Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

გორის რაიონული სასამართლოს მედიაციის ცენტრი აცხადებს კონკურსს სასამართლო მედიატორობის მსურველთათვის.

26-10-2018
გორის რაიონული სასამართლოს მედიაციის ცენტრი აცხადებს კონკურსს სასამართლო მედიატორობის მსურველთათვის.

გორის რაიონული სასამართლოს მედიაციის ცენტრი, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებ-გვერდის მეშვეობით (www.hr.gov.ge) აცხადებს კონკურსს სასამართლო მედიატორობის მსურველთათვის. 

შერჩეული კანდიდატები უფასოდ გაივლიან მედიატორის 56-საათიან ტრენინგს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები დაეუფლებიან მედიატორის უნარ-ჩვევებს, მედიაციის წარმართვის ტექნიკასა და სტრატეგიებს. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ მედიატორის სერტიფიკატი და ჩაირიცხებიან სასამართლო მედიატორთა რეესტრში. რის შემდეგაც ისინი უნარების დახვეწის მიზნით ვალდებულნი იქნებიან ანაზღაურების გარეშე (Pro Bono) მონაწილეობა მიიღონ სასამართლო მედიაციის 10 პროცესში.

ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციულ ვებ-გვერდზე: www.hr.gov.ge

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია