წლის 10 იანვარს ქალაქ ქუთაისში.
2006
წელს დაამთავრა . ქუთაისის N 33 საჯარო სკოლა.
2010 წელს წარჩინებით დაამთავრა . ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით  და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2012 წელს ასევე წარჩინებით დაამთავრა . ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა სისხლის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. წარმატებით დაიცვა სადიპლომო თემა: ”ტრეფიკინგი - 21- საუკუნის მონობა“. არჩეული სპეციალობის საფუძვლიანი დაუფლების მიზნით აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში და სემინარებზე, გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგები: ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის საბჭოს მექანიზმები და ევროპული სასამართლოს მუშაობის სტრუქტურის განხილვა; ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციების განხილვა; ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ნორმების განხილვა, საარჩევნო სისტემის და წესების გაცნობა და შესწავლა.
2009-2010
წლებში გაიარა სტაჟირება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში.
2010-2011 წლებში გაიარა სტაჟირება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, აქტიურად იღებდა მონაწილეობას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დებატ-კლუბში და იყო დებატ-კლუბის წევრი.
2011-2012
წლებში გაიარა სტაჟირება იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროში.
2012-2014
წლებში გაიარა სტაჟირება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო და სისხლის სამართლის სპეციალობით.
2015
წლის 19 თებერვალს დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად.
2015
წლის მაისიდან დაინიშნა საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნად ქუთაისის საქალაქო სასამართლოში

2018 წლის ივლისიდან  დაინიშნა მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
2018
წლის ოქტომბრიდან არის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

 

 

 
ქეთევან კირიაკიდი
ქეთევან კირიაკიდი

მოსამართლის თანაშემწე
ელ-ფოსტა: kkiriakidi@court.ge

ბიოგრაფია

ქეთევანი გიორგის ასული კირიაკიდი დაიბადა 1993 წლის 26 ნოემბერს ქ. ქუთაისში. 2011 წელს დაამთავრა ქუთაისის 21- ე საჯარო სკოლა. 2015 წელს წარჩინებით დაამთავრა აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნირებათა ფაკულტეტი სამართლის სპეციალობით, ამავე წელს ჩააბარა მაგისტრატურაზე აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საჯარო სამართლის მიმართულებით.

სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი ,,თაობათა დიალოგის“-ს პროექტ ,,ღია თვითმმართველობის“  მონაწილე 2014 წლის აპრილიდან სექტემბრამდე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს სტაჟიორი საქართველოს პარლამენტში 2014 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ადვოკატის თანაშემწე 2014 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის აპრილამდე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი 2015 წლის აპრილიდან სექტემბრამდე.

2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის 6 აპრილამდე ასრულებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტის მოვალეობას.

2017 წლის 6 აპრილიდან  მუშაობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად.

2018 წლის ოქტომბრიდან დაეკისრა მოსამართლის თანაშემწის ფუნქციების განხორციელება.
2019 წლის მაისიდან დაინიშნა მოსამართლის თანაშემწედ.
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი. ყავს დედა, მამა და და.

 
 
ნანა ჯოხაძე
ნანა ჯოხაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

 

ნანა ჯოხაძე დაიბადა 1975 წლის 29 ნოემბერს, ქ. სამტრედიაში, ფარნავაზის ქ. №261-ში.
1992 წელს  დაამთავრა  სამტრედიის 7 საშუალო სკოლა.
1992 წელს ჩაირიცხა და 1997 წელს წარჩინებით  დაამთავრა ქუთაისის აკ.  წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
1997 წელს დაინიშნა სპს ,,აბაშის ჰუმანიტარული  და სამართლის ინსტიტუტში“ ლექტორად.
საქართველოს იუსტიციის  სასწავლო  ცენტრში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამ  თვიანი კურსი და 1999 წელს ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალიწინებული გამოცდა.
2000 წლიდან პარალელურად მუშაობდა ნიკო ნიკოლაძის სახელობის საქართველოს მრავალპროფილიან აკადემიაში ლექტორად.
2005 წლის 18 ივნისს ჩააბარა მოსამართლების საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო  და  ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით.
2005 წლის 6 ნოემბერს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალობით.
2005 წლის 1 მარტს დაინიშნა საადვოკატო ფირმა ,,სამართალში“ ადვოკატის  თანამდებობაზე.
2006 წლის 28 აპრილს გათავისუფლდა საადვოკატო ფირმა ,,სამართალში“ ადვოკატის  თანამდებობიდან პირადი  განცხადების  საფუძველზე.
2006 წლის 1 მაისიდან 2006 წლის 1 ნოემბრამდე ხელშეკრულებით მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს კონსულტანტად სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების  საქმეთა პალატის სამდივნოში.
2007 წლის 20 თებერვალს დაინიშნა საადვოკატო ფირმა ,,სამართალში“ ადვოკატის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა 2007 წლის 1 სექტემბერს პირადი განცხადების საფუძველზე.
2007 წლის 3  დეკემბრიდან 2009 წლის 28 მარტამდე სწავლობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.
2009 წლის ივლისიდან 2016 წლის თებერვლამდე მუშაობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 12 თებერვლის 1/38 გადაწყვეტილებით "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 და  41 პუნქტების შესაბამისად, გამწესდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის თანამდებობაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 3 წლის ვადით, 2016 წლის 15 თებერვლიდან.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის 2016 წლის 25 თებერვლის 8 ბრძანებით "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დაევალა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლისა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების  განხორციელება.
2019 წლის ივნისიდან დაევალა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

 

 


აპარატი
ნანა გაბედავა
ნანა გაბედავა

მოსამართლის თანაშემწე
ელ-ფოსტა: ngabedava@court.ge

ბიოგრაფია

ნანა მალხაზის ასული გაბედავა დაიბადა 1984 წლის 08 ივლისს ქ. სოხუმში.
2001 წელს დაასრულა ქ. ქუთაისის ჰუმანიტარული ლიცეუმი.
2001-2006 წლებში სწავლობდა ქ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - სამართალმცოდნეობის სპეციალობით. მიენიჭა მაგისტრის წოდება, წარჩინების ხარისხით.
2007 წლის 11 ივნისს ჩააბარა ადვოკატურის საკვალიფიკაციო გამოცდა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო ცენტრში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამ თვიანი კურსი და 2007 წლის 3 ივლისს ქალაქ თბილისში – იუსტიციის უმაღლეს სკოლაში წარმატებით ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა, ფლობს შესაბამის სერტიფიკატს.
2010-2011 წლებში გაიარა 5 თვიანი სტაჟირება ქალაქ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის სპეციალობით.
2011 წლის 11 მარტიდან მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.
გავლილი აქვს სხვადასხვა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო სემინარები, მათ შორის:
2016 წლის 03-04 ივნისს გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო სემინარი თემაზე - მტკიცებულებათა ცნება (შეფასება, დასაშვებობა, გამოკვლევა, გამოქვეყნება და დემონსტრირება).
2016 წლის 25 ივნისს გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო სემინარი თემაზე - საპროცესო დოკუმენტების შედგენა.
2017 წლის 15-16 ივნისს გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო სემინარი თემაზე - მართლმსაჯულების ხელშეწყობა გენდერული თანასწორობის გზით.
2017 წლის 23-24 დეკემბერს გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო სემინარი თემაზე - ტრეფიკინგთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები: ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა, განსაკუთრებით ბავშვთა ეფექტიანი დაცვა.
2018 წლის 28-29 აპრილს გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო სემინარი თემაზე - კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეთა (ეფექტიანი) განხილვა.
2018 წლის 23 იანვრიდან დაეკისრა მოსამართლის თანაშემწის ფუნქციების განხორციელება.
2019 წლის მაისის თვიდან დაინიშნა მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 
ნიტა ფაიქიძე
ნიტა ფაიქიძე

სხდომის მდივანი
ელ-ფოსტა: npaikidze@court.ge

ბიოგრაფია

ნიტა ზაზას ასული ფაიქიძე დაიბადა 1993 წლის 18 იანვარს ქალაქ ქუთაისში.
2011 წელს დაამთავრა აკად. ი. ჯავახიშვილის სახელობის კერძო სკოლა „იმედი“
2015 წელს დაამთავრა აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამართლის სპეციალობით, მიიღო ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2014 წელს მიიღო მონაწილეობა სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ პროექტში - „ჩემი პრეზიდენტი“.
2016 წელს გაიარა საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტის საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამის „პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის“ ტრენინგ-კურსი და გადაეცა სერთიფიკატი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლო სტაჟიორი 2016 წლის მარტიდან 2017 წლის მაისამდე.
2017 წლის ივნისიდან მუშაობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მისაღები განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.
2019 წლის აპრილიდან დაეკისრა აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის ფუნქციების განხორციელება.
2019 წლის ივლისიდან დაინიშნა სხდომის მდივნად,
2019 წელს დაამთავრა აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა და მიიღო მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
არის დაოჯახებული.

 
 

თანამდებობარაოდენობამდედრობითიმამრობითი
მოსამართლე972
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია