Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mosamarTleebi

დავით ახალბედაშვილი
დავით ახალბედაშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1980 წლის 10 ოქტომბერს. ქ.მაიაკოვსკში (ბაღდათი);

განათლება:

1998 წელს დაამთავრა ქ.გორის N9 საშუალო სკოლის ჰუმანიტარული ლიცეუმი;
2003 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით;

2010 -2011 წლებში სწავლობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში;

სამუშაო გამოცდილება:

2002-2003 წლებში გაიარა საწარმოო პრაქტიკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში;

2003-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სხვადასხვა თანამდებობაზე (სხდომის მდივანი, თანაშემწე, მთავარი სპეციალსიტი).

2005 -2006 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში. (სასამართლოს სხდომის მდივნად, სპეციალისტად).

2006 წელს მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მოსამართლის თანაშემწედ).

2006-2009 წლებში მუშაობდა რუსთავის რაიონულ პროკურატურაში პროკურორად.

2009-2010 წლებში მუშაობდა თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორის თანამდებობაზე.

2011 წლიდან არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

2012-2013 წლებში მივლინებულიიყო ხობის რაიონულ სასამართლოში;

2013-2017 წლებში მივლინებული იყო ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლედ;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ დუშეთის მუნიციპალიტეტში;


აპარატი
დიანა რთველიაშვილი
დიანა რთველიაშვილი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (3300) 51-36-98 (შ/ნ: 111 )
ელ-ფოსტა: d.rtveliashvili@court.ge

ბიოგრაფია

 

დიანა რთველიაშვილიდაიბადა 1986 წლის 26 ივნისს . მცხეთაში. 

2003 წელს დაამთავრა ძეგვის . . როსტიაშვილის სახ. სკოლა 

2003 წელს ჩაირიცხა თბილისის სამართლისა და საგარეო ეკონომიკურ ერთიერთობათა უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე აღნიშნული უნივერსიტეტი დავამთავრე 2008 წელს სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2008 წლის 11 აგვისტოს დაინიშნა მცხეთის რაიონულ სასამართლოში კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე სადაც ვმუშაობ დღემდე.

2010 წლის 13 დეკემბერს ჩააბარა ადვოკატთა ტესტური გამოცდა (სამოქალაქო სამართლის სპეციალობით). აქვს შესაბამისი სერთიფიკატი

2012 წლის 6 მარტს ჩააბარა პროკურატურის საკვლიფიკაციო გამოცდა.  აქვს შესაბამისი სერთიფიკატი 

ოჯახური მდგომარეობაჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

 
 
მორის ფუხაშვილი
მორის ფუხაშვილი

მოსამართლე

ბიოგრაფია

 

დაიბადა 1961 წლის 28 თებერვალს

არდაბნის რაიონის დაბა დიდ ლილოში.  

1978 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა დაბა დიდი ლილოს საშუალო სკოლა.

1979-1984 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

იურიდიული ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. იყო ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ი. გოგებაშვილის  სახელობის  სტიპენდიანტი.

1984 წლის 19 ოქტომბრიდან მუშაობდა საქართველოს პროკურატურის სისტემაში, კერძოდ:

1984-1985 წლებში მუშაობდა განაწილებით, სტაჟიორ-გამომძიებლად  . რუსთავის პროკურატურაში;

1985 წლის ივნისიდან ნოემბრამდე _ სტაჟიორად უფროსი გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე

 . რუსთავის პროკურატურაში;

1985 -1986 წლებში _ უფროს გამომძიებლად ქ.რუსთავის პროკურატურაში;

1986 ნოემბრიდან -1987 წლის ივნისამდე _ ქ. რუსთავის პროკურორის თანაშემწედ;

1987-1992 წლებში _ საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს პროკურორად.

1992-1999 წლებში _  . თბილისის ისნის რაიონის პროკურორის თანაშემწედ.

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 29 აპრილის N196 ბრძანებულებით დაინიშნა თბილისის

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 3 მაისის N288 ბრძანებულებით დაეკისრა თბილისის საქალაქო

სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 18  მარტის გადაწყვეტილებით დაინიშნა მცხეთის

 რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.


აპარატი
ნინო დობაძიშვილი
ნინო დობაძიშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (3300) 51-36-98 (შ/ნ:112 )
ელ-ფოსტა: n.dobadzishvili@court.ge

ბიოგრაფია

 

ნინო თეიმურაზის ასული დობაძიშვილი, დაიბადა 1988 წლის 02 ივლისს . თბილისში. 

2004 წელს დაამთავრა . თბილისის №45 საჯარო სკოლა. 

2004 წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, სპეციალობით - სამართალმცოდნეობა.

2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი, სპეციალობით - სამართალმცოდნეობა.

2009 წელს ჩააბარა კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლაში იურიდიულ ფაკულტეტზე სისხლის სამართლის მიმართულებით.

2010 წლის ნოემბრის თვიდან 2011 წლის მარტის თვემდე გაიარა პრაქტიკა  თბილისის საქალაქო სასამართლოში. 

2012 წელს ჩააბარა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი.

2011 წლის მარტის თვიდან 2013 წლის აპრილის თვემდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად.

2013 წლის აპრილის თვიდან 2013 წლის ნოემბრის თვემდე მუშაობდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად.

2013 წლის 01 ნოემბრიდან მუშაობს მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

 

ჰყავს მეუღლე და შვილი.

 

 
 
კობა გოცირიძე
კობა გოცირიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1966 წლის 10 აგვისტოს, ქ. ხაშურში.

განათლება:

1983 წელს დაამთავრა ხაშურის რკინიგზის N3 საშუალო სკოლა. 

1992 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება:

1993-1994 წლებში იყო ქარელის რაიონის პროკურატურაში სტაჟიორი უფროსი გამომძიებელი, ხოლო შემდეგ ხაშურის სარაიონთაშორისო პროკურატურაში სტაჟიორი უფროსი გამომძიებელი.

1994-1995 წლებში მუშაობდა იმავე პროკურატურაში უფროს გამომძიებლად;

1995-1998 წლებში მუშაობდა ხაშურის ტრანსპორტის პროკურორის თანაშემწედ;

1998-2002 წლებში მუშაობდა ხაშურის რეგიონალური ტრანსპორტის პროკურორის უფროს თანაშემწედ;

2002-2005 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე;

2005-2010 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;

2010-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

2015 წლის 7 აპრილს გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო;

2016 წლის თებერვლიდან გამწესდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.


აპარატი
შალვა ჯულუხაძე
შალვა ჯულუხაძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (3300) 51-36-98 (შ/ნ:224 )
ელ-ფოსტა: sh.julukhadze@court.ge

ბიოგრაფია

შალვა გენადის-ძე ჯულუხაძე დაიბადა თბილიშსი 1981 წლის 30 სექტემბერს.
1988
წელს შევიდა . თბილისის 172- საშ. სკოლაში და დაამთავრა 1999 წელს. 
იმავე წელს ჩააბარა .თბილისის გრ.რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში .. "ალმა მატერი" , რომელიც დაამთავრა 2004 წელს.

2000 წლის ინავრიდან 2005 წლის 1 იანვრამდე მუშაობდა . თბილისის საოლქო სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე.

2007 წლის 1 ნოემბრიდან 2008 წლის 1 ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტად.  

2011 წლის 7 ოქტომბერს 2012 წლის 22 სექტემბრამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსად.

2012
წლის 25 დეკემბრიდან დღემდე მუშაობს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

 
 
ბადრი  შონია
ბადრი შონია

მოსამართლე

ბიოგრაფია

სამუშაო გამოცდილება:

დაიბადა 1979 წლის 13 მარტს, ქ. გალში;

განათლება:

1996 წელს დაამთავრა წალენჯიხის რაიონის სოფელი ფახულანის საშუალო სკოლა;

2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით;

2010-2011 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში;

სამუშაო გამოცდილება:

2005- 2006 წლებში მუშაობდა საქართველოს სამართალშემოქმედთა კავშირის ადვოკატად;

2006 წლის მარტიდან 2006 წლის ივლისამდე მუშაობდა დუშეთის რაიონული პროკურატურის პროკურორად;

2006 წლის ივლისიდან 2007 წლის ივნისამდე მუშაობდა მცხეთა - მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად;

2007 წელს (ივნისიდან ნოემბრამდე) მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად;

2007-2009 წლებში მუშაობდა სენაკის რაიონულ პროკურატურაში რაიონულ პროკურორად;

2009-2010 წლებში მუშაობდა ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში რაიონულ პროკურორად;

2011 წლის ნოემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2017 წლის 29 მაისიდან 3 ოქტომბრამდე ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას.


აპარატი
 
მაია ოშხარელი
მაია ოშხარელი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1963 წლის 17 ივლისს ქ. თბილისში

განათლება 

1980 წ ქ. თბილისის №36-ე საშუალო სკოლა

1987წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2010 წლის 4 მარტს თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს №12 გადაწყვეტილებით, მომენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება

 

1987-1999 წწ თბილისის სამრეწველო-ეკონომიკური ტექნიკუმი, სამართლის საგნის მასწავლებელი

1994-1999 წწ საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი. ნაძალადევის რაიონის ადვოკატურა, ადვოკატი

1992-1999 ლექციების კურსი თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში ,,იბერია“

15.05.1999_01.11.2005 თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლე

01.11.2005_17.03.2006 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე

17.03.2006_18.03.2016 საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი-(სისხლის სამართლის საქმეთა პალატა)

2009 წლიდან დღემდე სდასუ-ს სამართლის ფაკულტეტის სრული პროფესორი

2008 – 2013 წლამდე, 2016 წლის თებერვლიდან 016 წლის 31 დეკემბრამდე ლექციების კურსი კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის სამართლის სკოლა, ასისტენტ-პროფესორი

2010 წლიდან დღემდე _ ლექციების კურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ასისტენტ პროფესორი

2012 წლიდან 2014 წლამდე_ლექციების კურსი თავისუფალ უნივერსიტეტში

2014 წლიდან დღემდე_ლექციების კურსი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში

2015 წლიდან დღემდე_ლექციების კურსი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნიივერსიტეტში

31. 12. 2016 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო განყოფილების უფროსი კონსულტანტი

25.07.2016 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

04.07.2016-25.07.2016 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის კონსულტანტი.

04.04.2016-04.07.2016 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ;


აპარატი
მერი თათრიშვილი
მერი თათრიშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (3300) 51-36-98 (შ/ნ: 129 )
ელ-ფოსტა: m.tatrishvili@court.ge

ბიოგრაფია

 

დაიბადა 1984 წლის 25 იანვარს . თბილისში 

2001 წელს დაამთავრა . თბილისის . რაზმაძის სახელობის №7 სკოლა _ გიმნაზია. 

2001 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით_სამართალდმცოდნე. აქვს მაგისტრთან გათანაბრებული სამართალმცოდნეობის დიპლომირებული სპეციალისტის ხარისხი

2005-2006 წლებში გაიარა პრაქტიკა თბილისის საოლქო (შემდგომში სააპელაციო) სასამართლოს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

2006 წლის ივლისიდან 2006 წლის 5 დეკემბრამდე სტაჟირებას გადიოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

2006 წლის 5 დეკემბრიდან 2010 წლის მაისამდე მუშაობდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტად.

2010 წლის მაისიდან 2011 წლის 14 იანვრამდე მუშაობს მცხეთის რაიონულ სასამართლოში კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსად.

2011 წლის 14 იანვრიდან დღემდე მუშაობს მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2007 წლის 24 ნოემბერს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და მივიღე შესაბამისი სერთიფიკატი

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი, 2008 წლის 12 სექტემბერს ჩააბარა ტესტური გამოცდა და მიიღო სერთიფიკატი

ჰყავს მეუღლე და შვილი

 

 
თამარ ოღაძე
თამარ ოღაძე

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (3300) 51-36-98 (შ/ნ: 129 )
ელ-ფოსტა: t.ogadze@court.ge

ბიოგრაფია

 

თამარ არჩილის ასული ოღაძე  დაიბადა 1978 წლის 03 დეკემბერს, 

ახალგორში, 1985 წელს შევიდა ახალგორის №1 საშუალო სკოლაში, რომლის სრული კურსი დაამთავრა 1996 წელს. 

   1996 წელს ჩაირიცხა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი დაამთავრა 2001 წელს სამართალმცოდნეობის სპეციალობით. იურისტის კვალიფიკაციით.

  2001 წლის 01 ნოემბრიდან 2002 წლის 19 დეკემბრამდე მუშაობდა      ახალგორის სახელმწიფო სტატისტიოკის მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის რწმუნებულად

  2003 წლის 08 ოქტომბრიდან 2006 წლის 18 სექტემბრამდე მუშაობდა ახალგორის რაიონულ სასამართლოს კანცელარიის წამყვან სპეციალიტად.

  2006 წლის 18 სექტემბრიდან 2006 წლის 05 დეკემბრამდე მუშაობდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის აპარატის პეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად ახალგორის რაიონში

   2006 წლის 05 დეკემბრიდან მუშაობს მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტად ახალგორის მუნიციპალიტეტში.

   2008 წელს გაიარა კომპიუტერის კურსები კომპიუტერული პროგრამებით: MC Ooffice, Microsoft Word, Exel, E-mail, Internet Pprograms.

   2009 წელს ჩააბარა ადვოკატურის სასერტიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

   2011 წლიდან მუშაობს მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის სასამართლო სხდომის მდივნად ახალგორის მუნიციპალიტეტში.

 

 
 
სოფიო ლეჟავა
სოფიო ლეჟავა

მოსამართლე

ბიოგრაფია


დაიბადა 1984 წლის 28 მაისს, ქ. თბილისში;

განათლება:

2001 წელს დაამთავრა ქ. სამტრედიის გიორგი ნიკოლაძის სახელობის მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმი ,,XXI-ე საუკუნე’’;

2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით.

2016-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2008 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სპაციალური სასწავლო კურსი და ჩააბარა შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდა.

2014 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

სამუშაო გამოცდილება:

2006 - 2009 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების სხდომის მდივნად;

2009 - 2016 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით დაინიშნა მცხეთის რაიონული სასამართლოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ მოსამართლედ;


აპარატი
ეკა გაბიდაური
ეკა გაბიდაური

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (3300) 51-36-98 (შ/ნ: 126 )
ელ-ფოსტა: e.gabidauri@court.ge

ბიოგრაფია

 

ეკა გაბიდაური ნოდარის ასული დაიბადა 1983 წლის 12 დეკემბერს .  მცხეთაში. 2001 წელს დაამთავრა მცხეთის რაიონის დაბა ზაჰესის საშუალო სკოლა, იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სოციალურ-ეკონომიკურ ინსტიტუტში იურიდიულ ფაკულტეტზე. 2006 წელს დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტი სამართალმცოდნეობის კვალიფიკაციით. 

 2005 წლიდან 2006 წლის თებერვლამდე სასწავლო პრაქტიკას გადიოდა . თბილისის საქალაქო სასამართლის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. 

2007 წელიდან 2008 წლის თებერვლამდე სასწავლო პრაქტიკას გადიოდა . თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 2008 წლის 22 აპრილიდან 2008 წლის 31 აგვისტომდე სტაჟირება გაიარა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაკო საქმეთა კოლეგიაში.

 2008 წლის 01 სექტემბერს დაინიშნა მცხეთის რაიონული სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების წამყვან სპეციალისტად  მოვალეობის შემსრულებლად, სადაც მუშაობს დღემდე.

 

 
ვერა ლომიძე
ვერა ლომიძე

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (3300) 51-36-98 (შ/ნ:232 )
ელ-ფოსტა: v.lomidze@court.ge

ბიოგრაფია

 

ვერა ლომიძე დაიბადა 1979 წლის 19 ოქტომბერს . ცხინვალში. 1995 წელს დაამთავრა . ქუთაისის 38- ზოგადსაგანმანათლებო სკოლა და სწავლა გააგრძელა . ქუთაისის ჰუმანიტარულ ლიცეუმში. 1997 წელს დაამთავრა წყალტუბოს რაიონის საღამოს სკოლა. 1998 წელს ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2004 წელს და მომენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 

2004 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სპეციალური სამთვიანი სასწავლო კურსი და ჩაააბარა ტესტური გამოცდა. 

2004 წელს ჩაააბარა პროკურატურის საკავალიფიკაციო გამოცდა.

2005 წელს გაიარა კომპიუტერის სწავლების კურსი.

2005 წლის 20 მარტიდან, დაინიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია ,,თანადგომი~ საადვოკატო ბიუროში იურისტად.

2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალობით, არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი

2006 წლის 14 სექტემბრიდან დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის თანაშემწის სტაჟიორად.

2006 წლის 07 ოქტომბერს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2006 წლის 05 დეკემბრიდან დღემდე მუშაობს მცხეთის რაიონული სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

ჰყავს ორი შვილი.

 
 

თანამდებობარაოდენობამდედრობითიმამრობითი
მოსამართლე624
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია