Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mosamarTleebi

არარატ ესოიანი
არარატ ესოიანი

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1965 წლის 13 მაისს, ქ. ახალქალაქში.

 

1982 წელს დაამთავრა ახალქალაქის #2 საშუალო სკოლა.

 

1985-1987 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.

 

1989 წელს დაამთავრა მოსკოვის ჰიდრომელეორაციული ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით.

 

1990 წელს დაამთავრა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი სახალხო მართვის სპეციალობით.

 

2000 წელს დაამთავრა თბილისის ეკონომიკისა და პედაგოგიკის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.

 

1991-1992 წლებში მუშაობდა ახალქალაქის რაიონის კომერციული საწარმოების რეგისტრაციის სპეციალისტად.

 

1992-1993 წლებში მუშაობდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ახალქალაქის განყოფილების მთავარ სპეციალისტად.

 

1997-2000 წლებში მუშაობდა ახალქალაქის წყალკანალის უფროსად.

 

1997 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ''ახალქალაქის რეფორმების და დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი ცენტრი''.

 

2000 წელს დააფუძნა იურიდიული კონსულტაციის ცენტრი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.

 

2001-2002 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის ახალქალაქის ბიუროს ხელმძღვანელი.

 

2004-2006 წლებში მუშაობდა ''დემოკრატ მესხთა კავშირის'' ახალქალაქის ცენტრის იურისტად.

 

2006 - 2016 წლებში იყო ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

 

2007 წლიდან დაკისრებული ჰქონდა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა ახალქალაქის რაიონული სასამართლის მოსამართლედ.

 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


აპარატი
სურენ მარუკიანი
სურენ მარუკიანი

მენეჯერი
ტელეფონი: (0362)22-26-85 (შ/ნ:110)
ელ-ფოსტა: smarukiani@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1981 წლის 1 ნოემბერს ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში.

1988-1999 წლებში სწავლობდა ქ. ახალციხის №3 საშუალო სკოლაში.

1999-2004 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის უცხო ენათა ფაკულტეტზე, სომხურ-ქართულის (ფილოლოგის) სპეციალობაზე.

2004 წლის 1 სექტემბრიდან 2006 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა ქ. ახალქალაქის ტელეკომპანია ”ატვ-12-ში” საინფორმაციო გამოშვება ”მოამბე-ს” სინქრონულ თარჯიმნად, 2005 წლის ივნისიდან იგივე ტელევიზიაში ამავდროულად მუშაობდა ტელეჟურნალისტად და ტელეოპერატორად. 2005-2006 წლებში პარალელურად მუშაობდა გაზეთ ”სამხრეთის კარიბჭე-ში” ჟურნალისტად.

2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის მაისამდე მუშაობდა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე. 2007 წლის მაისიდან 2010 წლის დეკემბრამდე მუშაობდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2011 წლის იანვრიდან დღემდე მუშაობს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მენეჯერის თანამდეობაზე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 
არმენ ქოსიან
არმენ ქოსიან

სხდომის მდივანი
ელ-ფოსტა: akosyan@court.ge

ბიოგრაფია
დაიბადა 1989 წლის 29 სექტემბერს ახალქალაქის რაიონის სოფელ ბარალეთში.
2006 წელს დაამთავრა ახალქალაქის რაიონის სოფელ ბარალეთის საშუალო სკოლა.
2011 წელს დაამთავრა ახალციხის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2013-2014 წწ. მუშაობდა ა/ო ”დემოკრატ მესხთა კავშირი-ს” იურისტის თანაშემწედ.  
2017-2019წწ. მუშაობდა  ახალქალაქის რაიონული სასამართლოს კურიერად.
2019 წლის სექტემბრიდან დღემდე მუშაობს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივნად.
 
აიდა ჩერნეცკაია
აიდა ჩერნეცკაია

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (0362)22-26-85 (შ/ნ:103)
ელ-ფოსტა: achernetskaya@court.ge

ბიოგრაფია

აიდა ჩერნეცკაია დაიბადა 1985 წლის 28 ოქტომბერს ქ. ახალქალაქში.

1992-2003 წლებში სწავლობდა ახალქალაქის №15 რუსულ საშუალო სკოლაში.

2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯავახეთის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2006 წლის 01 ივნილისიდან 2008 წლის 01 აპრილამდე მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატ მესხთა კავშირის” ახალქალაქის ფილიალში, იურისტ-კონსულტანტის თანამდებობაზე.

2008 წლის 10 აპრილიდან 2010 წლის 10 ნოემბრამდე მუშაობდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე.

2008 წელს ჩაბარებული აქვს ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2010 წლის მარტში ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2013 წლის 01 ოქტომბრიდან 2019 წლის 29 ივლისამდე მუშაობდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივნის თანამდებობაზე, იმავდროულად 2014 წლის 31 დეკემბრამდე დაკისრებული ჰქონდა მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შესრულება.

2019 წლის 29 ივლისიდან დღემდე მუშაობს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის  თანამდებობაზე

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 
 
მალხაზ ენუქიძე
მალხაზ ენუქიძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

დაიბადა 1959 წლის 16 ივნისს . გორში.

1976 წელს დაამთავრა გორის რაიონულის სოფელ ბერბუკის საშუალო სკოლა.

1986 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1977-1979 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.

1986-1988 წლებში მუშაობდა გორის რაიონულ აგროსამრეწველო გაერთიანებაში იურისტად.

1988-1991 წლებში მუშაობდა გორის სახალხო დეპუტატათა საქალაქო საბჭოს აღმასკომში იურისტად

1991 წელს  მუშაობდა გორის პრეფექტურის ბინების აღრიცხვა-განაწილების სექტორის გამგედ.

1991-1993 წლებში მუშაობდა გორის სარაიონთაშორისო პროკურატურის უფროს გამომძიებლად.

1993-1998 წლებში იყო გორის რეგიონული სამხედრო სასამართლოს მოსამართლე.

1998-2000 წლებში მუშაობდა გორის ადვოკატურის ადვოკატად.

2000-2007 წლებში იყო კასპის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2007 წელს (სექტმბრიდან ოქტომბრამდე) ჩარიცხულ იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში.

2007-2011 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში.

2011 წლის მარტიდან 2012 წლის  ივლისამდე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა წალკის რაიონულ სასამართლოში.

2014 წლის იანვრიდან  2015 წლის აგვისტომდე  იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2015 წლის  აგვისტოდან 2019 წლის დეკმბრამდე იყო ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019  წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლედ, სადაც მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა 2020 წლის  23 მარტამდე.

2020 წლის  23 მარტიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებ ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში.
 
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 


აპარატი
დავით მელიქიძე
დავით მელიქიძე

სხდომის მდივანი
ელ-ფოსტა: dmelikidze@court.ge

ბიოგრაფია
 
ეკატერინე მეტრეველი
ეკატერინე მეტრეველი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (0362)22-26-85 (შ/ნ:105)
ელ-ფოსტა: emetreveli@court.ge

ბიოგრაფია

დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი „სამართალმცოდნეობის“ სპეციალობით. კვალიფიკაციით იურისტი.

გავლილი აქვს საბაზისო, 40 საათიანი კურსი მედიაციაში,  სპეციალიზებული ტრენინგი საოჯახო, სამოქალაქო და ბიზნეს მედიაციაში, ასევე ტრენერთა ტრენინგი მედიაციის თემაზე,  ორგანიზებული ,,პოლონეთის მედიაციის ცენტრისა“ და ,, საქართველოს მედიაციის ცენტრი“-ს მიერ; გაიარა 40-საათიანი ტრენინგის კურსი ტრენერებისთვის სასკოლო/თანატოლთა მედიაციის თემაზე ორგანიზებული „მედიაციის ცენტრის“, კავშირ მეგობრობის ხიდი - ქართლოსისა და პოლონელი პარტნიორების „სამართლებრივი იტერვენციის ასოციაციის“  მიერ. 2014 წლიდან არის საქართველოს მედიაციის ცენტრის მედიატორი/ტრენერი მედიაციის საკითხებში. 2015 წლის 22 ივნისიდან - საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი და დამფუძნებელი. ამჟამად ხელმძღვანელობს გორის მედიაციის ცენტრს.

2007-2012 წლებში მუშაობდა გორის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ, ასევე 2008 წელს დაკისრებული ქონდა გორის რაიონული სასამართლოს აპარატის უფროსის მოვალეობის შესრულება.

საქმიანობდა ი.ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხაშურის ფილიალში ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის კათედრის პედაგოგ-მასწავლებლად; ხაშურის რაიონის სამოქალაქო მრჩეველთა კავშირის იურიდიულ საკითხთა კოორდინატორად; ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ასოციაციის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის იურისტად.

გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო სწავლების ცენტრში არსებული მოსამართლის თანაშემწის კურსები, ჩაბარებული აქვს: საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა საატესტაციო გამოცდა, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციის მიხედვით.

 
 

თანამდებობარაოდენობამდედრობითიმამრობითი
მოსამართლე202
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია